Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net
სიტყვათა ცხოვრება

   ყველა სიტყვას აქვს თავისი ისტორია, ცხოვრების გზა და ბედ-იღბალი. ზოგი დღეგრძელია, ზოგი მოკვდა, გაუჩინარდა, ლექსიკონებშიც არ დატოვა კვალი - ლექსიკონიც ხომ შედარებით ახალი ხილია. როგორც წესი, ჩვენ მივმართავთ ლექსიკონს, როცა ვეძებთ ამა თუ იმ სიტყვის განმარტებას, ან თარგმანს - არავინ კითხულობს მას, როგორც წარმტაც რომანს. არავინ, ზოგოერთი შერეკილის გარდა. ასეთი შერეკილი მეც გახლავართ.
    ამ წიგნის იდეა დაიბადა მაშინ, როცა კომპიუტერზე ვკრეფდი ნიკო ჩუბინაშვილის ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს, ხელნაწერს, რომელიც დაიწერა 1812 - 1825 წელს, და პირველად გამოიცა 1961 წელს ალ. ღლონტის რედაქციით. ამჟამად ეს ლექსიკონი დევს ინტერნეტში, და უამრავ მკითხველს აქვს საშუალება გაეცნოს ქართული ლექსიკოგრაფიის ამ საგანძურს. ბევრი რამ ხსენებულ ლექსიკონში უცხოდ და მოულოდნელად გამოიყურება თანამედროვე მკითხველისათვის. დავიწყე შედარება - ასე აღმოჩნდა ჩემს მაგიდაზე საბას ლექსიკონი, რომელიც დაიწერა დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე; ნიკოს ძმისშვილის, დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონი, რომელიც დაიბეჭდა 1887 წელს, და თანამედროვე, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი არნოლდ ჩიქობავას რედაქციით, 1992 წელს გამოცემული. ამ წიგნებში შენახულია ცოცხალი, განვითარებადი ორგანიზმის, ქართული ენის, ანაბეჭდები, ფოტო-სურათები. ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლებოდა ენა, როგორ შთანთქავდა ახალ სიტყვებს და ცნებებს, როგორ აქართულებდა უცხოეთიდან მოსულ სიახლეს, როგორ ეძლეოდა დავიწყებას და იკარგებოდა შორეული წარსულიდან მოსული სიტყვა.
   ეს პროცესი ბუნებრივია - ენა არ უჯერებს ენის სპეციალისტებს და ყურს არ უგდებს ავტორიტეტებს - დაუკითხავად მიდის თავისი, ზოგჯერ მოულოდნელი გზით. ენის მეტამორფოზების ახსნა შეიძლება, მაგრამ ყოველთვის მას შემდეგ, რაც საქმე უკვე გაკეთდა და შედეგი ჩანს, აღწერილია და დაკანონებულია - წინასწარმეტყველება ყოველთვის მარჩიელობას ჰგავს.
    დავიწყებულია ”ღანუხობა” (გაზაფხულის დრო), ”მსთვედი და მცხვედი” (დილისა და საღამოს წვიმა მარგებელი), ”მუჩერი” (ღვინის ქარავანი), ”მუჩირობა” (ტკბილის მოშოვება სთველში, ვითა კალმასობა პურისა კალოზედ). [ყველა ამონაწერში შენარჩუნებულია ორიგინალის მართლწერა - ს.მ.].
    გამქრალია გულუბრყვილო საახალწლო ტრადიცია რომელიც, ჯერ მოისპო ჩვენს სინამდვილეში, მერე ენაში, და მხოლოდ ძველ ლექსიკონში შემოინახა:
    ”გვიცა და არაგვიცა - ე.ი. გჳძს და არაგჳძს, ანუ გვიძევს, გინა გუაქუს და არა გუაქუს. საახალწლოდ გლეხთ დიაცნი გამოცხობენ ორს კვერს სხვადასხვა ნიშნებით, ერთს დაარქმევენ გვიცა და მეორეს არაგვიცა, სახლის ბედს იმაზედ დასცდიან, თუ პირველი ჩავარდა კუტად, ის იქნება უბედობა, ანუ უქონლობა და თუ დადგა, ის იქნება საბედნიერო, ამის გამო იმერნი პატარა ლავაშებს უხმობენ კვიცად.”
    ამ წიგნში მოცემულია სამოცი მაგალითი, სამოცი სიტყვა, რომელთა მნიშვნელობა სამი საუკუნის მანძილზე შეიცვალა. ზოგი ნელა სცილდება ძველ ფარგლებს, ზოგმა მთლიანად დაკარგა კავშირი პირველად მნიშვნელობასთან; არის შემთხვევა, როცა ახალშემოსული უცხო სიტყვა დევნის ძველს და მის ადგილს იკავებს. მე ამ მაგალითების კითხვისას მრავალი აზრი მებადება - იმედი მაქვს, რომ თქვენც გულგრილნი არ დარჩებით.


© Slava Meskhi

შემოკლებანი:
XVII-საბა - 1658-1725, XVII-XVIII საუკუნე. ”სიტყვის კონა ქართული”, სულხან-საბა ორბელიანი.
XIX-ნიკო ჩუბინაშვილი - 1812-1825, XIX საუკუნის დასაწყისი. ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ, ნიკო ჩუბინაშვილი.
XIX-დავით ჩუბინაშვილი - 1887 - XIX საუკუნის ბოლო. ქართულ-რუსული ლექსიკონი. დავით ჩუბინაშვილი.
XX -არნ. ჩიქობავა - 1990 - XX საუკუნე. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. არნ. ჩიქობავა.
XX-Collins - XX საუკუნე. Collins English Dictionary and Thesaurus, Harper Collins Publishers, 1992.

სარჩევი

აბრააივანიაკლდამაამბოხიამირამპიწიამფსონიბარაქაბევრიბზარი
გათახსირებულიგეზიგვერდიგოგოდანავარჯიშითაგვნითხილამურიიეფიინახი
იყიიშნიკერძოკუპატილექსილიფიმაიამანანამანიაკიმანძილი
მარაგიმედგარიმედროვემეტოქიმისამართიმობერვამოდამძაღემჭადიოჯახი
პატიჟისამყაროსართულისაუნჯესიმკაცრეტვინიუამხანაგოუკაცრავადუფასოუხმარი
უჯმაჯურიქალწულიწუთი-წამიწესიერიჭიქახაბიძგინიხარაჯახარვეზიხინკალიჰარალალო

აბრა ∆
როგორ გადაინაცვლა წარწერამ საწონიდან დაფაზე?

აბრასასწორისა, თათართა ენით არის, ქართულად საჭარბი ჰქვიან. XVII-საბა
აბრაცოთი, გინა საჭარბავი, привесок для уравнения весов. თ. ჰაბრა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ცოთისასწრის საჭარბავი. თ. აბრა [სპ.]. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
აბრაცოთი, საჭარბავი, привесок для уравнения весов. თამარ ბატ. 65. XIX-დავით ჩუბინაშვილი
აბრადაფა, რომელზედაც წარწერილია წარმოების, დაწესებულების სახელწოდება - ფირნიში. მაღაზიის აბრა. XX -არნ. ჩიქობავა

აივანი ∆
როგორ ავიდა ეზო მაღალ სართულებზე?

აივანიდერეფანი, ნახე სახლი. XVII-საბა
დერეფანიარს სახლი სამგნით ფარღია, საზაფხულოდ საჯდომი; აივანი არს მცირე დერეფანი და კედლით ნაგები. XVII-საბა
აივანიდერეფანი ან ეზო, двор. თ. აივან [სპ.]. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
აივანი(სპარს.) დერეფანი გინა ეზო, закрытая галлерея, двор. XIX-დავით ჩუბინაშვილი
აივანისახლს მიშენებული ღია მოაჯირიანი ნაწილი. რკინის აივანი - რიკულებიანი აივანი - თბილისური აივნები. XX -არნ. ჩიქობავა

აკლდამა - დაბა -უდაბნო ∆
როგორ იქცა ებრაული დამა ქართულ დაბად.

აკლდამა საძვლე საფლავი. XVII-საბა
აკელდამაებრაულად აგარაკი ანუ დაბა სისხლისა (მატ. 27,8; საქმ. 1,19), село или земля крови; ამისგან წოდებულ არს აკლდამა მიწაში შეკრული კამარა მკდართა გამთ დასადებად და მისვე ებრაული ლექსისგან დამა მიღებულ არს ქართულად ლექსი დაბა, რომელია სოფელი ან შენობა, ვითარ ახალდაბა, დაბნები, უდაბნო, უდაბური და სხ. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
აკელდამაებრ. აგარაკი ანუ დაბა სახლისა; მიწაში შეკრული კამარა მკვდართა გვამთა დასასვენებლად, село, земля крови; усыпальница, склеп. მატ. 27-8, საქმ. 1-19; ბაქრ. 244. XIX-დავით ჩუბინაშვილი
აკლდამაქვიტკირის სამარე. საგვარეულო აკლდამა || ნაგებობა ასეთ სამარეზე. XX -არნ. ჩიქობავა
დაბაქალაქის ტიპის პატარა დასახლება. დაბა სურამი, - მუშათა დაბა. XX -არნ. ჩიქობავა

ამბოხი ∆
სად იწყება ამბოხება?

ამბოხიდაუმჟავებელი მაჭარი. XVII-საბა
ამბოხიდაუწმენდელი მაჭარი (ნახე ღვინოსთან), сусло.// შფოთი, არეულობა, ამბოხება, мятеж, тревога. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ღვინო, ღჳნისაყურძნის ნაწური სასმელი (ფსალ. 4,7; მატ. 9,17 და შემდგომი), вино, οίνος. თ. შარაბ [არაბ.], ჩახირ, ს. გინი. ახალს ნაწურს ეწოდება ტკბილი; ჯერეთ დუღილში მდგომს - ამბოხი; დადუღებულს - მაჭარი; ცეცხლზედ ნადუღს - ბადაგი; წყლით აღზავებულს - დგჳფი; უწყლოს - შუმი და არმუნჯი; გაწყალებულს - ჟოქო; ნაწნეხს - ჭაჭას, რა დაალტობენ წყლითა და მეორედ გამოჰქაჟავენ, ეწოდება შამანი; მგბარსა შაქრითა და სუნნელით ზავებულს ღვინოს კუნდიტი; დამჟავებულს - ძმარი. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ამბოხიდაუწმენდელი მაჭარი; შფოთი, არეულობა; сусло винное; мятеж, тревога, ამბოხება, смуты; (ვეამბოხები), წინა აღვუდგები, возстать противу кого. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ამბოხი(ძვ.) იგივეა, რაც ამბოხება.XX -არნ. ჩიქობავა
ამბოხებააჯანყება (ჩვეულებრივ სტიქიური). გლეხთა ამბოხება.XX -არნ. ჩიქობავა

ამირ -ამირან-ადმირალ ∆
უფროსი ყველგან უფროსია, გინდა თბილსში, გინდა ზღვაზე.

