Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

მაწვნის დედა
(ძალიან თანამედროვე სკეტჩი)

- აბა, ჩვენს თამადას გაუმარჯოს! ტკბილად გვაქეიფე, გეკუთვნის, ჩემო ძმაო!
- მოიცა, მოიცა, რეებს ბოდავ, რა დროისია?
- დაღამდა. სანამ ეს, სანამ ის, მოკლედ, ჩემო ძმაო...
- არა, არავითარ შემთხვევაში! ერთიც დავლიოთ - ამას ხომ არ დავაძმარებთ?! შენ ეხლა, ხელს ნუ მიშლი, დაჯექი და წყნარად იყავი. თამადა, ჯერ-ჯერობით, მე ვარ. თუ დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, შუაგზაში გაჩერება არ მიყვარს.
- რაღა დარჩა, შე დალოცვილო?! ხალხიც აღარ დაგრჩა სუფრასთან, თან თითქმის ყველაფერი დავლიეთ. ცოტა დატოვე - მაწვნის დედაა!
- აღარ დაგვრჩება - ვიშოვით! დასალევსაც ვიშოვით და ხალხსაც!
- მაწვნის დედა თუ არ დატოვე, აბა რას იშოვნი, შე კაი კაცო?!
- რა გაახურე საქმე ამ მაწვნის დედითა?! რომელი ვაჟკაცის საზრუნავია ეს შენი მაწვნის დედა?! ბოლოს და ბოლოს, არ გვექნება ეს შენი მაწვნის დედა და იოგურტს დავლევთ!
- უაჰაჰაჰა! მაგარი ხარ! ტყუილად კი არ აგვირჩევია, ხედავ რას ამბობს?! იოგურტს დავლევთო, კეფირს დავლევთო - მაწვნის დედის დედაც!

(ფარდა)

© სლავა მესხი