Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net
Переводы грузинских поэтов

ნიკოლოზ ბარათაშვილი - Николоз Бараташвили
   
მერანი
Мерани (Иноходец)
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
без дорог бежит, улетает, иноходец мой,
ворон вслед кричит, наблюдает за моей судьбой!
иноходец рвись, нет предела бегу твоему,
темных дум волну ветер встретит - ты отдай ему!
გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!
рассеки ветер, разведи воду, через ущелья несись и скалы,
и быстрым бегом сделай короче дни мои - ждать мне сил не хватало!
не уклоняйся, конь мой летящий, ты непогоды, жары и зноя,
изнеможеньем не буди жалость в сердце того, кто скачет с тобою!
რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!
буду вдали я от мест родимых, где нет ни ровни мне, ни друзей,
и не увижу я ни родных ни сладкоречивой желанной моей, -
где ночь застигнет там утро встречу, там пусть и будет родная земля;
одним лишь звёздам, спутникам верным, тайну сердечную доверю я!
კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!
морю отдам я, стоны сердца, крохи стремлений
бег твой пленительный, и безумство ярких мгновений!
рвись иноходец, нет предела, бегу твоему,
темных дум волну ветер встретит - ты отдай ему!
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!
среди надгробий всех моих предков не похоронят в земле родимой;
не упадёт слеза на могилу, и не оплачет сердце любимой, -
выроет землю мне черный ворон в поле пустом, средь чистых лугов, -
кости землею ветр закидает, рёв вместо звона всех колоколов.
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის საძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
сверху капелью небо покроет останки, а не слёзы желанной,
не причитания близких - стервятник мне пропоет плач свой гортанный!
рвись иноходец, через пределы перенеси судьбы моей горькой,
если седок твой не был рабом им то и сейчас им не будет нисколько!
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
там, за пределом, пусть я умру, как беспризорный,
не испугает острым клинком враг меня кровный,
рвись иноходец, нет предела бегу твоему,
темных дум волну ветер встретит - ты отдай ему!
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
нет не исчезнет этот порыв мой, хоть и отчаянный, но не бесследный,
мой иноходец, след все же первым ты проложил и к цели заветной
трудной дорогой легче проскачет после меня брат будущий мой
перебежит он резво дорогу черной судьбе, оставленной мной!
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

მაისის 9-სა.
1842
без дорог бежит, улетает, иноходец мой,
ворон вслед кричит, наблюдает за моей судьбой!
иноходец рвись, нет предела бегу твоему,
темных дум волну ветер встретит - ты отдай ему! <

Мая 9-го.
1842

გალაკტიონ ტაბიძე - Галактион Табидзе

თქვენ გენატრებათ ლოჟა პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.
ваши мечты это ложа, партер,
жить хотите как миллиардер.
а я дорогу, дорогу без края,
папирос и любви, чуть-чуть, выбираю.

* * *

გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.

1957.
хоженый путь
и пути, что нехожены -
болью они
в моём сердце проложены.
вязнут в болоте ли,
в гору ль взбираются,
есть у них общее -
все не кончаются.

1957

* * *

დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.
дни выпадают как кости, с азартом,
множество разных цветов расцветает,
ясно как день мне, в невидимом завтра
как мой потомок меня вспоминает.

годы пройдут и уйдут времена,
и ветерок станет ветром, но он
всё не сотрёт, как страна, лишь одна,
так есть один лишь Галактион

* * *

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ ვპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!

შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!
ветер дует, и дует, и дует
и идут с ним с деревьев листы...
ветер с войском деревьев воюет,
где же ты, где же ты, где же ты?

снова дождь, снова снег, снова снег,
не найти никогда мне... вовек!
образ твой всё со мной, всё со мной,
навсегда, на весь век, на иной!

небо думой туманной колдует...
ветер дует и дует и дует!

* * *

სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმრერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

1920
чище снега будь душа, и весь я
полон радостью одной до смерти
вместе с вами я друзья, поверьте,
прежде разных дел других – поэзия!

никогда на пол-пути не уставал
я в борьбе, кто это увидал,
свет светицховели вечный – здесь я:
прежде разных дел других – поэзия!

вечное как смерть желание,
всюду с песней вместе, весь я
здесь, по всей стране скитание:
прежде разных дел других – поэзия!

если ж родина меня не приласкает,
с песней я умру, как подобает
всем поэтам, с ними вместе здесь я:
прежде разных дел других – поэзия!