ამირა(+ამირან-დარეჯანიანი) უფროსი. XVII-საბა
ამირ, ამირა, ამირიარაბულად უმთავრესი, ანუ უხუცესი, Эмир, отсюда Адмирал, იხმარების უფრორე რთულად სხათა ლექსთა თანა შემდგომთა.XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ამირი, ამირა(არაბ.) არაბულად: მთავარი, უხუცესი, эмир, ამირალმუმლი, ამირმუმლი (არაბ.) მთავარი მორწმუნეთა, повелитель правоверных, ამირობა, მთავრობა, უხუცესობა, эмирство, господство эмира, ამირბარი, (არაბ.) ზღვათა მხედართა ზედა უფროსი, Адмиралъ, ამირბარობა, ზღვათა მხედართა ზედა უფროსობა, начальство надъ морскими силами, ვეფხ. 313; ამირეჯიბი (არაბ.) ეჯიბთ უხუცესი, მანდატურთ უხუცესი; ძველს დროში ნიშნავდა: დარბაზბატონსა, начальникъ привратниковъ; в старину оберъ камергеръ, ამირეჯიბობა, სახელო ამირეჯიბისა, должность званіе начальника привратниковъ, ამირსპასალარი (სპარ.) სპასპეტი, უმთავრესი წინამძღვარი ლაშქართა, უფროსი მხედართ მთავართა ზედა, фельдмаршалъ; ქართ. ცხ. 1 ტ. 365, ვეფხ. 40. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ამირა(ამირასი) [არაბ.] (ისტ.) არაბთა ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოში (არაბობის დროს). თბილისის ამირი. XX -არნ. ჩიქობავა
admiralthe supreme commander of a fleet or navy [amyral, from Old French amiral emir, and from Medieval Latin admiralis (the spelling with d probably influenced by admirable); both from Arabic amir emir, commander, esp. in the phrase amir-al commander of, as in amir-al-bahr commander of the sea] XX -Collins.

ამპიწი ∆
კანდიდატების წრეში სიარული თავის მოწონების მიზნით

ამპიწიслово лат. ambitiosus. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ამპიწილატ., ზედ. პატივის მოყვარე, თავ მომწონი, амбіциозный. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ამბიცია[ლათ.] საკუთარი ღირსების გამძაფრებული გრძნობა; გადაჭარბებული თავმოყვარეობა. XX -არნ. ჩიქობავა
ambitionstrong desire for success, achievement, or distinction something so desired; goal; aim [from Old French, from Latin ambiti a going round (of candidates), a striving to please, from ambire to go round].XX-Collins.

ამფსონი-ფსონი ∆
როგორ იქცა საერთო პურისჭამა ტოტალიზატორად.

ამფსონიპურის მტე, ანუ ამქარი (ფსონი ნახე), сотоварищ, артельщик. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ფსონიბერძულისგან ψωμί [უკავშირდება სიტყვას ψώνιον და არა ψωμί-ს - რედ. ალ. ღლონტი], ე.ი. პური, ქართულად უხმობენ ამხანაგთაგან ნადიმსა პურის მტედ სანოვაგეთ შემოკრებითა, ანუ თავთავისის პურით გინა ხარჯით, ვითა ყრმათა ფსონსა ეწოდების არიფანა. ამისგან ამფსონი პურის მტე (ნახე სერი), сборный стол или обед. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ამფსონიპურის მტე, ანუ ამქარი, собеседникъ за столомъ, сотоварищъ. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ფსონი(ბერძნ.) ნადიმი ამხანაგთა თავთავისის ხარჯით, ყრმათა თვის იტქმეს არიფანა, товарищескій обедъ, ალექს. 2, ფსონობა, იგივე ფსონი, ქილ. 301; ივერია N 3-4, (1878). XIX-დავით ჩუბინაშვილი
ამფსონი(ძვ. საუბ.) ამყოლო, ავანჩავანი, თანამესუფრე. XX -არნ. ჩიქობავა
ფსონი1. მონაწილეთა მიერ თანაბრად გაღებული ხარჯით გამართული ნადიმი. 2. ბანქოს ზოგიერთ თამაშში - ბოლოს ასაყვანად დარჩენილი ქაღალდი. XX -არნ. ჩიქობავა

ბარაქა ∆
გზა კურთხევიდან დიდ გამოსავლამდე

ბარაქაარაბულად კურთხევა. XVII-საბა
ბარაქადალოცვა, კურთხევა, მადლი, უხვება, სავსება, обилие, изобилие, довольство, Μπερεκέτι, ლექსი ესე მიუღიათ არაბთა ებრაულიდამ, რომელია ბარუქ, ბარაქია, ე.ი. კურთხეული ან მადლიანი. ამისგან ითქმის ბარაქ-ალლაჰ, გაკურთხოს ღმერთმან, ანუ ქართულად ღმერთმან გიშველოს და რუსულად спасибо, т.е. спаси бог тебя. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ბარაქა(არაბ.) კურთხევა, მადლი, უხვება, სავსება, благодать, обиліе, довольство ბარაქიანი ზედ. სავსე, благодатный, обильный; ბარაქიანობა, სავსება, обиліе, მირ. 106. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ბარაქა [არაბ.] დიდი გამოსავალი, ხვავი, ხვავი და ბარაქა - მიწის ბარაქა - შრომის ბარაქა. XX -არნ. ჩიქობავა

ბევრი ∆
ბევრი - როგორც ზუსტი რიცხვი.

ბევრი(+ 19,19 საქმე) ათიათასი. XVII-საბა
ბევრიმრავალი (ნახე უმცირესი), много, многий. // წერილთა შინა ათიათასი (ნახე უშტი) (საქმ. 19,19), тма, 10/т. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
უშტისხვარიგი მუზნური თლა, რომელიც ათით განმრავლდება, счисление логарифмов, ხოლო საკუთრად უშტი არს ათი მილლიონი, ვითა იხილვების წინამდებარესა შინა ტაბლიცასა:
ერთი - არს ერთი
ათი, ანუ ათჯერ ერთი (10) - ათი
ასი, ანუ ათჯერ ათი (100) - ასი
ათასი, ანუ ათჯერ ასი (1000) - ათასი
ათი ათასი, ანუ ათჯერ ათასი (10.000) - ათი ათასი, ანუ ბევრი
ასი ათასი, ანუ ათჯერ ბევრი (100.000) - ასი ატასი, ანუ ბევრის ბევრი
მილლიონი, ანუ ათჯერ ბევრის ბევრი (1.000.000) - უშქარი, ანუ მილლიონი
ათი მილლიონი, ანუ ათჯერ მილლიონი, ან ათჯერ უშქარი (10.000.000) - უშქარის უშქარი, რომელია უშტი, ანუ ათი მილლიონი
ასი მილლიონი და შემდგომი, ანუ ათჯერ უშტი (100.000.000) - უშტის უშტი, რომელია ასი მილლიონი XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ბევრიზედ. მრავალი; სამღუთო წერილში: ათი ათასი, многочисленный; множество; десять тысяч, тьма; ვეფხ. 44; 430; ბევრად-ბევრი, многое множество, тьма тьмущая, ბევრი, ზზ. много, ბევრს ნუ ლაპარაკობ, много не говори, ბევრსა სჭამს, он много естъ, ხუთი ბევრი, пятьдесят тысяч, საქმ. მოც. 19-19, ბევრის ბევრი, ასი ათასი, сто тысяч; ბევრჯელ, ბევრ-ჯერ, многократно, часто, ანდაზები: ბევრი ჰოჰოჰო ხარსაც გააგიჟებსა; ბევრის ცემით რკინაც გატყდება; ბევრის ხელის ჭირი მეო და ცოტა პირისა; ბევრება (ვა), ზ. მ. ვამრავლებ, умножать, увеличивать, გორგ. 72; ბევრობა, ს. многое множество, ბევრი ბევრობით, ცოტა ცოტაობით, ნ. მალი გორად. соразмерно состоянію. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ბევრიდიდი რაოდენობა რისამე ან ვისიმე, - მრავალი (საპირისპ. ცოტა). ბევრი ამხანაგი ჰყავს - ბევრი ”მაამო” ხარს გააგიჟებსო - ბუზი ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. 2. დიდი, ბევრი ჯაფა მოელის. 3. დიდად, ძალიან, რაღა ბევრი გავაგრძელოთ, საქმე ასე იყო. ბევრად - უფრო მეტად, გაცილებით, - საგრძნობლად, სხვებზე ბევრად უფროსია. XX -არნ. ჩიქობავა

ბზარი ∆
თოვლში დაბადებული.

ბზარითოვლი გამაგრებული. XVII-საბა
ბზარითოვლი ყინვისაგან დაბზარული (თოვლთან ნახე). XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
თოვლიზამთრით ჰაერში გაყინული და შთამოცვივნული ცვარი წვიმის მაგიერ (ფსალ. 50,8 და 148,8), снег. რა შემოდგომის სიცივე ღამით ცარსა დილისასა შეათოვებს, ვითარმე მიწათა გათეთრებადმდე, ეწოდების თრთვილი, უკეთუ დასთოვოს ტერფადმდე, არს ფიფქი და უმეტესი მისი - თოვლი. წვიმანარევი არს თოვლშხაპი. თოვლიანსა ნისლსა ეწოდება ბუერი; ხეთა ზედა შეყინულსა ბუერსა - ჭირხლი და უკეთუ შთამოცვივნული თოვლი დადგეს ხეთა ზედა, არს ქურხლი და ხურხლი. ქართა სასტიკთა თანა მონათოვსა ეწოდება ბუქი და სადა ქარმან შეაგროვოს - ნანქერი. თოვლსა შემაგრებულსა ყინვითა - ბზარი და მცირესა ფიფქსა შებზარულსა - არხილი. რა მზემან შეალბოს - ლეღმა, რა აჭრელდეს - ლილო. უკეთუ თოვლთა სიმრავლე, მთათა ზედა ვერღარა დატევნილი, მზის სითბოსაგან მოიმზულეს - ზვავი და გაზაფხულ თოვლის ნადენს წყალს - ლანქერი და ფშატალა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ბზარვა(ვჰ), ზ. მ. დავხეთქ, ნ. ბძარვა; ბზარი - თოვლი შემაგრებული ან გაძგიბული ყინვითა, снег подмёрзшій, საბ. ლ. ფიზიკა 108. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ბზარიმკვრივ საგანზე მცირედ გახეთქისაგან დაჩნეული ხაზი - ნაბზარი. კედლის ბზარი - ჭიქას ბზარი აქვს. XX -არნ. ჩიქობავა

გათახსირებული ∆
რატომ არის ცუდი გათახსირება?

პატიმარიშეუკრავად ტუსაღი (ვეფხისტ. 1310. 1312), арестант. თ. თახსირ, ტუსაღ. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
გათახსირება(ვა), ზ. მ. დავაპატიმრებ, арестовать; ქართლ. 2, ტ. 326, 327; ივერია N 3, 1878, გვ. 4. XIX-დავით ჩუბინაშვილი
გათახსირებულივინც გათახსირდება. XX -არნ. ჩიქობავა
გათახსირდებაგრდუვ. 1. ზნეობრივად წახდება, გაირყვნება . სულ მთლად გათახსირდა. 2. გაილანძღება, თავლაფი დაესხმება. XX -არნ. ჩიქობავა

გეზი-გეზად ∆
როგორ დაფრინავდა უფრთო ისარი - სწორედ, თუ ირიბად?

