Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

რატომ

- მაინც არ მესმის შენი.
- რას იზამ.
- სულ არ გიყვარს?
- დავიღალე.
- არა, მითხარი გიყვარს თუ არა? დედაშენი ხომ არა ვარ.
- კარგია. თვალები აქვს, რაღაცნაირი... მოკლედ... კარგია. მაგრამ...
- მაგრამ რა? ანგელოზი გინდა?
- დავიღალე.
- არ გყვარებია. ახლა რაღაც სისულელეს ჩაიდენ - მე ხომ ვხედავ!
- დავიღალე. ნორმალური ცხოვრება მინდა.
- მე ხომ ვხედავ, როგორ გიყურებს, ეს შენი... მოკლედ, რა... ყველაფერს ვხედავ. ეს არის ნორმალური ცხოვრების მომტანი?
- დავიღალე.
- ფულს კი მოიტანს, სხვა რამის იმედი ნუ გაქვს. შენ იცი შენი საქმე, მაგრამ ეს ყველაფერი უტვინო სერიალს მაგონებს.
- დავიღალე. მინდა ჩვეულებრივი რამ - ნორმალური სამზარეულო, ზამთარს სითბო, ზაფხულს სიგრილე, არ მინდა ყოველდღიური ფიქრი - რა ვიშოვო და სად ვიშოვო! ეს განა ბევრია?!
- ამის ფასად კი. მე ხომ გიცნობ. ვერ შეძლებ.
- დავიღალე.
- მესმის. ერთი რამ არ მესმის - რატომ?
- რას იზამ.

© სლავა მესხი