Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ოპერატორის ფანჯარასთან

- პირადობა გაქვთ?
- მაქვს.
- მომეცით.
- აგერ, ბატონო ჩემო.
- აი აქ ხელი მომიწერეთ, სამ ადგილას - აი აქ, აქ, და აქ.
- აგერ, ბატონო ჩემო.
- ახლა სალაროში, და მერე, ეს ისევ ჩემთან მოიტანეთ.
...
- ისევ მე ვარ. აგერ, ბატონო ჩემო.
- არა, ეს თქვენთან რჩება, ეს კიდევ ჩვენთან. მომხედეთ, აი აქ შემოხაზული არის კოდი - დარეკეთ და გააგებინეთ.
- მადლობთ, ბატონო ჩემო.
- თავისუფალი ბრძანდებით.
- ბოდიშით, ის... რა ქვია ამას... პიროვნება დამიბრუნეთ?
- თავისუფალი ბრძანდებით.
- და ის... პირადობა?!
- ღმერთო ჩემო! რამდენ ხანს შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ხედავთ რამდენნი ვდგავართ აქ, ჩვენც ხომ გვეჩქარება! ნუ თუ არ შეიძლება, კიდევ ერთი ოპერატორი რომ დასვან, ბოლოს და ბოლოს?! რა უბედურებაა ეს?!
- ხო მაგრამ, ის... პირადობა?!
- თავისუფალი ბრძანდებით. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, მიბრძანდით იმ ფანჯარასთან, და იქ გაარკვიეთ.

© სლავა მესხი