გეზიწყლის კიდე კაცთ გასავალი. XVII-საბა
გეზიუფრთო ისარი. XVII-საბა
გეზიუფრთო ისარი (ნახე ისართან), გეზად, პირდაპირ, სწორედ (ნახე ქეშად), параллельно, горизонтально. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ქეშაოერთის ლაროდამ მეორემდინ გრძლად ასაღები ზომა, параллельный. ქეშაოდ, ქეშად, გეზად - ქეშაოს ზომით, параллельно. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
გეზადპირ და პირ სწორედ, გამოსწვრივ, , паралельно, горизонтально, ნახე ქეშად.XIX-დავით ჩუბინაშვილი
გეზი1. მიმართულება; გზა; კურსი (გარკვეული პუნქტისაკენ). 2. გადატ. (მოქმედების, მსჯელობის...) მიმართულება, ხაზი, კურსი. გეზის მიმცემი. ¤ გეზი აიღო საითკენმე - მიემართება საითკენმე. XX -არნ. ჩიქობავა
გეზადირიბად, ალმაცერად. გეზად გადმოხედა. XX -არნ. ჩიქობავა

გვერდი ∆
ორი დოქი - დავიწყებული ჭურჭელი.

გვერდი, გუერდიჩაფი საწყავი, ჩაფი უმწირესი, ნახე კოკა, ლიტრა. XVII-საბა
გვერდისაწყაო ჩაფი (ნახე კოკა და საწყაო). XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
კოკაწყლის საზიდი ლაგვინი თიხისა ანუ მეტალლისა (ვეფხისტ. 1084), ушат, кувшин. // საწყაო კოკა არს 12 თუნგი; კოკის ნახევარი არს დორა ანუ ჭარიკი; დორას ნახევარი არს ჩაფი ან გვერდი; გვერდის ნახევარი არს დოქი. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი

გოგო ∆
გოგოების სოციალური სტატუსის გაუმჯობესება.

გოგოცუდქალა. ნახე კოტუა. XVII-საბა
კოტუაცუდი გოგო. XVII-საბა
კოტვაცხოველი რა ბუზისაგან კოტევდეს. XVII-საბა
გოგომდაბიო გლეხის ქალი, девка. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
გოგომდაბიო გლეხის ქალი, ან მოსამსახურე, девка, служанка, გოგობიჭა - გოგო რომელიც ბიჭობას მისდევს, ან ბიჭი, რომელიც გოგოებში გდია; ქალაბიჭა - ორის ბუნების მქონი ქალისა და ყრმისა, აკუმი, мужланка, мужлатка; девуля, бабуля, гермафродитъ; გოგობიჭები - прислуга мужская и женская; ребятишки. XIX-დავით ჩუბინაშვილი
გოგო1. ქალი ბავშვობის ასაკში, გოგო ჩიოდა, გასათხოვრად პატარას მეძახიან, წყლის საზიდავად კი - დიდსაო. 2. (ძვ.) ხელზე მოსამსახურე, შინაყმა ახალგაზრდა ქალი. XX -არნ. ჩიქობავა
გოგო-ბიჭებიგოგოები და ბიჭები. XX -არნ. ჩიქობავა

დანა ∆
არც მჭრელი და არც ბლაგვი.

დანათჳთოეული ერთგუართა ნივთთაგანი, ვითარ ექვსი დანა ვეცხლის კოვზი, ათი დანა ხელსახოცი და სხ. штука. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
დანამარცვალი, ან თვითოეული ერთგუართა ნივთთაგანი; зерно, штука; ვეფხ. 301; განმ. თეიმ; ექვსი დანა ვეცხლის კოვზი, шесть штукъ серебрянныхъ ложекъ ათი დანა ხელ-სახოცი, десять штукъ носовыхъ платковъ. XIX-დავით ჩუბინაშვილი

ვარჯიში - სეფური - ზეპირი - ვარჯიში ∆
იგავის მეტაფორა რეალობად იქცა.

ვარჯიშითურქთა ენაა, ქართულად სეფური ჰქვიან.XVII-საბა
სეფური(+ ითიკა) ესე (+ იგი) არს მრავალჯერ ქ(მ)ნით(ა) საქმე გაიადვილოს, რაჲ(ც) ენების საქნელად, გინა სწავლად. ითიკა, იგავის თარგმანი: ”ვითარცა მონადირესა გამოცდილსა ადგილთა ძნელთა, ვითარცა სეფურისა გამოცდილებასა სირბილისასა იქმს, რათა სცნას სირბილისა მის სიმალე”. XVII-საბა
ვარჯისი, ვარჯიში ვარჯისობა(ვვარჯისობ) ხელოვნება, ზეპირება, твердить, упражняться. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სეფურიუკანონოდ უხმარიათ, ზეპირი და ზეპირობა უნდა (ესენი ნახე).XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ზეპირ, ზეპირადუწიგნოდ თქმა ანუ კითხვა ნაწერისა, наизусть. // ზეპირად შეთულა ან დაბარება უწერილოდ, პირად შეთლა (ვეფხისტ. 407, 1314), словесно наказать, поручить сказать о чем (ვიეთთამე სეფურად დაუწერიათ, მაგრამ უკანონოა). XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ზეპირება(ვაზეპირებ სხუათა, ვიზეპირებ) წურთნა, დასწავლა, გავარჯისება უწიგნოდ თქმისა, учить, твердить наизусть. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ვარჯისი, ვარჯიშიგაზეპირება, ხელოვნობა, упражненіе, повтореніе наизусть, რუსუდ. 874; диспутъ, ნ. ჩ. ლ. ნახე მაეგობა. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მაეგობაბაასი, პაექრობა, ვარჯისი, გამოძიება მეცნიერებისა საუბრითა ან წერილით, диспут; диссертация; ნ. ჩ. ლ. (ვჰ); каламбурить. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ვარჯიში1. ერთი და იმავე მოძრაობის, მოქმედების, საქმიანობის მრავალჯერ გამეორება რაიმე ჩვევის შეძენის, რისამე შესწავლის, ან რამეში დახელოვნების, გაწაფვის მიზნით. ვარჯიში წერაში - ვარჯიში დაკვრაში. 2. იგივეა რაც ტანვარჯიში. დილის ვარჯიში. XX -არნ. ჩიქობავა

თაგვნი ∆
თაგვ-ნი, мыш-цы - დავიწყებული ეტიმოლოგია.

თაგნი, თაგვნისხვილ(ნ)ი ძარღვნი. XVII-საბა
თაგნიმსხვილძარღუნი, мышцы (შეშაძარღვი ნახე).XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
შეშაძარღვიმსხვილი ძარღვები სადრეკთა, мыщцы, [или поджилки]. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
კუთი, კუნთიკართი, სიზრქე ხორცთა ძარღვიანთა უფრორე წვივებს ქვეშ, икры. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
თაგვნიმსხვილი ძარღვები, შეშაძარღვი, мышцы. XIX-დავით ჩუბინაშვილი
თაგვიპატარა მღრღნელი ცხოველი; აქვს წაწვეტებული დრუნჩი და გრძელი კუდი. მინდვრის თაგვი - თაგვის სორო. ¤ თაგვის შაქარი - იგივეა რაც დარიშხანა. თაგვი კუდს ვერ მოიქნევს (საუბ.) - იტყვიან, როდესაც დიდი სივიწროვეა. XX -არნ. ჩიქობავა

თხილამური ∆
ახალი ფორმა და დანიშნულებაю

თხილამური გრკალი არს ფერჴთა დაიკვრენ დიდთა თოვლთა ზედა სავლელად, რათა თოვლთა სიღრმესა (შინა) არ ჩაიჭრან. XVII-საბა
თხილამურა გრკალი ფერხთ დასაკრავი სავალად დიდთა თოვლთა ზედა, რათა არა შთაეფლას მას შინა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
თხილამურა კრკალი ფერხთ დასაკრავი სავალად დიდთ თოვლთა ზედა რათა არა შთაეფლს მას შინა, лыжа. XIX-დავით ჩუბინაშვილი
თხილამურები1. ფეხქვეშ ამოსაკრავი გრძელი და ბრტყელი ძელები თოვლზე სასრიალოდ. 2. რკალად შეკრული თხილის ან სხვა რისამე ტოტები გარდიგარდმო თოკით ან წნელით გახლართული: მთაში ხმარობენ დიდ თოვლში სასიარულოდ. XX -არნ. ჩიქობავა

იეფი ∆
იყო პურადი, არაძუნწი - მცირე ფასად ღირებული გახდა, ანუ ფულმა პური განდევნა.

იეფიგამცემელი და პურადი. არაძვირი, გინა უშურველი, გინა არაძუნწი. XVII-საბა
იეფიარა ძვირი, მცირეს ფასისა (ვეფხისტ. 1054), дешёвый. // იეფი კაცი, პურადი, გამცემი, чивый, тороватый. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
იაფი, იეფიარა ძვირი, მცირე ფასისა; უხვი, ხელ-გახსნილი, ხელ-მოუჭირებული, дешёвый; щедрый, тороватый; ვეფხ. 147; მრ. 309; იაფი კაცი, щедрый мужчина, იაფობა, იეფობა სხ. არა ძვირობა, უხვობა, პურადობა, ვეფხ. 1559; дешевизна, щедрость, (ვიეფობ), ზ.მ. ვუხვობ; იაფადვარ, быть дешёвым, щедрым, (ვიაფდები, ვიეფდი), ზ. ვდ. იაფად გავხდები, ფასს-მოვიკლებ; საღუთო წერილში: განვმრავლდები, გარდავემატები, იერემ. 12-1; дешеветь, ощедряться, щедро наделяться, იეფო, ზედ. უხვი, щедрый, ვეფხ. 147. XIX-დავით ჩუბინაშვილი
იაფიმცირე ფასად ღირებული (საპირისპ. ძვირი). იაფი კაბა. იაფად - მცირე ფასად. იაფად იყიდა. ¤ იაფი (იაფად) დაუჯდება - ცოტას გადაიხდის რამეში. XX -არნ. ჩიქობავა

ინახი - ინახით ჯდომა ∆
ძველებური ბანკეტი.

ინაჴისაჯდომი, მაღალი საჯდომი, მიყრდნობით ჯდომა და საჯდომი. XVII-საბა
ინაჴ-იდგასერობად დაჯდა. XVII-საბა
ინახიადგილი საჯდომი სუფრასა ანუ ტაბლასა ზედა.XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ინახით ჯდომა(ინახით ვჰზი) გვერდით, ანუ თანაჯდომა ტაბლასა ზედა (მატ. 8,11 და 9,10; იოან. 13:12,28), возлежать. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ინახი(არაბ.) საჯდომი ადგილი სუფრაზედ, место сідения за столомъ, ინახ-იდგნენ ე.ი. გვერდით უდგნენ, მატ. 8-11, იოან. стояли возле ინახით ჯდომა (-ვჰზივარ, ვიჯედ) ზ. უ. გვერდით ან ვისთანმე თანავჰზივარ, сидеть за столом возле кого либо მატ. 9-10. XIX-დავით ჩუბინაშვილი

იყი ∆
ქართული არაყი.

