Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

მორჩა

- მერე?
- მერე არაფერი. ცოტახანს ვიჯექით კიდევ, და მერე ავდექი და წამოვედი.
- ის დარჩა?
- მე ვთხოვე.
- არაფერი გკითხა, ნუ... რას აპირებ, ან საერთოდ?
- კაი რა, შენც ნუ ხარ ბავშვი.
- საოცარია! შენ ისე ლაპარაკობ - გეგონება ყოველდღე დგები და მიდიხარ! ისიც კაი ტიპია, რა!
- შენ, მაინც, გამანებე თავი! ჩემგან რა გინდა? მკითხე - გპასუხობ. სულაც არ მინდა ახლა ლაპარაკი.
- განა არ მესმის, რა დღეში ხარ, ჩემო სიცოცხლევ, მაგრამ... როგორც კი წარმოვიდგენ... შენ... იქ... დგები და მიდიხარ - იმავე წუთს მოთმინებას ვკარგავ, ღმერთო ჩემო! ან საერთოდ, სადაა ღმერთი?!
- ბავშვივით ლაპარაკობ.
- მაოცებს შენი წონასწორობის უნარი. მე, ალბათ, არ ვიცი რას ვიზამდი! აი, არ ვიცი, პირდაპირ, არ ვიცი, რას ვიზამდი! რაღაცას ვიზამდი!
- გვიან არის ამაზე ლაპარაკი.
- მაოცებს, მე ეს ამბავი მაოცებს! მაოცებს და მაცოფებს!
- შენი გაცოფება მაკლია ახლა, ზუსტად!
- არა, მე ამას ვერ მოვითმენდი! მე იქ ისეთ ამბავს ავტეხავდი! მე იქ...
- ნუ ხარ ბავშვი. მორჩა, ეს ყველაფერი მორჩა. მე ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ - მიხარია, რომ ეს ყველაფერი მორჩა.
- არ ვიცი, მე მაინც...
- მე ვიცი. მე ვიცი, რომ ეს მორჩა, მადლობა ღმერთს.
- მოდი, მე ახლა ამოვალ შენთან. დავიჭერ რამეს და თხუთმეტ წუთში ვიქნები.
- არა. ახლა არა.
- დარწმუნებული ხარ?!
- ვარ. ნუ ღელავ, უბრალოდ მორჩა, და ეგ არის.
- არა, მე მაინც ამოვალ.
- დაწყნარდი, ბავშვივით ნუ იქცევი. მორჩა.

© სლავა მესხი