Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
დამკვირვებლები
- მოიცა, მოიცა, ნიკუშ, შენა ხარ?
- ვაა, მერაბს გაუმარჯოს! რა იყო, ძალიან შევიცვალე?
- არა, ბიჭო, რას ლაპარაკობ! უბრალოდ, დიდი ხანია არ მინახიხარ. მოკლედ, გამდიდრდები.
- ბოლო გზა ესღა დამრჩენია...
- ისევ სოფელში ხარ?
- აბა სად ვიქნები? ჩემთვის ვზივარ, ბაღს ვუვლი, მიწაში ვიქექები.
- აქ რამ ჩამოგიყვანა?
- ბავშვების სანახავად ჩამოვედი, და აქ, თურმე. არჩევნებია. ორი თუ სამი, ან შეიძლება მეტიც, გამოვტოვე, მაგრამ ეხლა, რადგან აქა ვარ...
- ჰოო, კარგია, კარგია. წამო, მეც იქ მივდივარ. სოფელში ხომ მშვიდობაა?
- მშვიდობაა, მშვიდობაა. ფული არ არის სოფელში, თორე... ისე კი მშვიდობაა. დენი არ არის, გაზი არ არის, და ფული არ არის. მშვიდობა... კი, მშვიდობა არის. ამ კაცს რა სჭირს, ნეტავ?! ნახე, რა ფერი ადევს, სულ გალურჯებულა!
- ვაი, შე განდეგილო! ეს ხომ ხმის მიცემის ახალი პროცედურაა - ყველა კანდიდატს თავისი ფერი აქვს. ხმის მიცემის დროს სათანადო ფერის ერთ პატარა სირჩას სვამ, და მერე სპეციალურ ფოტო-დეტექტორში გადიხარ. მერე მონაცემი პირდაპირ კომპიუტერში გროვდება. ფალსიფიკაცია გამორიცხულია, სანამ საღებავი ორგანიზმიდან გავა, ერთი კვირა ამ ფერებში ივლი, და მეორედ ხმას ვერ მისცემ.
- სითხე, რა სითხეა ეს? მწარეა, ტკბილია?
- ოდნავ ღვინოს წააგავს. არა, ნატურალური არ არის, ცხადია, მაგრამ... ვინც პირველად აძლევს ხმას, ასეთებს ცოტას ათრობს კიდევაც. მე მაინც რქაწითელი მირჩევნია, მაგრამ... ესეც არა უშავს, რა. თანაც უფასოა.
- უყურე შენ! დასაყოლებელს აძლევენ რამეს?
- აბა როგორ! არჩევნები - ეს ხომ ზეიმია!
- კარგია, კარგია. მხოლოდ ერთ სირჩას აძლევენ?
- გინდა - ერთი დალიე, გინდა ასი, ეს შენი საქმეა. როცა მზად იქნები, ფერს რომ მიიღებ, გადიხარ ფოტო-დეტექტორში, და თავისუფალი ხარ. ოღონდ, ერთი ფერის სითხე უნდა დალიო. ზოგი თაღლითობს, ორივეს ან სამივეს სვამს და ჭრელდება. ზოგი საერთოდ არ სვამს. თუ არა სვამ, რაზე მოდიხარ ძმაო?! ასეთებს დამკვირვებლები იჭერენ.
- დამკვირვებლები? დამკვირვებლები არ სვამენ?
- რას ლაპარაკობ, როგორ შეიძლება?! ეგენი ხომ აქაურები არ არიან!
- აბა? ევროპელები? ამერიკელები?
- როგორი ჩამორჩენილი ხარ, ბიჭო? რადიო, მაინც არ არის იმ თქვენს სოფელში? სხვა გალაქტიკიდან არიან. პირველად რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი წესების დანერგვა დაიწყეს, ამერიკელები აშუხურდნენ - ჩვენი დემოკრატია სჯობიაო! მაგრამ ისეთი დასხივება იციან - ჩემს მტერს. ეხლა იქაც, ამერიკაშიც, დამკვირვებლებად სხედან. ყველგან არიან, რუსეთშიც, ჩინეთშიც - ყველგან! აფხაზეთშიც არიან, მაშ!
- მაინც, როგორები არიან? ადამიანივით ხელები და ფეხები აქვთ? რას გვანან?
- არა, ისე ვერ დაინახავ, ესენი ხომ სხვა განზომილებაში არსებობენ. დამკვირვებლად რომ მუშაობენ, ვინმეს დაიქირავებენ, ვთქვათ ერთი თვით, ან ორი თვით, და მის სხეულში ჯდებიან, ასე რომ გარეგნულად ეს დაქირავებული თითქმის არ იცვლება. თვალებში ცოტა სხვანაირი გამოხედვა აქვს, თორემ დანარჩენში? - დანარჩენში ისევ ძველებური მიხოა ან მიტოა. ისე, კაი ფულს აძლევენ. ასეთი არჩევნებით ბევრმა ოჯახიც ფეხზე დააყენა, შვილებს კაი განათლება მისცა... კაი ფულია, ძმაო, კაი ფულია.
- უყურე შენ! შენ მაინც, გამოცდილი კაცი ხარ, ხმას ვის აძლევ? შენთან ერთად დავლევ.
- არა, ძმაო, რას ლაპარაკობ?! ის დრო, ერთად რომ ვსვამდით, ის დრო მოკვდა. ეს ხომ აგიტაცია და უფლებების შელახვაა! არა, არა... ასე, ალბათ, მხოლოდ სოფლებში თუ სვამენ, ისიც თავისუფალ დროს, როცა არჩევნები არ არის...
© სლავა მესხი