1920

იეთიმ გურჯი - Иетим Гурджи

იეთიმ გურჯი - ობოლი-ქართველი (თურქულად) 1875-1940

"...იეთიმ-გურჯი, არც თუ ისე ხნიერი, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 1940 წელს. მისი ლექსების პოპულარობის ერთ-ერთი უტყუარი საბუთი ისიც არის, რომ მის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო, იეთიმ-გურჯის ცხედარი ისნის უბნიდან სულ ხელით წაასვენეს ვაკის ახალ სასაფლაომდე. მრავალრიცხოვან პროცესიას მიაცილებდა აღმოსავლური საკრავების ანსამბლი. იეთიმ-გურჯის შეუსრულეს მისი სიტყვები - "ზედ კუბოზე დამაფარეთ ჩემი შავი ნაბადი" - და კუბოს ზევიდან მართლაც ეფარა მისი შავი ნაბადი. როცა სასაფლაოზე მიიტანეს ცხედარი, მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო. სამარის პირას დასვენებულ იეთიმ-გურჯს გარს ეხვივნენ უამრავი პატივისმცემლები და მედუდუკეთა დასტები რიგრიგობით ასრულებდნენ იეთიმ-გურჯის მელოდიებს და ზედ გულისდასამწველად დამღეროდნენ მისივე ლექსებს.
იეთიმ-გურჯის ეს აშუღური გაცილება საკმაოდ გაგრძელდა, მაგრამ მიუხედავად კარგა ხნის დაღამებისა არც ერთი კაცი არ აჩქარებულა, ყველა ხმაგაკმენდილი ისმენდა მის პოეტურ სიტყვებს და კიდევ უფრო მეტად წყდებოდათ გული ამ ნიჭიერი ხალხური მგოსნის სიკვდილის გამო..."

© ანდრო თევზაძე, 1955, თბილისი.

Иетим-Гурджи - сирота-грузин (по турецки) 1875-1940

"... Иетим-Гурджи скончался в 1940 году, не в таком уж и преклонном возрасте, 65-и лет. Одним из безошибочных свидетельств популярности его стихов было большое количество народу на его похоронах, тело Иетим-Гурджи на руках пронесли от района Исани, до нового кладбища Ваке. Многочисленную процессию сопровождал оркестр восточных инструментов. Выполнили и слова Иетим-Гурджи "сверху гроб покройте чёрной буркою моей" - и гроб действительно был покрыт его чёрной буркой. Солнце уже давно зашло, когда процессия дошла до кладбища. У края могилы, вокруг Иетим-Гурджи сгрудились многочисленные почитатели, а группы музыкантов, по очереди, исполняли его мелодии вместе с душераздирающей декламацией его стихов.
Эти проводы ашуга (народного поэта) довольно-таки затянулись, но несмотря на то, что давно уже наступила ночь, все в молчании слушали его поэтическое слово, и сердце горевало о смерти такого таланта и народного поэта..."

© Андро Тевзадзе, 1955, Тбилиси


* * *

ყველას თითო რამე უყვარს

ყველას დაკვრას ყურს არ ვუგდებ, სალამურში ვინც რა ბეროს!
ყველამ თავის საქმე იცის, თუგინდ ჭრას და თუგინდ კეროს.
მე არავის ხელს არ ვუშლი, მეც არავინ დამემტეროს;
სწორე თქმისთვის კი მზადა ვარ, სხვასაცა ვთხოვ, არ მეფეროს!

ყველას თითო რამე უყვარს, მე კი ჩემსას შემაბეროს!
"სხვისი ჩემზედ ლამაზია", - ეს ვერავინ დამაჯეროს.
რაც ვიყავი სწორედ ის ვარ, იეთიმ-გურჯმა სწორედ სწეროს.
სიყვარულის ჩონგურს დაჰკრას, თანაც ჩაგრულებს უმღეროს!

მე სახალხო მგოსანი ვარ, თბილის-ქალაქს, საქართველოს!

1920
каждый что-нибудь да любит

всех не буду слушать - мало, кто о чём тут мне поёт,
каждый сам решит что делать, кто кроит, а кто и шьёт,
никому мешать не стану - пусть ко мне не пристаёт,
рад прямому слову я, пусть мне никто елей не льёт.

каждый что-нибудь да любит, дай и мне с своим остаться!
"своего чужое краше" - глупо убедить пытаться.
Иетим-Гурджи правду пишет, с чем прожил, с тем не растаться,
по струнам любви ударю - обиженым утешаться.

в Грузии, в народе песнь, в Тбилиси, будет раздаваться!