იყიარაყი. შიშველ-მართლისა: ”ღვინო, იყი და თაფლუჭი არა სვათ”. ნახე არაყი, რახი. XVII-საბა
არაყიარაბულად ოფლს ჰქვიან, ვინადგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების. XVII-საბა
იყიარაყი.XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
იყიარაყი, водка. XIX-დავით ჩუბინაშვილი

იშნის მოგება - ნიშნის მოგება ∆
იშნი ნიშნად იქცა

იშნიმტრისაგან ბავთზე გახარება. XVII-საბა
იშნი, იშნის მოგება(იშნს მოვუგებ) სხვის ბოროტზედ გახარება, упрекать, упрек. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
იში, იშნიმტრისაგან საყვედური, упрек, ვეფხისტ. 331; იშნის გება ან მოგება (ვუგებ, მოვუგებ) ზ. მ. упрекать, укорять; რუსუდ. 6; 453; 689; ქილ. 133. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ნიშნინიშნს მოუგებს - გაახსენებს, მოაგონებს მისთვის უსიამოვნო რასმე (დაცინვის ელფერით); აგრძნობინებს რომ თვითონ მართალია. ნიშნის მოგებით - გამარჯვებულის ტონით; დაცინვით. XX -არნ. ჩიქობავა

კერძო ∆
ნაწილი მთელისა ცალკეული პირის კუთვნილებაში გადადის.

კერძო(1,9 დაბად.) ეწოდების ნივთთა და აგებულებათა და თითო სახეობათა არსებათასა და მისთანათა ნაკვეთებსა, ხოლო ყოველობა მათ ყოველთაგან ერთად შემოკრებულთა სოფელთა. XVII-საბა
კერძონაწილი, თჳთოეული ასო მრთელისა, часть (ნახე წინაკერძო, უკანაკერძო და სხ. თჳსთა ადგილთა) (ზაქარ. 14,4). XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
კერძ, კერძო, კერძვა- ნახე კერძი. XIX-დავით ჩუბინაშვილი
კერძიწილი, არშივი, доля, часть, порція; მის კერძნი კაცნი, его сторонники, რუსუდ. 630; ირაკლი მეფე იმათი კერძი იყო, царь Ираклий былъ на стороне ихъ, 2 ქართლ. 561; წინა კერძი რაზმისა, передовая часть войска, ვეფხ. 443; კერძო კერძო დავსჭრი, ლოღ. 48; ერთი კერძი ბოზბაში, порция бульона, კერძ, თანდ. ნათეს. ბრუნვითურთ; თვის, კენ, къ, მის კერძ, къ нему, ქუჩისა კერძ, къ улице. კერძო, ნაწილი, თვითო ასო მრთელისა; მხარე; часть, доля; сторона, край; რუისის კან. 14; ზედ. განსაკუთრებული, განსხვავებული, გაცალკევებული, отдельный, особенный, частный, ვისრ. 30; ლოღ. 35; მეტაფ. 38; იერემ. 25-33; 1 ქართ. 285. წინა კერძო, передняя часть, ულანა კერძო, задняя часть, ჩრდილოეთის კერძო, северная часть, ერთი კერძო, одна часть, კერძო წყრთა, полъ локтя, ეზეკ. 43-17; კერძო დიაკონი, поддьякон, дьячек, კერძო ვირი, ჯორი, , ისაი. 66-20; დაბად. 12-16; კერძა (ვჰ), კერძვა (ვჰ), ზ. მ. ვჰყოფ ნაწილებად, делить на часть, (ვუკერძ, ვუკერძავ, ვუკერძებ), ზ. მიჩ. წილს დავუდებ, уделить кому часть, ვისრ. 202, 203; 2 ქართლ. 563; კერძობა, ცოლშვილი, სახლკარი, ამალა, მხლებელნი ვიცნიმე; განკერძოება, განმხოლოება, 2 ქართლ. 561; семейство, свита, сторонность, отдельность; 2 დაბეჭ. ქრისტ. 107; ალექს. 18; (ვჰკერძობ), ზ.მ. მივაწერ, მივაჩემებ, относить; усвоивать, ქილ. 301, კერძოობა, განკერძოვება, მხოლოობა, განსაკუთრებულება, отдельность, исключительность, კერძოობით, ზზ. ცალკე, მარტო, отдельно, კერძოობითი, ზედ. გაცალკევებული, отдельный, ტიმოთ. 57; - პირი, отдельная личность. XIX-დავით ჩუბინაშვილი
კერძო1. ცალკეული პირის კუთვნილი, რაც არ ეკუთვნის სახელმწიფოს ან საზოგადოებას, კერძო საკუთრება - კერძო ვაჭრობა. 2. რასაც არა აქვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ხასიათი, რაც დაკავშირებულია ცალკეული პირის მოქმედებასთან, საკუთრებასთან და მისთ. კერძო სამუშაო - კერძო გაკვეთილები - კერძო მესაკუთრე. 3. რაც თვითონ პიროვნებას ეხება - პირადი, კერძო ინტერესი - კერძო მიწერ-მოწერა. 4. ცალკეული, ცალკე აღებული, კერძო შემთხვევა - კერძო საკითხი. კერძოდ - 1) ისე, როგორც კერძო კერძოდ იყიდა - სამუშაო კერძოდ აიღო. 2) ჩართული სიტყვა - საკუთრივ, განსაკუთრებით. ისაუბრეს საქართველოზე, კერძოდ, თბილისზე. XX -არნ. ჩიქობავა

კუპატი ∆
ძველებური კუპატი - სვანური კუპტდარია.

კუპატიგატენილი პური მოხრაკული. XVII-საბა
&კუპატიპური ხორცითა ან კვერცხით გატენილი და მოხრაკული, пирог. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
კუპატიპური ხორცითა ან კვერცხით გატენილი, пирогъ. XIX-დავით ჩუბინაშვილი
კუპატიდაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილი ნაწლავი - ძეხვი. ღორის კუპატი - შემწვარი კუპატი. 2. პატარა ქადა, კეცში გამომცხვარი, ზემოდან კვერცხმოსხმული. XX -არნ. ჩიქობავა

ლექსი ∆
გრძელი გზა პოეზიისაკენ.

ლექსისიტყვა სრული და რჩეული, გინა შეწყობილი, ლექსი არს. XVII-საბა
ლექსისიტყვა თჳთოელი რვათაგან ნაწილთა სიტყვისათა, слово, речение, λέξις. // ზოგჯერ უხმარიათ ნაცულად სტიხთა და შაირთა (ვეფხისტ. 5, 16), стихи. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სტიხილექსი, შაირი, იამბიკო და სხ., стих, στίχος. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
შაირილექსი ოთხმუხლედი. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
შაირობამესტიხობა (ვეფხისტ. 19), стихотворство. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ლექსი(ბერძნ.) სიტყვა, თვითოეული რვათაგანი ნაწილი სიტყვისა; სტიხი, შაირი; ვეფხ. 5, 16; слово, стихъ; -მარტივი, простое слово, ლექსითი ლექსად, слово в слово, ლექსად გარდათქმა, переложить прозу в стихи, ლექსთ-წარმოება, словопроизведеніе, этимологія, ლექსთ-თხზულება, словосочетаніе, синтаксисъ. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ლექსიპოეტური ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს თავისებური რითმი და, ჩვეულებრივ, რითმები. ხალხური ლექსი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. || ასეთი ნაწარმოები სასიმღეროდ გამოთქმული. ფანდურზე დამღერებული ლექსი. XX -არნ. ჩიქობავა

ლიფი ∆
ჰოლანდიამ ყველაფერი გასანთლული მოგვისპო.

ლიფიგასანთლული ნარმა, გასანთლული ლარი, გასანთლული მჩვარი, გასანთლული ფარჩა. XVII-საბა
ლიფიგასანთლული ლარი ან სამოსელი, вощанка. თ. მუშამბა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ლიფიგასანთლული ლარი, клеёнка. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ლიფი[ჰოლ.] ქალის ან ბავშვის ტანისამოსის ნაწილი. წელს ზევით მჭიდროდ ჩასაცმელი, უსახელოები. XX -არნ. ჩიქობავა

მაია ∆
ქალის სახელში შემონახული ძირითადი კაპიტალი.

მაიათავნი, სათავნო ამხანაგთა, капитал, артель.XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
თავნისათავნო, თეთრი გარდადებული სამუშავებლად მოგებისათვის და არა სახარჯოდ, капитал. ს. მაია. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მაია(სპარს.) თავნი, სათავნო ამხანაგთა, фонд, основной капитал. XIX-დავით ჩუბინაშვილი
თავნი(ძვ.) ძირითადი თანხა სარგებლით გასესხებული ფულისა ან იმ ფულისა, რომელსაც ვაჭარი ატრიალებდა. XX -არნ. ჩიქობავა

მანანა ∆
ანუ, რაჲაო?

მანანაზეცით შთამოვრდომილად ითქმის, ხოლო, ენითა ასურულითა მანანა რაჲაო, ვინათგან არა იცოდეს რა იყო, ამისთვის იკითხვიდენ რაჲაო, და მით ეწოდა მანანა. მანანა თეთრი იყო, მსგავსი ქინძის მარცვლისა, თაფლებრ ტკბილი, მზე დაადნობდის. XVII-საბა
მანანაზეცით შთამოცვივნული საზრდელი, მსგავსი ქინძის თესლისა, ფერით თეთრი და გემოთი ტკბილი, მზე დაადნობდის. ებრაულად მანანა, რაჲაო; რამეთუ პირველად რა იხილეს, იკითხვიდენ რაჲაო? და მით ეწოდა მანანა (ფსალ. 77,24), манна, μάννα. // აწ მანანად უხმობენ რომელთამე ხეთა ნაწვეთსა, გამხმარსა და ტკბილსა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მანანა(ებრ.) მცენარე, манна, შესაწირავი, ძღვენი, дар, жертва, იერემ. 4-5; ეზეკ. 45-25, ბარუქ. 1-10. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მანანა[ებრ.] 1. ბიბლიის მიხედვით - ტკბილი და ნოყიერი საჭმელი, რომელიც უცვიოდათ ზეციდან ისრაელებს, მათი უდაბნოში მოგზაურობისას. 2. ხორბლის წმინდა ბურღული ერთგვარი მანანის ფაფა. 3. დანაწვიმი ზოგი მცენარის (კაკლის, ცაცხვის, ჭინჭრის) ფოთლებზე. XX -არნ. ჩიქობავა

მანიაკი ∆
გიჟი სამკაულის მაგივრად.

