Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

შლაგბაუმი

ერთ ჩემს ყოფილ კურსელ გოგონას ასეთი ამაბავი მოუვიდა - ბაზრობიდან რომ ბრუნდებოდა, შლაგბაუმს მიარტყა თავი, და იმდენად მაგრად მიარტყა, რომ იმავე დღეს, ის უბედური თავი ტვინის შერყევით საავადმყოფოში ამოყო.
მე უკვე ვგრძნობ რომ აქ რაღაც-რაღაცეები უნდა დავაზუსტო. ჯერ ეს ერთი, ის ჩემი კურსელი გოგონა, სამოცთან უფრო ახლოს არის ვიდრე ორმოცდაათთან, თუმცა ჩემთვის ისევ ის გოგონაა.
მეორე - ბავშვობიდან მახსოვს რომ შლაგბაუმი რკინისგზასთან არის დაკავშირებული, და ბაზრობასთან მატარებელს რა უნდა? ამის ახსნა ყველაზე ადვილია: დრომ მოიტანა. დრომ მოიტანა შლაგბაუმები, საბაჟოები, ბლოკ-პოსტები და უამრავი სხვა ბედნიერება - სადაც გუშინ თავისუფლად გაივლიდი, დღეს გზას გადაგიკეტავს შავთეთრზოლიანი ბოძი და წაგართმევენ რამეს, ზოგჯერ ერთ ლარს, ზოგჯერ კი სიცოცხლეს. თუმცა ის, ტვინისშემარყეველი შლაგბაუმი, ალბათ, ჩვეულებრივ ავტოსადგომს კეტავდა.
მესამე - ყველაზე საინტერესოა. როგორ უნდა მოახერხო, რანაირად უნდა დაეტაკო განგებ გაფერადებულ შლაგბაუმს? აქაც ზოგადი კანონზომიერება მეფობს - შლაგბაუმი ზემოდან ეცემა, და იქ, ზემოდ, შენი კერძო თავი არავის აინტერესებს. დაიხარე, შენი მძიმე ჩანთები დაასვენე ფეხებთან, და რომ გაიმართები ზემოდან კეფას უკვე ელოდება ზოლებიანი სუვერენიტეტის სიმბოლო. პრაქტიკულად, შენ თვითონ არტყამ თავს, ვის რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს?!
განა ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს? სხვა დროს, სანამ გაიმართები, ზემოთ შეხედავ - ხომ არაფერია?

© სლავა მესხი