Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ძველებურად

დილით ნიკუშამ შვილიშვილები სკოლაში გაიყვანა და სამსახურისკენ გააგრძელა გზა. სკოლის უკანა მხარეს მეცხრეკლასელი აქსელერატი იდგა და სკოლის ფანჯრებს უყურებდა.
- ვოცაპ?! - გაისმა ღია ფანჯრიდან.
- წამო, ეხლა თუ მოდიხარ, რა გაღრიალებს? - ზანტად უპასუხა აქსელერატმა.
ასეთი ინგლისურის მცოდნეს რა უნდა შატალოზე, გაიფიქრა ნიკუშამ და ნაბიჯს მოუმატა.
გზაჯვარედინთან, ძველ ვოლგასთან ახლოს იდგა ნიკუშას ძველი კოლეგა. აკადემიური ინსტიტუტის დერეფნებში და სამეცნიერო საბჭოზე ბევრი გაურბოდა მის მოკლე და დამანგრეველ რეპლიკებს.
- ირაკლის გაუმარჯოს! - მიესალმა მას ნიკუშა.
- ვა, ნიკუშ, როგორა ხარ?
- ვარ, ნელ-ნელა, ძველებურად.
- ძველებურად?! - ირაკლის დანაოჭებული სახე გაუცოცხლდა, - ძველებურად თუ ხარ, შენ ყოფილხარ!
- არა, არა, განა მთლად ძველებურად... სულ სხვა რამეს ვგულისხმობ... თუმცა რას ვბოდავ?! ჩაგეთვალა, ირაკლი!

© სლავა მესხი