Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

რასაც უნდათ იმას აკეთებენ

- გაიგე, ბიჭო, ჩვენი პოლიკლინიკა გაყიდეს!
- მერე, რა მოხდა? ეხლა ყველაფერს ჰყიდიან. მოიცა, როგორ გაყიდეს? შენობა გაყიდეს?
- მაშ!
- რამდენად?
- რამდენად? საქმეც ეგ არის, ბიჭო! ექვსას ათასად! უზარმაზარი ოთხსართულიანი შენობა, დიდი ეზოთი, მშვენიერ მდგომარეობაში, არც ერთი ბზარი არა აქვს! გესმის შენა?!
- და რა არის აქ გაუგებარი? ალბათ, თვითონაც იყიდეს. დაანგრევენ, დედას უტირებენ, ამ ადგილას ახალ შენობას ააშენებენ, ბინებს გაყიდიან - ეგეც შენ ფული! და თქვენ, თქვენ საით?
- სადღაც შორს. მოკლედ მთლად გადაკარგულში არაა, მაგრამ სანამ მიხვალ...
- მოკლედ, რასაც უნდათ იმას აკეთებენ!
- აბა, ბიჭო! რასაც უნდათ იმას აკეთებენ!
- მერე, ავადმყოფები? მაგრად გაუჭირდებათ.
- ავადმყოფების დარდი ვისა აქვს? რასაც უნდათ იმას აკეთებენ!
- აბა, რა გეგონა?! რასაც უნდათ იმას აკეთებენ!
- კაი, ბიჭო, ამას უკვე ვერ შეცვლი სიცოცხლის ბოლომდე. სახლში რავა ხარ, ბიჭო?
- ვარ, რა. ახალი არაფერია.
- ღვინოსა სვამ, ა? ცოლი ხომ არ გიჩმახებს?
- ცოლი რა შუაშია? რასაც მინდა იმას ვაკეთებ! მინდა - ვსვამ, არ მინდა - არა ვსვამ!
- კარგია, კარგი. აბა, შენ იცი, ნუ იკარგები.
- აბა ჰე!

© სლავა მესხი