მანიაკი(3 ეზრა 3,6) საყელო მოთვალულ-მომარგალიტული. XVII-საბა
მანიაკიფარღული გულის ჩამოსავლები მოოჭვილი (მსაჯულ. 8,26; ეზეკ. 16,11), пленица, ожерелие (დან. 5:7,16), гривна. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მანიაკიფარღული, გულისჩამოსავლები მოოჭვილი, ожерелье, დაბად. 41-43; რიცხ. 31-50; დან. 5-7,16; 1 ქართლ. 243, 274, 277. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მანიაკიmaniac XX ქართულ-ინგლისური ლექსიკონი
maniacmania a mental disorder characterized by great excitement and occasionally violent behaviour. See also manic-depressivean obsessional enthusiasm or partiality: a mania for mushrooms [via Late Latin from Greek: madness]
-mania - combining form indicating extreme desire or pleasure of a specified kind or an abnormal excitement aroused by something: kleptomania; nymphomania; pyromania [from MANIA]
maniac – noun and adj. combining form. XXCollins.

მანძილი ∆
დასასვენებელი ადგილი გზაზე.

მანძილისასვენი, გზაზედ დასადგომი ადგილი, станция. თ. მანძილ [არაბ.]. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მანძილი(არაბ.) სასვენი, გზაზედ დასადგომი ადგილი შესასვენებლად, და არა სიშორე ერთის ადგილიდამ მეორემდინ; станція რუსუდ. 515; 2 ქართლ. 543; ალექს 15; სეელ. 84. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მანძილიორ პუნქტს შორის მოქცეული სივრცე, შორი მანძილი - მანძილის გაზომვა - რაიონის ცენტრამდე მანძილი უდრის 30 კმ-ს. მანძილზე - განმავლობაში, საუკუნეთა მანძილზე. XX -არნ. ჩიქობავა

მარაგი ∆
თხელი ღრუბლებით შემოსილი ცა.

მარაგიცაჲ რა თხელითა ღრუბლითა შემოსილ იყოს, იგი არს მარაგი, ხოლო აქა-იქ ღრუბელი და ვარსკლავ-მჩენი იალკიალი არს. ესე მარაგი არს ღამე რა თხელი ღრუბელი მოჰპარვოდეს ცასა, ხოლო უკეთუ ღრუბელი აქა-იქ დაგლეჯილად ჩნდეს და ვარსკლავნი მრავალგან იყოს, მას იალკიალი ეწოდებიან. თხელ(ი) ღრუბლიანი ღამე.
მარაგი - კვიპრიანეს ცხ.: "ვისწავლე დაგება სიტყვათა და ზრახვა მარაგითა და მარაგი ზრახვითა". XVII-საბა
მარაგით-ზრახვაარს სიტყვა ესრე გვარად სთქვა, ადვილ საცნაურ არ იყოს, არამედ ვითარცა ღრუბელი რამ(ე) ემოსოს, ანუ ორ-სამ რიგად გაისინჯოს. XVII-საბა
მარაგიცა თხელის ღრუბლით შემოსილი, იალკიალი. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მარაგისომხ. ცა თხელის ღრუბლით შემოსილი, იალკიალი, небо, одетое изредка тонкими облаками. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მარაგი1. რაც მომავალში გამოყენების მიზნით არის დაგროვებული, შესანახავად გადადებული (საჭირო ნივთები, საგნები, მასალა, სურსათი...). ზამთრის მარაგი. 2. გადატ. გარკვეული რაოდენობა რისამე; ერთობლიობა. სიტყვათა მარაგი - ცოდნის მარაგი. XX -არნ. ჩიქობავა

მედგარი ∆
ზარმაცი თუ გმირი?

მედგარი(25,26 მათე) მცონარი და მოუძლურებელი; მედგარი ითქმის მარადის ძვირისა დამმარხველი გულთა შინა აღუჴოცელად; მედგარი მსოფლიოთა ენითა მზაკვარად ითქმის, რომალმან ჴერჴითა დააკვეთის მორკინალი თვისი მიწასა ზედა ძლიერად. XVII-საბა
მედგარიმცონარი და მზაკუარი (მატ. 25,26), ленивый. // გაანჩხლებული (ვეფხისტ. 571, 899; შავთ. 75), разъяренный, неистовый. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მედგარიმცონარი, მზაკუარი, გაანჩხლებული ვეფხ. 574, 903; შავთ. 76; რუსუდ. 469; მათ. 25-26; ленивый, подлый, лукавый, неистовый, ярый; მედგრად ბრძოლა, сражаться с яростью, შავთ 75.; მედგრობა - ანჩხლობა, неистовство, ярость, დარეჯ. 2-86; 1 ქართლ. 52; ვისრ. 159. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მედგარი(მედგრისა) ძლიერი, შეუპოვარი მედგარი ბრძოლა - მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. XX -არნ. ჩიქობავა

მედროვე ∆
ვისაც დრო მსახურებს, ხელისუფლებასაც მოიპოვებს.

მედროვეკეთილის დროის მქონე, ვისაც დრო მსახურებს, временщик. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მედროვეკეთილის დროს მქონე, ვისაც დრო მსახურებს, временщик. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მედროვეადამიანი, რომელმაც მფარველობის წყალობით დროებით მოიპოვა ხელისუფლება. XX -არნ. ჩიქობავა

მეტოქი - მეტეხი - მეტოქე ∆
დროებით მოსული მოცილე გახდა.

მეტოქიმონაცვლე სამყოფი. XVII-საბა
მეტოქიდროებითი სადგომი ეპისკოპოსთა, ანუ არხიმანდრიტთა, подворье, μετόχι, ეკლესიითურთ სხვას ეპარხიაში (ამისგან დაურქმევიათ საქართველოში რომელთამე ეკლესიათათვის მეტეხი). // მდაბიონი მეტოქედ უხმობენ მოცილესა, соперник. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მეტოქი(ბერძნ.) დროებითი სადგომი ეპისკოპოზთა სხვას ეპარხიაში; ამ ლექსისაგან ჰსწარმოებს სახელი რომელთამე ეკლესიათა: მეტეხი; მდაბ. წინააღმდეგი, მოცილე; ქართ. 2, ტ. 42, подворье; противник; -სვეტის ცხოველისა, противник животворящего столпа, გუჯ. 27; 2 ქართ. 42; მეტოქეობა, соперничество; თამარ. ბატ. 138. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მეტოქი(მეტოქისა) ვინც უპირისპირდება ვისამე თავისი ინტერესებით, - მოქიშპე, მოცილე, მოწინააღმდეგე. XX -არნ. ჩიქობავა

მისამართი ∆
შესავედრებელი კონვერტზე.

მისამართი საიმედო შესავედრებელი გაჭირებაში საშველად, прибежище, защита. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მისამართიმისალტოლველი, убежище, საფარველი, защита. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მისამართიწარწერა საფოსტო გზავნილზე რომლითაც აღნიშნულია მიმღების ადგილსამყოფელი ზუსტი მისამართი - კონვერტზე მისამართი დაწერა. 2. ვისიმე, რისამე ადგილსამყოფელი სამსახურის მისამართი - მისამართი გამოცვალა - თავისი მისამართი მისცა ¤ ვისიმე, რისამე მისამართით - ვისიმე, რისამე შესახებ, მიმართ. მისამართი ეშლება (საუბ.) - მიმართავს ან მიაწერს რასმე ისეთ ვისმე, ვისაც ეს არ ეხება. XX -არნ. ჩიქობავა

მობერვა ∆
შინაგანი მოგონების, ანუ მადლის გაუქმება.

მობერვაქარის მოქროლება. მობერვა არს შინაგანი მოგონების მოცემა ღვთის მიერ. XVII-საბა
მობერვა(მოჰბერავს) ქარის ქროლა, მოდენა (საქმ. 2,2), дуть, дыхание. // ღვთის მიერ ზეგარდამო მოვლენა შინაგანის მოგონებისა, ანუ მადლისა (ჩახრუხა. 80), вдохновение. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მობერვაღვთისაგან ზეგარდამო მოვლენა შინაგანისა გონებისა ან მადლისა, вдохновение, ჩახრ. 89 (ვჰბერავ, -რე), ზ. უ. ვჰქრი, ვუბერავ, дуть, საქმ. 2-2, სურნელი სუნი ვარდთა დღეს მოგვბერნა ქვენაბუქნამ, ე.ი. ნიავმან ვარდს შემოჰკრაო, და მისი მშვენიერი სუნი მოიტანაო ვეფხ. 724; сегодня ветеръ принес намъ пріятный запахъ розы. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მობერვასახელი მობერავს ზმნის მოქმედებისა. XX -არნ. ჩიქობავა
მობერავს(თურმ. მოუბერავს) გრდმ. დაბერავს, დაუბერავს იქიდან აქეთ. შდრ. მობერვა, მონაბერი. XX -არნ. ჩიქობავა
მონაბერი1. რამაც მობერა - მონაქროლი, ზღვიდან მონაბერი ნიავი. 2. ქარის (ნიავის) მოტანილი, შორიდან მონაბერი ხმა. XX -არნ. ჩიქობავა

მოდა ∆
ფრანგულმა მოდამ გაიმარჯვა.

მოდაჩანახი, შდრ. მოდი. XVII-საბა
მოდისაწყავი არს 22 ქსესტიანი. ცხრა ათას(ს) დრაჰკანსა მრაცხელნი ერთს(ა) ერთსა მოდსა უწოდენ. XVII-საბა
მოდა, მოდიჩანახი ძველებური, რომელიც შთაიტევდა ასს კვერცხსა (ნახე სატა და საწყაო), гарнец. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სატაძველებური საწყავო, რომელიც შთაიტევდა ვიდრე 150 ქათმის კვერცხსა, ანუ 1½ მოდა (ანგია, 2,12), сата. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მოდა, მოდიძველებური ჩანახი, რომელიც შთაიტევდა ასს კვერცხსა, ნახე საწყაო, гарнец. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მოდაშემოღება ახალის გვარისა ტანისამოსისა და მისთანათ, мода, მოდური ზედ. ახლად შემოღებული, модный, ანტ. 5-7. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მოდა[ფრ.] ამა თუ იმ საზოგადოებრივიწრისათვის გარკვეულ ხანაში დამახასიათებელი გემოვნება ჩაცმა-დახურვისა, ქცევის წესები და სხვ. ახალი მოდა - მოდაზე ჩაცმა - მოდის მიმდევარი. 2. ასეთი გემოვნების შესაფერი ტანისამოსი (ფეხსაცმელი და მისთ.). მოდების ატელიე. XX -არნ. ჩიქობავა

მძაღე ∆
იშვიათი რეცეპტი.

მძაღედამპალი ნიგოზი, გინა გემო მომწალტო. XVII-საბა
მძაღეგემოთ მომწალტო, промзглый, прогорклый (ნახე მწარე). // დამპალი ნიგოზი, ძმრით შენელებული მდოგჳს გარად. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მძაღეზედ. გემოთი მოწლატო, горький, прогорклый, მძაღე ერბო, прогорклое масло, -ნიგოზი, горькій грецкій орех в уксусе, употребляемый в виде горчицы, ნ. ჩ. ლ., მძაღება (ვა) ზ. მ. დავამძაღებ горчить, делать горьким, (ვჰმძაღდები) ზ. მ. დავჰმღაღდები, горькнуть. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მძაღე(მძაღისა) 1. სიძველით წამხდარი მომწარო, მწკლარტე გემოსი (ნიგოზი. ერბო და მისთ.). 2. ასეთი ნიგვზისაგან შემზადებული სანელებელი (იციან იმერეთში, გურიაში). XX -არნ. ჩიქობავა

მჭადი ∆
სიმინდმა ფეტვი განდევნა.