1920

* * *

როცა ბევრი ფული მქონდა,
ყველაფერში გული მქონდა,
ძმაკაცის სურვილი მქონდა,
საწყლის სიბრალული მქონდა..
ფული მქონდა, ჭკვა კი არა,
სულ ვლოთობდი სხვა კი არა,
მოვრჩი ფული, ვარ ავარა,
ჭკვანი უგუნური მქონდა.
სანამ მქონდა, ლხინში ვიყავ,
ცხოვრებითა ტკბილში ვიყავ,
ვარდის ხეივანში ვიყავ,
დარდი დაფანტული მქონდა.
განა მაშინ ვინმე მძულდა?
ყველასათვის კარგი მსურდა,
ძმაკაცისთვის არა მშურდა,
ფიქრი დაკარგული მქონდა.
მაშინ მტერიც ძმა გამიხდა,
პირფერობით ყმა გამიხდა,
მაგრამ ამაგი წამიხდა,
ჯიბე რო დაცლილი მქონდა.
когда много денег было,
всё хотел и мог - всё было,
к братской дружбе тяга - было,
и несчастных жалко - было.
не мозги а деньги были,
только и делов, что пили,
я теперь бродяга - сплыли
деньги. бестолков я - было.
было всё - и пировал я,
сладость жизни всю познал я,
в самой гуще роз гулял я,
разбросав заботы - было.
кто тогда мне не был в радость?
всем желал я жизни сладость,
пожалеть для друга - гадость,
мысли нить терял я - было.
враг мой другом показался,
лицемерно притворялся,
зря я для него старался,
пуст карман, теперь - всё было.

* * *

ყველა მოკვდება, რაცა ჩანს,
უკვდავი უხილავია,
რასაც კი თვალი იხილავს,
სუყველა წასავალია!
სიცოცხლე ტყვეობა არის,
ესე ქვეყანაც - გალია,
დარაჯად გვიდგა სუყველას
თითონ სიკვდილის თვალია!
ვერვინ გაიგო ჯერეთა
გამჩენი ვინ უფალია
და ვინ ბატონობს სამყაროს
ანუ რომელი ძალია!..
ჰაერი მიუწვდომელი,
არა აქვს ბოლო, თავია,
ჩვენი ყვექანაც ჰაერში
მიჰქრის - პატარა ნავია!
ისეც ჩავქრებით სწრაფადა,
რად გვინდა თოფი, ხმალია?
უნდა ძმურადა ვცხოვრობდეთ
გრიქულ, ივანე, ალია!
კეთილი საქმე ვაკეთოთ,
ქვეყანა შესაბრალია,
ზავი, მშვიდობა, ერთობა,
იეთიმ, თქვი, ვისი ვალია?!

1916.
все, кого видишь, все умрут,
бессмертных нам не увидать,
так уж положено – уйти,
всем, кого может глаз достать!
жизнь это плен, да и страна
- клетка для нас, ни дать ни взять,
всем нам сторожем смерти глаз
кем-то поставлен надзирать!
кто наш создатель-господин,
никто не смог пока понять,
кто этим миром овладел
или чьей силы не унять!...
нет в этом воздухе конца
да и начала не достать,
наша страна как лодочка,
будет всё дальше уплывать!
скоро исчезнем все, зачем
ружьями, саблями, махать?
Грикул, Иван, Али, давай
по братски жить и поживать!
давайте добрые дела
делать, страну не обижать,
единство, мир, согласие,
скажи, Иетим, кто может дать?!

1916

* * *

რად მინდა ისეთი ბაღი,
თუ შიგ ვარდი არ იქნება,
რად მინდა ისეთი ვარდიც,
თუ რომ სუნი არ ექნება.
რად მინდა მე ის ძმაკაცი,
პირფერობით მომექცევა,
ენით ტკბილად, გულით ავი,
დამწიხლავს და გამექცევა.
რად მინდა მე ის მკურნალი,
თუ რომ დარდსაც მომიმატებს,
გაჰქრეს იმნაირი მთვარე
თუ ღამეს არ გამინათებს.
сад зачем такой мне нужен
если розы там не будет,
роза мне зачем такая,
если запаха не будет.
друг и брат зачем такой мне,
если он притворщик будет,
речью сладкий, сердцем горький,
в беде бросит и забудет.
и зачем такой мне лекарь,
что заботу лишь прибавит,
пропадай луна такая,
ночью что во тьме оставит.

* * *

სადღეგრძელო

ჩვენს თამადას გაუმარჯოს,
ტკბილი ლხინი გავატაროთ,
ყველა სიკვდილს ველოდებით,
სანამ დრო გვაქვს, გავიხაროთ,
ჩვენი სიცოცხლის დღეები,
სიხარულში გავაპაროთ;
ვინც ღვინოში ჭკვას წააგებს,
ჩვენს სუფრაზე არ ვაკაროთ,

ჩვენი ტკბილი პურის ჭამა
ბოლოს აღარ გავიმწაროთ,
სხვაზედ თვალი ჩვენ არ დაგვრჩეს,
რაც გვაქვს ჩვენი ის ვიკმაროთ,
ჩვენი შრომის პური ვჭამოთ,
სხვისი არა მოვიპაროთ,
ძმობა-სიყვარული გვქონდეს,
გულშიდ შური არ ვატაროთ.

