Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ჯოკერი

- ბოდიშით, ლიფტი მუშაობს?
ახალგაზრდა ლიფტთან იდგა, მესამე სართულზე.
- მგონი მუშაობს, - უპასუხა ნიკუშამ, და შეატყო, რომ ლიფტთან მდგომს მაინცდამიანც არ აინტერესებდა მისი პასუხი.
ქვევით, მესამე და მეორე სართულებს შორის, ფანჯარასთან იდგა მეორე ბიჭუნა შპრიცით ხელში, უფრო სწორედ შპრიცი ჰქონდა მარჯვენა ხელში, ნემსი კი შერჭობილი იყო მარცხენაში.
- ეე-ე! შენ რას აკეთებ, მანდ?! - ღიმილით ჰკითხა პირველმა მეორეს, და თვალი დაუპაჭუნა ნიკუშას.
“აკეთებს” კი არა, “იკეთებს” - გულში შეასწორა ნიკუშამ, ღრმად ამოიოხრა და ქვევით გააგრძელა გზა. შპრიციანი ჩლუნგივით იყურებოდა ფანჯარაში, მას შარდის სუნი ასდიოდა.
არადა, რა კარგად იწყებოდა?! - გაიფიქრა ნიკუშამ. - პირველ სართულზე კაფე რომ გაიხსნა, ამოვისუნთქეთ. სულ გვეშინოდა რომ სახინკლეს გახსნიან და მუდამ მთვრალების ჩხუბი და ღრიალი იქნება. ეხლა კი სიჩუმეა, კაფეში ყავა და სიგარეტია, სადარბაზოში კი შპრიცებია. რას იზამ, ჯოკერია, არასოდეს იცი რას იზამს...

© სლავა მესხი