მჭადიფეტვის პური; ფეტვისა და სიმინდისა პური; ფეტვისა, სიმინდისა და მისთანათ პური. XVII-საბა
მჭადიპური ფეტვისა, ანუ სიმინდისა (ნახე პურთან). XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
პურიზოგად ნამცხვარი ფქვილისაგან მოსავალთასა, ხმარებული ჩვეულებრივ საჭმელად (მატ. 4,3 და შემდგომი 6,11; ფსალ. 103,14 და შემდგომი), хлеб. თ. ეთმექ, ჩორაქ. ს. ჰაც. // არამედ პური საკუთრად ეწოდების გაფუვებულსა ხაშითა და მარილზავებულსა ნამცხვარსა ხორბლის ფქჳლისასა, ხოლო უფუვარსა და უმარილოდ ნანცხვარსა ეწოდების ხმიადი.1. სახენი პირველისანი არიან: წინაპური, უკანაპური, ბედისპური, გვიცა, არაგვიცა, კვერი, კაკალაპური, კუტი, ლავაში, ლოლო, ორცხობილა, ანუ პაქსიმადი, საგარეჯო, ქაბრიწოვანი, ჯიგანა, ფუნთუში. 2. სახენი მეორისანი არიან: ბლარჯი ანუ ბაღაჭი, გომიჯი, ლელენგო, შაფართხელა, ხვეზა, ხვეზელი, ანუ ღვეზელი, ხავონანი. // კალად ნამცხვარი საფოველითა, ანუ უსაფოველოდ ზავებულნი ერბოთი, ზეთითა, სძითა, კვერცხითა, ანუ ტკბილითა რითმე არიან: კუპატი, კოლვირდი, მსუნევანი, ნაზუქი, პალეკუნტი, ფოფხი, ქადა, შაქრისპური, ხავიწი, ხინკალი, და სხ. // პურად იწოდებიან სხუათაცა მოსავალთა ფქვილისა ნამცხვარნი, ვითარ ქერის პური, ანუ ქრთილიპური (იოან. 6,9), хлеб ячменный, ხოლო ფეტვისა და სიმინდის პურს ეწოდების მჭადი. // ეგრეთვე თაფლისპური ეწოდების გოლსა, ანუ კიპრუჭსა. // პური ეწოდების მოსავალსა ჯეჯილსა, ანუ ყანასა ჯერეთ მოუმკავსა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მჭადიპური ფეტვისა ან სიმინდისა; хлеб из проса или кукурузы. XIX-დავით ჩუბინაშვილი
მჭადისიმინდის პური. კეცის მჭადი - როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარიაო. XX -არნ. ჩიქობავა

ოჯახი ∆
თათრული კერა.

ოჯახი თათრულია, კერა, ცეცხლაპირი, საცეცხლური, очаг. // მიმსგავსებით იწოდების სახლი ან სახლობა, ვითარ კომლი, კომლეული, дом, семья. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ოჯახი(ოსმ.) კერა, ცეცხლა პირი, სახლი, სახლობა, კომლეული; очаг, семья, ды; ოჯახის შვილი, знатный по происхождению, ანტ. 6-6. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ოჯახი[თურქ.] 1. ერთად მცხოვრებ უახლოეს ნათესავთა ჯგუფი (ცოლ-ქმარი, მშობლები, შვილები, შვილიშვილები...) მრავარიცხოვანი ოჯახი - ოჯახის ბურჯი - ოჯახის შემოსავალი - ხალხთა ძმური ოჯახი (ფიგურ.) . 2. ცხოველთა ან ფრინველთა ჯგუფი, რომელიც შედგება მამლის, დედლისა და ნაშიერთაგან, მგლის ოჯახი || ერთ სკაში მოთავსებული ფუტკრის გუნდი. 3. ერთი და იმავე სახეობის ზოგ ცხოველთა და მცენარეთა განცალკევებული ჯგუფი. ლომი და ვეფხვი კატების ოჯახის ცხოველები არიან - ვარდისებრთა ოჯახის მცენარეები: ვაშლი, ბალი, მარწყვი...¤ ოჯახს მოეკიდება - ცოლს შეირთავს, ოჯახს შექმნის. XX -არნ. ჩიქობავა

პატიჟი ∆
როგორ აირია ერთმანეთში პატივი და პატიჟი.

პატიჟი(21,20 გამოსლ.) პატივთან ნახე. ტანჯვა, გინა უპატიურობა. XVII-საბა
პატივი(21,23 გამოსლ.) კეთილის მიპყრობა სიტყვით და საქმით, ხოლო პატიჟი - წინაუკმო: უპატიურად და შეჭირვებით პყრობაჲ. XVII-საბა
პატიჟიპატივის მიხდა, დასჯა, გარდახდევინება (ვეფხისტ. 240, 799), наказание, взыскание. // გარჯა, შრომა, სარჯელი (მუნვე, 115, 150, 295), труд, пренесение, претерпение трудов. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
პატიჟება(ვჰ) ზ. მ. პატიჟს მოვჰდი, დავსჯი, მოვიწვევ, მოვიხმობ; лишать чести, наказывать; приглашать; взыскивать, штрафовать; რუსუდ. 795; (-ვი) ზ. მიჩ. მოვიწვევ, приглашать (მპატიჟებ, -ჟე) ზ. მიჩ. приглашаешь меня, პატიჟი, პატივის მიხდა, უპატოება, დასჯა, გარდახდევინება; ჭირი, განსაცდელი; სარჯელი; лишеніе чести, наказаніе; напасть, нападки рока, судьбы; бедствие; ვეფხ. 115, 151; 241, 296; 1330; გიორგი მ. სამ. 1; აღბ. 66; პატიჟი დაიდება რჯულით, наказаніе полагается закономъ, ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნუ გგონია, ты не думай, что смерть будетъ для меня наказаніем; ვეფხ, 803, პატიჟობა, სხ. приглашение; (ვჰ) ზ.მ. მოვიწვევ სტუმრად, приглашать, звать в гости.XIX-დავით ჩუბინაშვილი
პატიჟებასახელი პატიჟებს ზმნის მოქმედებისა.XX -არნ. ჩიქობავა
პატიჟებსგრდმ. 1. სტუმრად იწვევს. სტუმარი სტუმარს პატიჟებდა, მასპინძელს ორივე სძულდაო. || სთხოვ მასთან ერთად წავიდეს სადმე, თეატრში პატიჟებს. 2. უმასპინძლდება რამეთი, ნაყინზე პატიჟებს. შდრ. იპატიჟებს, ეპატიჟება, პატიჟება, მოპატიჟე. XX -არნ. ჩიქობავა

სამყარო ∆
რას ვემყარებით?

სამყარო(1,6 დაბად.) ესე ცაჲ არს უძრავი და მყარი გარეგან სხვათა ცათა. XVII-საბა
სამყაროცათა სივრცე უზენაესი, სადაცა დამყარებულ არიან უძრავნი ვარსკულავნი (დაბად. 1,6 და შემდგომი; ფსალ. 18,1), твердь. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სამყაროცა და ქვეყანა, მკვიდროვანი ან ხილული ცა ვარსკლავებითურთ, вселенная, ვეფხ. 1; დაბად. 1-6; ფსალ. 81-1. XIX-დავით ჩუბინაშვილი
სამყაროდედამიწისა და სხვა ციური სხეულების ერთიანი სისტემა. სამყაროს წარმოშობა. 2. ბუნების, ცხოვრების, მოვლენათა... გარკვეული სფერო, გარკვეული მხარე. ცხოველთ სამყარო - მცენარეთა სამყარო - სულიერი სამყარო. 3. რაიმე თვალსაზრისით გამოყოფილი საზოგადოება ან მისი ნაწილი; საზოგადოებრივი წყობა. ანტიკური სამყარო - სოციალისტური სამყარო - ქრისტიანული სამყარო. || რაიმე საზოგადოებრივი გარემო (მსოფლიო მასშტაბით), საჭადრაკო სამყარო - მუსიკალური სამყარო. XX -არნ. ჩიქობავა

სართული ∆
რამდენი სართული აქვს მრავალსართულიან სახლს?

სართული(8,8 მათე) სახლთ ზედა კერძო. ნახე აღსართულება, სახლი, უსაფრთულო; შდრ. ბაგოვნები, ელეილნი. XVII-საბა
სართულისახლთა ზედა კერძო ბანი, ერდო (მატ. 8,8), кров, кровля. ურთავი, უსართულო - უჭერო (ეზეკ. 10,4 და 40,14), непокровенный. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სართულისახლისა ზედაკერძო ბანი, ერდო, кровля; ნავი ორსართული, корабль о двухъ палубахъ, სართულიანი, ზედ. кровельный, имеющий кровлю.XIX-დავით ჩუბინაშვილი
სართულისახლის ერთ დონეზე განლაგებული სადგომების რიგი - სხვა ასეთივე რიგის თავზე, ან ქვეშ. პირველი სართული - მეხუთე სართული - ზედა სართული. XX -არნ. ჩიქობავა

საუნჯე ∆
როგორ დაკარგა ბეღელმა, და სენაკმა, საუნჯის სტატუსი.

საუნჯე(6,45 ლუკა) შესაკრებელი საქონლისა. XVII-საბა
საუნჯესალარო, საცავი უნჯისა, სიმდიდრისა (მატ. 2,11 და 6,19 და შემდგომი; ვეფხისტ. 892), сокровище. // ბეღელი, ამბარი, პურის შესანახავი მაღაზინი (მატ. 3,12; ლუკ. 12,18), житница. // სენაკი, სამხოლოვო სახლი (მატ. 6,6), комната, кабинет. // საუნჯენი სამხრისანი ქარნი სამხრით მომბერვალნი (იობ. 9,9), сокровища южные, т.е. ветры. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
საუნჯეუნჯი, სიმდიდრე, საცავი უნჯისა, სიმდიდრისა, სალარო; საცავი პურისა, ბეღელი, ამბარი; მატ. 2-17, 6-19,20; ვეფხ. 896; ლუკ. 6-45; ანდრ. 117; 12-18; სენაკი, სამხოლოვო სახლი, მატ. 6-6; сокровище, кладъ, богатствож сокровищница, казнохранилищеж житница, амбаръ, хлебный магазинъ; кабинет, комната; საუნჯენი სამხრეთისანი, южные ветры, იობ. 9-9; ნუ იუნჯენთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, не собирайте себе сокровищъ на земле, მატ. 6-19; ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე შევედ საუნჯესა შენსა, ты же когда молишься, войди въ комнату свою, მატ. 6-6; და შეჰკრიბოს იფქლი საუნჯესა თვისსა, и соберёшь пшеницу свою в житницу, მატ. 3-12; 13-32; -წიგნთა, библиотека, ტიმ. 102. XIX-დავით ჩუბინაშვილი
საუნჯე(საუნჯისა) 1. ძვირფასი ნივთები. - ფასეულობა, განძი, სიმდიდრე, აურაცხელი სანჯე. 2. გადატ. (წიგნ.) ვინმესთვის ძალიან ძვირფასი რამ ”ვეფხისტყაოსანი” - ჩვენი ეროვნული საუნჯე. || (საუბ.) იტყვიან ვინმესთვის ძვირფას საყვარელ ადამიანზე. XX -არნ. ჩიქობავა

სიმკაცრე ∆
სიფრთხილე სისასტიკეში გადადის.

