Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ფხიზელი გონება

- მოკლედ, ძმებო, ერთი რამ უნდა გითხრათ: რა დროსა ვცხოვრობთ, ეგ ხომ ყველამ კარგად იცის, ჩემგან არ გესწავლებათ. ძველი დრო მორჩა, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. აქეთ მტერია, იქით მტერია, აქეთ ძმა და მეგობარია, მარა... მტერზე უარესია! ფხიზლად უნდა ვიყოთ! ტყუილად კი არ ამბობენ - სიფხიზლეს თავი არა სტკივაო.
- სიფრთხილეს.
- რაო?!
- სიფრთხილეს, ბიჭო, სიფრთხილეს, სიფხიზლეს კი არა.
- ერთი სირია, იმასაც არა სტკივა. ფხიზელი გონება - აი რა გვჭირდება ჩვენ! შეხედეთ ირგვლივ, გესმით რა ხდება?! ამას ყველაფერს, ერთი ფხიზელი თვალი არ უნდა?
- როგორ არ უნდა?! ერთი კი არა, ორი უნდა!
- ოოო! აბა მე რას ვამბობ! წინდახედულად, ნათელი გონებით უნდა იარო ცხოვრების გზაზე! მე კი არ ვამბობ - კურდღელივით დაჯექი ბუჩქებში, ვაჟკაცები ვართ, არწივები ვართ, ლომის ძალა ჯერ არ გამოგველია! მაგრამ... ფხიზლად უნდა ვიყოთ, ფხიზელი...
- რამდენს ლაპარაკობ, ბიჭო!
- კაი, კაი! აბა, ფხიზელ გონებას გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს, გაუმარჯოს! აბა, ავითვისოდ!

© სლავა მესხი