Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

თხუთმეტი ხინკალი

- წარმოიდგინე, ასი წლის შემდეგ ჩვენ ისევ თბილისში ვართ.
- ჰო, უფრო ადრე აზრი არა აქვს.
- ნუ ღადაობ, მისმინე. შევდივართ სახინკლეში. აბრას აწერია “სახინკლე”. მოდის ოფიციანტი და გვეკითხება: “ხინკალი გნებავთ?”. “გვნებავს” _ ვეუბნებით. შენ რამდენს შეჭამ?
- ასი წლის შემდეგ? რა ვიცი, აბა? შვიდს შევჭამ, ალბათ.
- ჰო და ვეუბნებით იმ ტიპს: “თხუთმეტი მოიტანე და ორი ლუდი”. ის კი პირდაღებული, გვიყურებს და გვეუბნება: “მე კი მოვიტან, მაგრამ ამდენს შეჭამთ?”
- მერე იმ ოფიციანტს, რაც უფრო მეტს ავიღებთ არ ურჩევნია? თუ ასი წლის შემდეგ ეს არ იქნება უკვე?
- იქნება, როგორ არ იქნება, უეჭველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეუბნებით: “მიდი, მიდი, მოიტანე, მაგის დარდი ნუ გაქვს”. მოდის ეს ტიპი და მოაქვს თხუთმეტი მაკდონალდსი და ორი პლასტიკის პაკეტი უალკოჰოლო ლუდი.
- რა არის ამაში გასაკვირი? გარდა ჩვენი დაბრუნებისა ასი წლის შემდეგ.
- ჰო, დამავიწყდა, ოფიციანტი ზანგი იქნება.
- დარწმუნებული ხარ? ჩინელი არა?
- ჩინელი მზარეული იქნება.
- ჰო, ეგენი საჭმელებს მაგრად ამზადებენ.

© სლავა მესხი