მოძმე ვნახოთ გასაჭირში,
მივეშველოთ, დავიფაროთ;
ჩვენი მშობელი ვადიდოთ,
ამხანაგს არ გავეყაროთ;
ჩვენსა შვილებს სწავლა მივცეთ,
ნადირივით არ ვატაროთ;
ლხინის სუფრა როცა გვქონდეს,
იეთიმ-გურჯი დავიბაროთ.

1897
тост

пить за тамаду мы будем,
сладко будем пировать,
пока смерть нас не схватила,
веселимся, дни терять
мы не будем, лишь в весельи
незаметно отпускать
будем их. хмельных буянов
ко столу не будем звать.

конец сладкого застолья
не позволим омрачать,
на чужое не положим
глаз - своё будет хватать,
что своим трудом добыли
то и съели - воровать
мы не будем - нашим братством
сердце будем согревать.

если видим, трудно брату -
защитим, поможем встать;
друга не покинем, будем
родителей прославлять;
выучим детей, не будем
дикарями их гонять;
не забудем Иетим-Гурджи
на застолье приглашать.

1897

* * *

ჰე, კაცო, ფასი იცოდე, ქუდი რომ დაგიხურია;
ყველა თანაბრად გიყვარდეს, ქართველ-სომეხი-ურია!
ყველას სიკვდილი მოგველის, რად გინდა იყო მშურია?
носишь шапку - значит должен всему в жизни цену знать;
грузин-армянин-еврей - всех равно должен уважать!
всех нас смерть ждёт впереди, ну стоит ли завидовать?

* * *

კაცი მისთვის დაიბადა ნამუსის ქუდს ატარებდეს,
თავის ლამაზ სუფთა სახელს არა ჭუჭკს არ აკარებდეს,
იმის ნახვა გამგონ ხალხსა დილისავით ახარებდეს,
ის ეყოფა სიმდიდრედა, ყველას თავსა აყვარებდეს.
человек родился чтобы шапку совести носил он,
имя чистое своё чтоб к грязи вдруг не прислонил он,
чтоб как утру рад ему народ был, чтобы накопил он
только то богатство, что для всех вокруг любимым слыл он.

ვაჟა ფშაველა - Важа Пшавела

ერთხელც იქნება, მოვკდები,
მივებარები მიწასა,
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანი,
ამაოდ ჩამოხდებიან
ციდამ ვარსკლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსკდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა...
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.

1886
выпадет раз, и я умру,
и самого себя дам земле,
живые чувства перетру
мёрзлым песком в могильной мгле,
черви, сомненья отбросив прочь,
сердце моё обступят, и
плачем не смогут мне помочь
пышноволосые мои,
вздрогнут фиалки, и они
детских ласк наших вспомнят дни,
зря вниз попрыгают с небес
звёзды в долину, а река
запричитает и прыжком
быстрым соскочит свысока,
и отколовшийся утёс
в русле застрянет на века...
эх, превратившись в мертвеца,
к ним я не подниму лица.

1886

* * *

სვინდისის სიმღერა

არ ვიცი საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!

რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.

კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს გამაგდოს ჩქარაო...
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.

არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვიმჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.

ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: "სად მიხვალ მურდალო,
არა მცალიან დღესაო!"

მე ვუპასუხე: "გაჩუმდი,
გცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილ-შვილის დედაო!"

ადგა, წამიგდო წიხლს ქვეშა,
ჩამარტყა ზედი-ზედაო:
"ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!"

რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის,
"როგორ გაჰყიდეთ დედაო!..."
სუყველამ წიხლით გამთელა, -
მაგას როგორა ჰბედაო?!

გთხოვ, მომაშორო ქვეყანას,
შე უპატრონო, ზეცაო!

1886
песня совести

нет, не пойму куда пойти,
и то, что мучает сказать,
кто, мою совесть, всю в огне,
пожалеть сможет, и понять?!

господи, чем же я виноват,
тяжёлым грузом стал я всем,
и неотступная, как дань,
в сердце тихая речь, зачем?

трудно стало со мной, хотят
выставить вон меня сейчас...
но не со мной же имя своё
вы замарали - сколько вас.

ни от кого не отвяжусь,
это мой долг - уж навсегда,
любому прямо укажу,
где он неправ был, и когда.

как-то к чиновнику пришёл,
к взяточнику, к вору страны,
он мне: "некогда мне сейчас,
вон, оборванцы не нужны!"

я говорю ему: "молчи,
стыд - у убогих отнимать,
без куска хлеба, с четырьмя
малыми, ты оставил мать!"

тут он встал и сбил меня с ног,
бить каблуками стал, пинать:
"как разговор такой посмел
ты, негодяй, со мной начать?!"

скольким сказал я, кто сочтёт,
"как же смогли вы мать продать!..."
все отвечали лишь пинком, -
ну-ка посмей ещё, что сказать!

беспризорные небеса,
вас я прошу меня забрать!

1886


© перевод с грузинского, Слава Месхи


Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net