Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

- ჰელოუ, მისტერ ჯექსონ! ჰაუ არ იუ? არა, ბიჭო, წარმოგიდგენია, 18 ევრო საათში?! ხომ აზრზე ხარ, კვირაში რამდენი გამოვა? და თვეში, თვეში? აუუ!!! მოკლედ.... არა, არა, სასწრაფოდ, კარგი ქსივა გვინდა და ენის ცოდნა, დანარჩენი ჩვენზეა, ძმაო! 18 ევრო საათში, თვითონ მითხრა, ბრუსელში მუშაობს.
- მაინც, სად მუშაობს, რას საქმიანობს? ეგებ ქურდობს?
- არა, რაღაც სატვირთო სამუშაოებია. მერე, ჩვენ რა, ძალღონე გვაკლია? გლედ ტო სი იუ! აი ემ ფაინ!
- სახურავი?
- რა, სახურავი? სახურავს მაინც არავინ მიკეთებს. არჩევნებამდე ყველასთან შევიტანე განცხადება, აღორძინებაში, ედიკასთან, ნაციონალებთან, ლეიბორისტებთან...
- ამდენი სირბილის თავი გქონია, ასულიყავი სახურავზე, თვითონაც გააკეთებდი.
- სადა მაქვს გუდრონი, თუნუქი, კარგი რა, შენც ცოლივით მელაპარაკები! აი ძმაო, ენა, მამული, სარწმუნოება! მაგრამ, პირველ რიგში ენა! სი იუ ლატერ! რა არის ეს - სი იუ ლატერ?
- კარგად იყავიო, იქ გვერდზე წერია ქართულად. სულ არ იდექი ამათთან ერთად მოედანზე, სახურავს მაინც არ გაგიკეთებენ?
- ერთს ვუთხარი, დაცვაში მუშაობს, ტელევიზორში სულ აჩვენებენ, ამერიკელების ნავარჯიშევია, ხომ იცი... სად გვცალია, მითხრა, ეხლა იწყებაო, მთავარიო. მოკლედ, ენა, მამული, სარწმუნოება, მაგრამ პირველ რიგში, ენა!
- მამულს უკვე აღარ ჰყიდი, სოფელში რომ გაქვს სახლი?
- როგორ არ ვყიდი? იცი რა ადგილია? იტირებ! თექვსმეტი ძირი კაკლის ხეა ეზოში, გოგრასავით კაკალს ისხამს! ისინიც მყავდა, დანიელები, ჩვენს ეკლესიაში რომ არიან. ყველაფერი ვაჩვენე, დავათვალიერებინე.
- იყიდიან?
- ჯერ ჩუმად არიან... ენა, ენაა მთავარი. ოკეი, ოკეი. აი ემ ფაინ, მისტერ ჯექსონ!
- ბრუსელში, რომ ინგლისურად არ ლაპარაკობენ? იქ ფრანგულია, და კიდევ რაღაც ენაა, ოღონდ ინგლისური არაა.
- შენც ნუ კლიაუზნიკობ, რა! ინგლისური ყველგან ესმით, გაქცეულს მოვაბრუნებ და მეტი რა მინდა?! ენა, მამული, სარწმუნოება! მაგრამ, პირველ რიგში, ენა! 18 ევრო საათში, ბიჭო! ჰელოუ, მისტერ ჯექსონ! ჰაუ არ იუ? აი ემ ფაინ!

© სლავა მესხი