Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

სულთა გადასახლება

- კარგი რა, მეტი საქმე არა გაქვს? რა სისულელეა?!
- ეს, რა თქმა უნდა, მაგარი არგუმენტია. სისულელეებით აივსო ეს წუთისოფელი და ამ სისულელეს, უძველესი დროისას, სხვათა შორის, რა ბილეთი არ მისცეს, თუ როგორ არის საქმე?
- ცხელა. მოდი ცივი ლუდი დავლიოთ.
- აი თუნდაც ეს. მამაშენი, ბაბუაშენი - ყველა ღვინოს სვამდა. ხევსური გყავს ვინმე წინაპრებში?
- რამდენადაც ვიცი, არა.
- ხომ ხედავ. აბა საიდან არის ეს სასწაული სურვილი შენში? მთელი გენეტიკა, სხეულის ყოველი უჯრედი გეუბნება: “დამალევინე ცივი ციცქა ან ცოლიკაური, და არ დაგავიწყდეს ტაბაკა ვარია, თავისი კიტრი-პამიდვრით”. ამავე დროს რეინკარნაციის შედეგად შენში დაბინავებული უცხო სული, რომელიც ადრე სადღაც ბავარიაში ან ირლანდიაში ლუდს მიეჩვია, თავისას თხოლულობს. ჰოდა, ემორჩილები ამ შინაგან იმპერატივს, და თავს ამოყოფ აი ასეთ ლუდის ბარში.
- ნატახტარი ავიღოთ, თუ სხვა გირჩევნია?
- ჩემთვის სულ ერთია, თუმცა ამ ბოლო დროს ნატახტარს ვამჯობინებ.
- ეგ როგორ, ბიჭო, შენც აიკიდე რამე?.. რამე რეინკარნირებული?
- აბა, ბიჭო, მეც მიკვირს!
- რა არის გასაკვირი, შე აბდალო! წესიერ ღვინოს სად ნახავ ახლა? წესიერი ლუდი კი - აგერ არის.
- არა, არა, მეტემფსიქოზი ხელწამოსაკრავი არ არის, ძმაო. ასე თუ გაგრძელდა, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ და გადმოგისახლდება.

© სლავა მესხი