Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * ფუნდამენტური მეცნიერება * თხუთმეტი ხინკალი * ოპერატორის ფანჯარასთან * სულთა გადასახლება * ჯოკერი * რატომ * ძველებურად * რასაც უნდათ იმას აკეთებენ * მიჯაჭვული ამირანი * ჩარლის ბიჭი * დაიკიდე * სოფელი თბილია * მაწვნის დედა * ფხიზელი გონება * დასავლეთიდან შინ დაბრუნება * მორჩა * მოკვლა * დროება * საუბარი მობილურით * შლაგბაუმი * პოლკოვნიკს არავინ კითხულობს * ღია წერილი ეკოლოგიაზე * ორღობეში * ურემგადავლილი ფუნა * ღადაობა

ფუნდამენტური მეცნიერება

- ვინ იყო? ვინ რეკავდა?
- შენი შვილიშვილი იყო. საქალაქთაშორისო ზარს ხომ არჩევ - მწვანე არის.
- მერე რა მოხდა, განა მხოლოდ შენი შვილი რეკავს ასე?
- კარგი რა, დედა!
- რაო, რას ამბობს?
- ბევრს არაფერს. ბოლო გამოცდა ჩააბარა, ცოტას დაისვენებს, სანამ ახალი დეციმესტრი დაიწყება.
- მაინც, რა ჩააბარა, რა საგანია, არ გითხრა?
- დედა, რანაირი ხარ, იცი?! განა შენ ამ თანამედროვე ფუნდამენტურ მეცნიერებაში ერკვევი?! ძალიან თუ გაინტერესებს, პოლიტრეჟისურაში. ოღონდ ნუ მეკითხები, რა არის, ღმერთო ჩემო!
- რა შუაშია რეჟისურა, შენ არ ამბობდი, სოციოლოგიას სწავლობსო?
- ზუსტად ამიტომ გთხოვე - ნუ მეკითხები! დედა, ეს თანამედროვე ტერმინოლოგია არის, თქვენ დროს ასეთი რამ არც იყო, მრავალრიცხოვან მონაწილესთან დაკავშირებული აქციების დაგეგმვაა.
- ჩვენ დროს სოციოლოგია ფუნდამენტურ მეცნიერებებში არც გადიოდა. ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა... განა...
- დედა, ეს ყველაფერი, დიდიხანია სოციოლოგიაზე მუშაობს, უფრო სწორედ კი, იმაზე, რასაც სოციოლოგიას უძახოდით.
- კარგი, რა მოხდა, რატომ ბრაზდები? უბრალოდ გკითხე. და განა მრავალრიცხოვან მონაწილესთან დაკავშირებულ აქციათა დაგეგმვა შეიძლება?
- რატომაც არა? რევოლუციები, ომები, რელიგიის შეცვლა, მოკლედ ყველაფერი ის, რაც უამრავი ხალხის მონაწილეობას მოითხოვს. ძალიან ბევრი ტექნოლოგიაა ამ საქმეში ჩართული, ყველაფერში ვერ ვერკვევი. ახლა ხომ უმეტესობას ჩიპი აქვს ჩასმული.
- კი, მაგრამ ჩიპის ჩასმა - მედიცინის მოთხოვნილებაა. რა შუაშია აქ პოლიტიკა?
- ზუსტად რომ მედიცინის მოთხოვნილებაა, ამიტომაც უმეტესობას აქვს. ამის გათვალიწინებაც საჭიროა.
- რა ვიცი, მე მაინც ვფიქრობ... მე ვთვლი... უზნეობაა ეს.
- უზნეობაა ამის დატოვება ისე, გაუმართავად, დაგეგმვა კიდევ, ძალიან ბუნერბრივია. გაუთვალისწინებელი მასობრივი აქციები - შენ გესმის, ეს რამხელა ზარალია! თანაც, ხალხს ხასიათი უფუჭდება. განა ხასიათის გაფუჭებაში დიდი ზნეობაა?!
- დამანებე თავი, ძალიან გთხოვ. სულ გამიფუჭდა ხასიათი! ჩამირთე ერთი კოქტეილი, თუ შეიძლება.
- დედა, ერთხელ ხომ უკვე ჩაგირთე მარტინი დღეს. ნამეტანი ხომ არ იქნება?!
- ეს თქვენი ჩიპი, რაღაცას ურევს, მგონია. ჩამირთე, ჩემო კარგო, ნახევარ ულუფას მაინც!
- მე კი არ მენანება, შენზე ვზრუნავ...

© სლავა მესხი