Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

პოლკოვნიკს არავინ კითხულობს

- ვიღაც ჩათლახი ჩემს წერილებს კითხულობს!
- ესე იგი, ვიღაცა გწერს. მერე რა მოხდა, რას ბუინობ?
- გეუბნები, ვიღაცა ოხერ-ტიელი მკითხველი მყავს!
- სუპერ!
- არა, კაცო, წერილებს კითხულობს, წერილებს, არ გესმის?!
- და შენ მაგ წერილებს სად.. აქვეყნებ? ბლოგში, ფორუმზე, ჩატში?
ანდა, საერთოდ, გაზეტში ხომ არ წერ, ა? რამე ღია წერილი, ა? გამოტყდი!
- რა ბლოგი, რის ბლოგი, განა ვშაყირობ? ჩვეულებრივი მეილია! გაზეთებს კი დიდიხანია ტუალეტშიც არ ვაჩერებ.
- და მაშ რითი... თუმცა.. ეს არის თქვენი პრაივესი ბატონო ჩემო, ამას ჩვენ არ ვეხებით. ნორმალურად სთქვი, შე ადამიანო, რა მოგივიდა, რამ გაგაცოფა?
- სპამმა, ბიჭო, სპამმა! ჩემს პირად ცხოვრებაში შეძვრა!
- როდიდან დაიწყე სპამის კითხვა?
- არ ვკითხულობ, არა! ჩემს წერილს ვკითხულობდი, გესმის? წერილს მე მწერენ, პირადად მე! უცებ, ეს ოხერი, აი იქ, გვერდზე, ხომ იცი, აი სადაც რეკლამაა ხოლმე, ჰოდა, მაწვდის ამ რეკლამას, და ყველა საკვანძო სიტყვა ჩემი წერილიდანაა აღებული! აი წარმოიდგინე, შენ გწერენ: ”გუშინ გამახსენდა რა მხიარულად გავატარეთ დრო მაშინ, სადგურში რომ დამემშვიდობე”. და იქ, გვერდზე ცნობილი და უცნობი სადგურის რეკლამაა, ანეკდოტების საიტებია, კლოუნები! შემთხვევით აღმოვაჩინე, თვალი გავაყოლე ხაზს.
- უპსს! ხომ გააყოლე! ესე იგი მუშაობს.
- წადი, შენი...
- დაწყნარდი, ბიჭო! შენ, რა ბავშვივით იქცევი - ვის სჭირდები, ვინ მკითხველი გყავს? ეს ხომ ავტომატია, ბიჭო. ამას კითხვა კი არა, სკანირება ჰქვია. ქუჩაში, აეროპორტში ყველგან გასკანირებენ - უბრალოდ ვერ ამჩნევ. მობილური, ქუჩაში დატოვებული მანქანა, ოფისის კარები, ყველა და ყველაფერი. ახლოს რომ მიხვალ ან კარებს გაგიღებს, ან ზარს ჩაგირთავს, ან დააწრიპინებს. მალე უამისოდ არჩევნებშიც ვერ მიიღებ მონაწილეობას. ფარული კენჭის ყრა კი არა, ვაი-ფაი კენჭის ყრა იქნება. რამდენად ფარული იქნება - ეგ ხომ მხოლოდ მაღალმა სისადმინმა იცის.
- ავტომატია, თუ არა - ჩემს წერილებს თავი დაანებოს!
- მაშინ მტრედები გაამრავლე, ჩემო ძმაო.

© სლავა მესხი