სიმკაცრე(7,16 დანიელ) სიფრთხილე. XVII-საბა
სიმკაცრესიფრთხილე, ანუ გამოძიება საქმეთა (დან. 7:16,19), известие, испытание. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სიმკაცრესიფრთხილე; სიმქისე, ზავთი; სიფიცხე; осторожность; строгость; ან გამოძიება საქმეთა, изследованіе дела, დან. 7-16,19. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ზავთი(არაბ.) მუქარა, ბაქი, რიხი, угроза, ზავთის საქნელად, чтобы дать острастку, გორგ. 314, რუსუდ. 488; ზავთის ქმნა (ვიქმ) заарестовать именіе, 2 ქართლ. 548, 567. XIX-დავით ჩუბინაშვილი
სიმკაცრე(სიმკაცრისა) მკაცრი ადამიანის თვისება. სიმკაცრე გამოიჩინა.XX -არნ. ჩიქობავა
მკაცრი1. სასტიკი, ულმობელი. მკაცრი განაჩენი. || მტკიცედ მომთხოვნი. მკაცრი გამომცდელი - მკაცრი კონტროლი. 2. სუსხიანი; მძაფრი. მკაცრი ჰავა - მკაცრი ზამთარი. XX -არნ. ჩიქობავა

ტვინი - ტვინიანი -ტვინთხელი ∆
ტვინიანი ახლაც სიმსუქნით გატენილია?

ტჳნი(45,18 დაბად.) ძვალს შიგნით ქონი. XVII-საბა
ტვინიჩვილი კერძო ანუ ცხიმი თავის სარქველსა და სხუათა ძვალთა შინა, мозг. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ტვინიანი, ტვინოსანიგატენილი ტვინითა, ანუ სიმსუქნითა (ფსალ. 65,14), тучный. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ტვინიჩჩვილი კერძო და ცხიმი თავის სარქველისა და სხვათა ძვალთა, мозгъ; ტვინიანი, ტვინოვანი, ზედ. ტვინით ან სიმსუქნით გატენილი, мозговой; тучный, жирный; ფსალ. 65-14. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ტვინთხელი(საუბ.) სულელი, ჭკუათხელი. XX -არნ. ჩიქობავა

უამხანაგო ∆
საუცხოო თუ საწყალი?

უამხანაგოუმაგალითო, საუცხოვო, бесподобный, бесприкладный. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
უამხანაგო-კო - ზედ. ამხანაგისა არ მყოლი; უტოლო, უცალო, უმაგალითო, საუცხოვო, სწორ უპოვარი, неимеющій равного; безподобный, несравненный; ვეფხ. 32, განმ. თ; რუსუდ. 234; უამხანაკობა, ამხანაგის არ ყოლა, неименіе товарища, ქილ. 264. XIX-დავით ჩუბინაშვილი
უამხანაგოვისაც ამხანაგი არა ჰყავს. || ვინც ამხანაგს ვერ იგუებს. უამხანაგოდ - ამხანაგის უყოლად. XX -არნ. ჩიქობავა

უკაცრავად ∆
კაცთ შეუფერებელი ქალს შეეფერება? ფემინისტების აღსანიშნავად.

უკაცრავადკაცთ უკადრისად. XVII-საბა
უკაცრავადკაცთ შეუფერებლად (იხმარების ბოდიშის მოსახდელად), виноват, извините. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
საკაცრავიკაცთ შესაფერი, საქციელმართებული, უფრო იხმარების უკუთქმით: უკაცრავად. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
უკაცრავად, უკაცრაოდ, უკაცროვოდზზ. კაცის შეუფერებლად, იხმარების ბოდიშის მოსახდელად, виноват, простите, извините, უკაცრავად ნუ ვიქნები, не буду невежей, извините меня, უკაცრავად არ დავრჩები, неостанусь невежей, неостанусь в долгу, რუსუდ. 316; ქილ. 245; 430; უკაცრავო; -რული, ზედ. შეუფერებელი, неприличный, უკაცროოთოვარ, я извиняюсь, виноватъ передъ вами, უკაცრავება (ვაუკაცრავებ, -ვე), ზ.მ. შეუფერებელ ვჰყოფ, делать кого невежей, მეუკაცრავების, -ვა, ზ. თვ. შემენდობის, извиняется мне, რუს. 505, უკაცრაობა, ს. უკაცურობა, მოუშენლობა, безлюдность, ненаселенность; ქილ. 669; უკაცრული, ზედ. არ შესაფერი, неприличный, უკაცრული მოხსენება, извините меня за невежливое слово, უკაცრული მკადრა, онъ осмелился сказать мне невежественное слово, უკაცრიელი, ზედ. უკაცური, დაუსახლებელი, необитаемый, ненаселенный, აღბ. 56; უკაცროობა, ს. ბოდიში, извиненіе, ქილ. 636; უკაცური, ზედ. უკაცრიელი, მოუშენებელი, დაუსახლებელი, ვეფხ. 648; ვისრ. 31, 160; 1 ქართლ. 29; безлюдный, необитаемый, ненаселенный, უკაცურობა, ს. მოუშენებლობა, безлюдство, რუსუდ. 871; უკაცურ ყოფა (ვჰყოფ, ვჰყავ), ზ. მ. მოვსპობ მოსახლეობას, обезлюдить, 1 ქართლ. 174; უკაცრაულ ვიქმნებ, (-ვიქმენ), ზ. ვ. მოსახლეობა მოისპობა, обезлюдить. XIX-დავით ჩუბინაშვილი
უკაცრავადჩართული სიტყვა; გამოხატავს ბოდიშის მოხდას. უკაცრავად რომ შეგაწუხეთ! ¤ უკაცრავად არის (გახლავს) რამეზე (საუბ.) - აკლია რამე (მაგ. ცოდნა, ფული...), უკაცრავად არის პოეზიაზე - ჯიბესთან უკაცრავად გახლავართ! თუ უკაცრავად არ ვიყო (არ გახლდეთ...)! თუ შეიძლება! თუ დანაშაულად არ ჩამითვლით! ნურას უკაცრავად - 1) იგივეა, რაც უკაცრავად 2) ბოდიშის ირონიულად, დაცინვით მოხდა. XX -არნ. ჩიქობავა

უფასო ∆
უფასო სწავლება.

უფასოფას-დაუდებელი. XVII-საბა
უფასოფასდაუდებელი, დაუფასებელი, бесценный. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
უფასო, უფასურიზედ. ფასდაუდებელი, შეუმსგავსებელი, დაუფასებელი; მუქთი; безценный, неоцененный; даровой; უფასოდ, ზზ. მუქთად, даром, ვეფხ. 155. XIX-დავით ჩუბინაშვილი
უფასორაშიც ფასს, ფულს არ ახდევინებენ. უსასყიდლო. უფასო სწავლება - უფასო კვება. XX -არნ. ჩიქობავა

უხმარი ∆
ერთჯერადი ნივთების ცივილიზაცია - უხმარი სასურველია.

უხმარიარად საჴმარი. XVII-საბა
უხმარიუნდო, ურგები, არ გამოსადეგი, არად სახმარი (ფსალ. 13,3 და 52,3), непотребный, негодный. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
უხმარი, -რებელიზედ. ჯერ არ ხმარებული ან უსარგებლო, ურგები, არ გამოსადეგი, недержанный, небывший в употреблении; негодный, непотребный; მატ. 25-30; ვისრ. 159; რუსუდ. 701; უხმარად ზზ. უსარგებლოდ, безполезно, 1 ქართ. 139. XIX-დავით ჩუბინაშვილი
უხმარი1. რაც ჯერ არ უხმარიათ. უხმარი ფეხსაცმელი - უხმარი ქვაბი 2. რასაც ჯერ ვერ მოიხმარებენ - გამოუსადეგარი, ურგები. XX -არნ. ჩიქობავა

უჯმაჯური ∆
რას ვხედავთ ღრუბლებში?

უჯმაჯურიმას ეწოდების კვამლი ანუ ღრუბელი მჴეცისა ანუ პირუტყვის სახედ აღმოჩნდეს. XVII-საბა
უჯმაჯურიკუამლი, ნისლი გინა ღრუბელი ზეაღმავალი სახედ მხეცისა და მისთანათა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
უჯმაჯურიმოჩვენება, ოცნება რამ კვამლის სახით, привиденіе в виде дыма, облака; საბ. ლ. XIX-დავით ჩუბინაშვილი
უჯმაჯური(ძვ.) იგივეა რაც მაჯლაჯუნა. XX -არნ. ჩიქობავა
მაჯლაჯუნა(მაჯლაჯუნასი) (საუბ.) 1. შემაძრწუნებელი სიზმარი, - უჟმური. 2. უმსგავსო, უშნო, საზიზღარი (ადამიანი). ¤ მაჯლაჯუნა დააწვება - (საუბ.) შემაძრწუნებელ სიზმარს ნახავს და სული შეეხუთება, სუნთქვა შეეკრება. XX -არნ. ჩიქობავა

ქალწულა - ქალწული ∆
სად დაიკარგა უბიწო ვაჟი?

ქალწულა[წყაროებში ”ქ~ლი”] (21,12 მსაჯ.) ქალი უბიწო.XVII-საბა
ქალწულივაჟი უბიწო. XVII-საბა
ქალწულივაჟი უბიწო, девственник. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ქალწულიქალი უქმრო, უბიწო, უმანკო; მსაჯ. 21-12; ფსალ. 44-14; მატ. 5-1; ნიშანი ზოდიაქოსი, რომელიც აგვისტოსა შინა მიითვალავს მზესა; дева, девица; Дева, знак зодиака; ვაჟი უბიწო, девственник; - ქვეყანა, девственная земля, ვისრ. 199, ქალწულ მოწამე, სათნოდ ღვთისა შეწირული ქალწულებითა და მოწამეობითაც მრჩობლად, девственномученик, -ница; ქალწულობა, ქალწულება ნახე, девство, (ვჰ), девствовать, ქალწულოვანი, ზედ. девственный. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ქალწულიგაუთხოვარი, უბიწო ქალი. XX -არნ. ჩიქობავა

წუთი, წამი და ჟამი ∆
ჟამთა სვლაში წუთი წამად იქცა, წამი წუთად და ჟამი საათად.

