Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ღადაობა

- მე, ძმაო, რაც გამიყიდია - დედამიწას ორჯერ გაარტყამს წრეს!
ნიკუშამ შეხედა ძეხვის გამყიდველს - მაგარი ტიპია. ვერ გაიგებ, რა არის ეს - ღადაობაა თუ დახვეწილი რეკლამაა? თუმცა დიდუბის მეტროდან გამოსასვლელ გვირაბში, სადაც ათი მეტრის მანძილზე ზეიკიძის ძეხვის სურნელი თიშავდა ყველა დანარჩენ არომატს, რომელიც ახასიათებს აღნიშნულ გვირაბს, ასეთი კითხვა აშკარად უადგილოა.
ცოტახნის შემდეგ, როცა ზეიკიძის ძეხვი გაუჩინარდა ავტოსადგურის მკვრივ ატმოსფეროში, ნიკუშას გაახსენდა ბაბუამისის სიტყვები: დაიმახსოვრე, ქართულში ”ვაჭარი” სალანძღავი სიტყვაა.
შეიცვალა, შეიცვალა ეს სამყარო - თუმცა რა სამყაროა, რის სამყაროა, რას ხედავ მყარს ირგვლივ? ვაჭარი კი არა, კომერსანტია, ბიზნესმენია. ეს საწყალი სოვდაგარი, სიცივეში და სიბინძურეში რომ დგას და დედამიწას რომ ემუქრება თავისი ძეხვით, განა ღადაობს - მუშაობს!
და საერთოდ, განა ეს ღადაობა არის?!
აი, ქვეყანას დედა უტირეს, უამრავი ხალხი უსახლკაროდ დატოვეს, ჯერ კიდევ უსინდისო და სამარცხვინო ომში დაღუპულები არ დაუმარხიათ, და თბილისის მთავარ მოედანზე ტაშ-ფანდურით იძახოდნენ ”ჩვენ გავიმარჯვეთო!”.
აი ამას ჰქვიან ღადაობა!

© სლავა მესხი