Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
როცა დადნება თოვლი
- ნახე გუშინ? უსმინე? ხედავ, ბიჭო, რა ხდება? ამას უკვე დიდი რეზონანსი მოყვება. შენ რას ფიქრობ?
- დამანებე თავი, რა!... ამ თამაშებს აღარ ვთამაშობ, უკვე. ამისწინათ, ელგუჯასთან მქონდა ბაასი, ზუსტად ამ თემაზე. ჰო და, ასეთი რამ მომიყვა. გაზაფხულზე, ცხვარს ფარეხში საჭმელი რომ გაუთავდება და ქორფა ბალახის მოსვლის იმედით არის, ზოგჯერ დიდი თოვლი მოდის, და ფარეხში ჩაკეტილ ცხვარს შიმშილი ეწყება. მწყემსები ამ დროს ასეთ ილეთს ხმარობენ: დაიჭერენ კატას და ჭერზე ჰკიდებენ. კატა კნავის და კნავის, ცხვარი თავს მაღლა ასწევს და შეჰყურებს - ეს რა უნახავი ვინახეთო?! ასე გრძელდება ერთი დღე, მეორე დღე, ერთი კვირა, სანამ თოვლი თავისით დადნება და საძოვარს გამოაჩენს.
- მერე, ამ ცხვრებს ვაცი რისთვისა ჰყავთ, ვაციც დებილია?
- აბა, მე რა ვიცი? იმ ვაცს, შეიძლება ცალკე აჭმევენ. და, საერთოდ, რა მესმის მე ამ ცხვრების? მთელი ცხოვრება ქალაქში გავატარე, მაინც არ მესმის ზოგჯერ - რა მოსდის ამ ხალხს!
- მე კი ცხვარს საერთოდ ვერ ვიტან.
- არც მწვადი გიყვარს და არც ჩაქაფული?
- არც ბადრიჯანი დუმაში.
- არა, ისე ხბოს მწვადს არაფერი სჯობია, თავისი ხახვით, ტყემლით და შავი ღვინით...
- მე კი ცხვრის ცხელი ხაშლამა ძალიან მიყვარს. ეკუშ, ჩართე რა ჩაიდანი.
- ყავა გაგვითავდა. შაქარიც საყიდელია.
- მოდი ერთხელ, მართლაც და, წავიდეთ ბაზარში, ავიღოთ ხორცი ბლომად, გესმის შენა, ბლომად, და გავიდეთ სადმე: ან ბეთანიაში ან ზედაზენზე. რაღაც დაგვიძველდა პურმარილი.
- ამას რა უნდა? ახლავე გეტყვი: ხორცი რა ღირს ახლა? მოკლედ, სულ არ არის ეგ პრობლემა. აუცილებლად წავალთ... როცა დადნება თოვლი.
© სლავა მესხი