ჟამიერთი დღე და ერთი ღამე არს ოცდაოთხი ჟამი, და ერთი ჟამი 4 წენტილია; ჟამი ეწოდების წელიწადსა (4,13 დანიელ); ჟამად ითქმის თაობა მეფისა ერთისა (1,14 დაბად.). XVII-საბა
წამიაქვს ჟამსა ერთსა წამი სამოცი; ხოლო ერთსა წამსა - წუთი სამოცი; წუთსა ერთსა - კესი 60; ერთსა კესსა - მასი 60; ერთსა მასსა - არდი 60; ერთსა არდსა - მეყი 60; ერთსა მეყსა - წენი 60; ერთსა წენსა - ვაწე 60; ერთსა ვაწესა - ბლისი 60; ერთსა ბლის(ს)ა - ნვინი 60. ესე არს ცის-მზომელობათა რიცხვი ხარისხთანი. XVII-საბა
ჟამიდრო განსაზღურებელი (მარკ. 6,35 და 11,11) время. ს. ჟამ (ვახტ.). // ოცდა მეოთხე ნაწილი დღე-ღამისა, საათი (მატ. 8,13 და 20,3 და შემდგომი), время. ჟამის ნაოთხალსა ეწოდების წენტილი, ანუ რუბი, четверть часа; ხოლო ცის მზომელობის ჟამის სათვალავი არს ესრეთ: ჟამსა აქუს 4 წენტილი, წენტილსა - 15 წამი, ანუ მინუტი, минута, წამსა - 60 წუთი, ანუ სეკუნდი, секунда; ნახევარწუტი არს ერთი კესი, ნახევარკესი - 1 მასი, ნახევარმასი - 1 არდი, ნახევარარდიმ - 1 მეყი, ნახევარმეყი - 1 წენი, ნახევარწენი - 1 ვაწე, ნახევარვაწე - 1 ბლისი, ნახევარბლისი - 1 ნივნი, ანუ ნვინი (ძველს ლექსიკონში დაწერილი ასე გაირჩა). მაშასადამე, ვაწე არს ტერცია, терция და ნივნი მეოთხედი ტერციისა. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
წამიმინუტი (ნახე ჟამი) (ვეფხისტ. 567), миг, минута. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
წუთიჟამის ნაწილი (ნახე ჟამი), ანუ საწუთრო სოფელი, преходящий мир. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ჟამიდრო, ხანი; ოცდა მეოთხედი ნაწილი დღისა, საათი; საჟამო, საათი; ჟამის ან საათის ნაოთხალსა ეწოდების წენტილი ან რუბი; წენტილსა აქვს 15 წამი ან მინუტი; წამსა აქვს 60 წუთი ან სეკუნდი, ნახევარ წუთი არს ერთი კესი, ნახევარ კესი 1 მასი; ნახევარ მასი 1 არდი; ნახევარ არდი 1 მეყი; ნახევარ მეყი 1 წენი; ნახევარ წენი 1 ვაწე; ნახევარ ვაწე 1 ბლისი; ნახევარ ბლისი 1 ნივინი ან ნვინი; ამისგან ჰჩანს რომ ერთი ვაწე არის ტერცია და ნვინი მეოთხედი ტერციისა... XIX-დავით ჩუბინაშვილი
წამი1. დროის საზომი ერთეული; უდრის წუთის ერთ მესამოცე ნაწილს. გავიდა რამდენიმე წამი. 2. გადატ. დროის ძალიან მცირე მონაკვეთი. წამით შეყოვნდა. წამსვე, წამზე - ომავე წამში, მაშინვე, ხელად. ¤ ამ წამში - ახლავე, იმ წამში - მაშინვე. ყოველ წამს - ერთთავად, განუწყვეტლივ. XX -არნ. ჩიქობავა

წესიერი ∆
სად დაიკარგა წესიერი ღვინო?

წესიერირიგიანი, გარიგებული, чинный, порядочный. // მსოფლიონი უხმობენ მდარესა, ვითარ წესიერი პური, ღვინო და სხ. обыкновенный, или нижшего сорта. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
წესიერიზედ. რიგიანი, გარიგებული; должный, подлежащій, законный; 1 ტიმ. 1-8; სიბრ. 43; მდაბიურად მდარე, არა პირველის ხარისხისა, обыкновенный, невысокаго сорта; წესიერი პური ან ღვინო, обыкновенный, т.е. невысшаго сорта хлеб, вино; წესიერი დედა, почтенная женщина. XIX-დავით ჩუბინაშვილი
წესიერი1. ისეთი, როგორც სათანადო წესი მოითხოვს. წესიერი მოწაფე. წესიერი ცხოვრება || რიგიანი, კარგი, ღირსეული. წესიერი დახვედრა. 2. (მათემ.) ერთგვარი ელემენტების მქონე. წესიერი სამკუთხედი. წესიერად - წესის შესაბამისად. წესიერად გაფორმებული ოქმი. - ფოსტა წესიერად მუშაობს. ¤ წესიერი წილადი (მათემ.) წილადი, რომელიც მთელზე ნაკლებია. XX -არნ. ჩიქობავა

ჭიქა ∆
როგორ მიიღო ჭიქამ ცილინდრული ფორმა?

ჭიქაკაჟთ(ა) მიერ გამოდნობილი ჭურჭელი. XVII-საბა
ჭიქაკაჟთაგან გამოდნობილი ჭურჭელი გამჭვირვალე (გამოცხ. 21,18 და შემდგომი; ვეფხისტ. 477), стекло. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
მინასპარსულად ჭიქა (ვეფხისტ. 4, 825), стекло. // ან ჭიქის ჭურჭელი, сткляница, склянка. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
სათვალესალტე შემოკრულნი მრგუალნი ჭიქანი, სუსტად მხედველთათჳს სახმარნი, очки. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ჭიქამინა ან კაჟთაგან გამოდნობილი გამჭვირვალე ჭურჭელი, გამოცხ. 21-18,19; ვეფხ. 59, 479, стекло; склянка; бокал; ვისრ. 122; ჭიქა ბროლისა бокалъ хрустальный, დარეჯ. 59; ჭიქიანი стеклянный. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ჭიქაცილინდრული ფორმის მინის უყურო ჭურჭელი რისამე დასალევად. ბროლის ჭიქა - ჩაის ჭიქა - ღვინის ჭიქა. 2. (საუბ.) იგივეა რაც მინა (მნიშვ. 2). XX -არნ. ჩიქობავა
მინა(მინისა) გამჭვირვალე ნივთიერება, რომელიც მიიღება სილის გადნობის შედეგად; ამგვარი ნივთიერებისაგან დამზადებული თხელი ფიცარი ან სხვა ფორმის ნაკეთობა (სინონ. შუშა). ფანჯრის მინა - სათვალის მინები - მინის ჭურჭელი. XX -არნ. ჩიქობავა

ხაბიძგინი ∆
ოსური ნამცხვარი.

ხაბიძგინიხავიწივით რაჲც. ხაბიძგინი არს, რა(ი)ც ერბოში ან(უ) ზეთში მიხარშებოდეს ხავიწივით(ა). XVII-საბა
ხაბიძგინიხავიწივით მგბარი რაჲმე, сдобной. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ხაბიძგინახავიწივით მგბარი რამე, пирогъ. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ხაბიძგინაოსური ნამცხვარი, რომელსაც გულად აქვს ნიგოზი, ყველიანი ხაჭო ან კარტოფილი. XX -არნ. ჩიქობავა

ხარაჯა ∆
კარგად დავიწყებული ხარკი.

მალიხარკი მწვალებელთა. XVII-საბა
ხარაჯამალი, თურქნი ესრეთ უხმობენ ხარკსა აღებულსა ქრისტეანეთაგან სარწმუნოების საზღუარად, хараджа, χαράτζι. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ხარაჯა(არაბ.) მალი, გამოსაღები, ხარკი ქრისტიანეთა სასარგებლოდ თათართა. подать платимая христіанами туркамъ; 1 ქართლ. 185. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ხარაჯა[არაბ.] (ისტ.) ხარკი, გადასახადი. XX -არნ. ჩიქობავა

ხარვეზი ∆
ხარვეზები ქალაქელების ცოდნაში.

ხარვეზიჴნულ(ს) შუა კორდი დანარჩომი. XVII-საბა
ხარვეზიხნულში დარჩენილი კორდი. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ხარვეზიხნულში დარჩენილი კორდი, лядина, место оставшееся в поле без пахания.XIX-დავით ჩუბინაშვილი
ხარვეზი1. მოუხნავად დარჩენილი ადგილი ნახნავში, კვალსა და კვალს შუა. 2. შეუვსებელი ადგილი - შუალედი, ხარვეზი სტრიქონებს შორის. 3. ნაკლი (რაიმე საქმეში...) ხარვეზები ცოდნაში. XX -არნ. ჩიქობავა

ხინკალი ∆
სახინკლეში გატყუებენ!

ხინკალიდუმის შაშხი. ნახე აპოხტი. XVII-საბა
აპოხტი(6,27 ბარუქ.) ყო(ვ)ელთა ჴმელთა ჴორცთა სახელია, ხოლო განყოფით: შაშხ(ი) ეწოდების პოხილსა ჴმელსა ჴორცთა ოთხპერჴთა და ფრინველთასა, ხოლო ლორი მეტად პოხილსა ჴორცთასა და თევზთასა, ოფიტონი ღორის ფელეკსა ჴმელსა და ხინკალი დუმასა და სუთსა (ზუთხსა) ჴმელსა. XVII-საბა
ხინკალიდუმის შაშხი, გინა მას შინა მომწვარი ცომი. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ხინკალიცომი გაბრტყელებული ან დასორსალებული გრძლად მოსახარშავად; макароны. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ხინკალი(ხინკლისა) დაკეპილი ხორცი (კარტოფილი, ხაჭო...) პურის ცომში გახვეული და მოხარშული. XX -არნ. ჩიქობავა

ჰარალალო - ოროველა ∆
რას მღეროდა გუთნისდედა?

ჰალალალო, ჰარალო და ჰოროველო, ოროველო მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, გარდაქმნილი საეკლესიოს გალობიდან ალლილუია, ვითა რუსულად айлюли, люли. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ალალოჰარალალო, მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, რომელიც გარდაუქმნიათ საეკლესიოს გალობისაგან ალლილუია, ვითა რუსული ай люли, люли, ამისივე ნაკვეთი არს ოროველი, ჰოროველო. XIX-ნიკო ჩუბინაშვილი
ჰალალალო, ჰარალო, ჰოროველო შორისდ. მსოფლიურად სიმრერის ჩასართავი გარდაქმნილი საეკკლესიის გალობისაგან ალლილუია, ვითარცა რუსული айлюли, люли. XIX-დავით ჩუბინაშვილი
ოროველა (ოროველასი) გუთნისდედისა და მეხრეების სიმღერა (იცოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში). XX -არნ. ჩიქობავა

მადლობას ვუხდი ბატონ ელგუჯა გიუნაშვილს მნიშვნელოვანი შენიშვნებისათვის.

© Slava Meskhi

Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net