Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ჩარლის ბიჭი

- სათვალე დაგიბრუნე? - მკითხა თემომ.
- კი, მე მაქვს. ჯიბეში მიდევს.
ჩვენ ვიდექით რუსთაველზე, საგამოფენო გალერეის კარებთან. ხალხმრავლობა ისეთი იყო, როგორიც არის ხოლმე თბილისურ პანაშვიდებზე, მაგრამ არც შეწუხებული სახე ჩანდა, და არც ჭირისუფალს გაარჩევდი უამრავ ნაცნობ და უცნობ ხალხში. ზალიკომ და მერაბიმ ისე დაგვტოვეს - გეგონება ამ წუთს ოთახში ისხდნენ შენთან ერთად და მეორე მომენტში რაღაცა კარი გააღეს და გავიდნენო. ღია კარი შორს იყო, უშბის “მიშლიაევის” მარშრუტზე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის - გუშინ შენთან ერთად იყვნენ და დღეს გიყურებენ ფოტოდან, და ვინ იცის, საიდან.
ზუსტად ამ ფოტოსურათებს ვათვალიერებდი რამოდენიმე წუთის წინ. ჯერ მე მარტო, უამრავ ხალხში, და მერე თემოსთან ერთად, მაგრამ უსათვალოდ - ჩემი სათვალით ისარგებლა თემომ. სათვალეებში თემო ევროპელ პროფესორს ჰგავდა, ასეთ მოახალგაზრდო მოხუცებულს - არც ერთი გრამი ზედმეტი, მაგრამ დანაოჭებული სახე ასაკს ვერ მალავს, უფრო სწორედ, არც მალავს. სურათებიდან დღევანდელ თემოს, უდარდელი ღიმილით უყურებდა სხვა, ახალგაზრდა და შავ-თეთრი - ფერადი ფოტო მაშინ იშვიათობა იყო. მერაბის სურათები, უმეტესად ფერადი იყო.
პატარა ბიჭუნა, ჩვენი მეგობრის შვილიშვილი, ეთამაშებოდა უზარმაზარ შუშის კარს. ავტომატური სისტემა აღებდა კარს, როცა ბიჭუნა უახლოვდებოდა მას, მაგრამ... ნაბიჯი უკან, და თამაში გრძელდებოდა.
- ფრთხილად, ბიჭო, ეს ხომ ბანკის კარია - ვუთხარი მე, - დაამტრევ, და ბაბუაშენს დაიჭერენ.
- გახსოვს, ის ჩარლის ბიჭი - დაიჭირა თემა თემომ,- შუშას რომ ამტრევდა ჩაპლინის ფილმში? ამის წინად ვნახე - რაღაცა არხზე აჩვენეს. საზიზღარი სქელი ტიპი, აი ტიპიური ამერიკელი, მაკდონალდის და ჩიპსის დიეტაზე გაზრდილი. თურმე ოთხმოცდაათს გადააცილა, და ცოტახნის წინ გარდაიცვალა. აზრზე ხარ? ის პატარა ჩარლის ბიჭი?!
- აბა ვინ იცის, სად და როგორ უნდა გაჩერდე?

© სლავა მესხი