Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

შინისაკენ

- აბა, სემიჩკა, გემრიელი სემიჩკა! - დედაკაცი შავებში უსაფუძვლო იმედით უყურებს ნიკუშას, - გემრიელი სემიჩკა!
რომელი სემიჩკის მყიდველი ვარ? - ფიქრობს ნიკუშა. - მაინც საინტერესოა, უგემური საიდ მიდის, ყველგან რომ გემრიელს გტენიან? თუმცა, რას ვამბობ? აბა თურქულ ზეთს რისგან წურავენ?
ნიკუშა ზანტად აგრძელებს გზას ვაკის პარკის კიბეებით - სახლში დღეს არ ეჩქარება.
- ბოდიშით, სიგარეტი ხომ არ გექნებათ? - ჭაღარათმიანი მენაგვის მეგობრულ მიმართვაში ისმის: ”აბა, ასეთ კაცს, და ერთი ღერი არ ექნება?” ახლოს ყვითელი ფოთლების კონუსი ბოლავს - შემოდგომის მრგვლიადდასაწველი.
- არ ვეწევი, ძმაო, მხოლოდ ვსვამ.
- მალადეც! - ფოთლების კვამლი სიმწარეს უმატებს მენაგვის შეფასებას.
აი, ასეთი შემთხვევისთვის, არ უნდა ატარო ერთი კოლოფი ჯიბით? შენცა ხარ, რა, ანგელოზი - არ ვეწევიო! - შინაგანი ხმა ულმობელია. ისე კი, დღეიდან მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე უნდა გადავიდე - აგრძელებს ნიკუშა თავის თავთან ბაასს, - რა დროს ფილანტროპია, როცა ჯიბეა ცარიელი.
დასარჩენი დარჩეს, წამსვლელი წავიდეს, ანუ, როგორც ამას თათრები ამბობენ - გელანი გალსინ, ყალანი ყალსინ. სამუშაოს რომ მალე დაკარგავს, სულ უფრო ნათლად გრძნობდა ამ ბოლო დროს ნიკუშა. ცარიელ ადგილას შარს სდებდენ, და საერთოდ, თავმდაბლად და ზრდილობიანად რომ იქცევი, ცოტახანში დაშინებული და გაოგნებული გგონიხარ ხალხს. ასე რომ, როცა მომწიფდა, თავზე არ დაცემულა - მზად იყო ნიკუშა. უფროსს პირში უთხრა - რეგვენი ხარო, და კარების ჯახუნით დატოვა სამსახური. თავმოყვარეობა შეინარჩუნა საოჯახო ბიუჯეტის გარღვევის ხარჯზე. მიდი, ნიკუშ, მიდი, თან იფიქრე, რომელ წყალს უნდა მიეცე.
მრგვალ ბაღთან, სტუდენტობის დროიდან ცნობილ სახლის კედელზე, ჩვეულებრივ, გაუნათაბელ სადარბაზოსთან ორი მემორიალური დაფა ჰკიდია, მიხეილ ღვინჯილიასი და სერგი დურმიშიძისა. ორივე, ალბათ, დამსახურებული პიროვნება იყო, აბა ისე ხომ არ დაჰკიდებენ! - მაგრამ ამ სახლს სულ სხვა დეტალი ამშვენიერებს. აქ ცხოვრობდა ჩვენი ეპოქის ორი უნიჭიერესი მსახიობი, წიაპლიკა და ედიკა.
წიაპლიკა ოთარ იოსელიანმა ბოლოკივით ამოაძრო ფიზიკის ფაკულტეტის მესამე კურსიდან და ”გიორგობისთვის” მთავარ გმირად აქცია. ამ სურათში, ”სერენადაში”, და უამრავ სხვა ფილმში, წიაპლიკა თამაშობდა წიაპლიკას როლს, ყველგან ერთი და იგივე, ყველგან ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი - იცვლებოდა მხოლოდ დეკორაცია, სიუჟეტი და რეჟისორი.
ბოლოს იმდენი გაუხურეს ადამიანს, რომ მართლაც დაიჯერა, მსახიობი ვარო, რეჟისორობაც მოინდომა, ფილმიც გადაიღო, მაგრამ ამ ინტრიგანობაში და ერთმანეთის ჭამაში, რასაც კინოს წარმოება ჰქვიან, ჩვეულებრივ თბილისელ ბიჭს, აბა რა უნდა?! სიკვდილის წინ რომ შეხვდა ნიკუშას ვარაზისხევში, ხელები სმისგან უკანკალებდა, მხოლოდ ხარხარი, ბავშვური ხარხარი დარჩა ძველებური. სცენარი მომიპარესო, იდეები წამართვესო, სულ იმას იძახოდა - მაგრამ ეს უკვე ბოლო იყო, ვერ შეეგუა ამ ცხოვრებას. ისე, ცხოვრებასაც არაფერი გამოუვიდა - ვერ შეცვალა იგი, მხოლოდ მოკლა, ეგ არის და ეგ. ედიკა წიაპლიკაზე რამოდენიმე სართულით მაღლა ცხოვრობდა, და სულ სხვა სფეროებში მოღვაწეობდა, მაგრამ მსახიობი იყო ღვთისაგან. დეკორაციებს, სცენებს და თამაშის წესებს იცვლიდა თავისუფლად და მსუბუქად, მოლიერის სტილში. მზეს ხან ჩრდილოეთიდან ამოსულს ხედავდა, ხან კი დასავლეთიდან. ერთი აღმოსავლეთისთვის არ ეცალა, არადა ყოველ დილას იქიდან ამოსულს ვხედავთ. ედიკაც ბოლოკივით ამოაძრეს თბილისის სინამდვილიდან და ისეთი როლი მისცეს, რომ დაიჯერა, რეჟისორი ვარო. მაგრამ ეგრე სად არის?
თავის ბუნებას არ უნდა უღალატო, რაცა ხარ, ის უნდა დარჩე - გულს იკეთებს ნიკუშა სახლის კარის წინ, - განა პირველად ვარ უმუშევარი?
- რა ქენი სამსახურში, ელაპარაკე შენ ძმაკაც-უფროსს?
- სადღაა ძმაკაცობა? უფროსობაც არ დარჩენილა. ხომ გეუბნებოდი, ნიჩაბზე დადებული ვარ. დატუქსვა რომ დამიწყო, გავასწარი, და კარების ჯახუნით წამოვედი. არა მგონია, დიდხანს უმუშევარი დავრჩე, რამეს და ვნახავ.
- მამი, ყველგან, სადაც ვაკანსია არსებობს ახლა, ასაკობრივი ლიმიტაციაა - 35 წელი. ბევრი იცი თუ ცოტა - არა აქვს ამას მნიშვნელობა. თუ აგიყვანს ვინმე, ისევ ძმაკაცი, ან საკუთარი საქმე უნდა ჰქონდეს. ცოტა რეალურად შეხედე ამას და გულს ნუ გაიტეხ.
- კაი, შვილო. აბა, რა გაეწყობა, რეალურად შევხედავ ამ ფანტასტიურ ცხოვრებას. თუ შევძლებ. ტყუილად კი არა არის ნათქვამი:
”შაიყრებიან ყორნები,
არ გაირევენ ძერასა
კაცი ვერსაით წაუვა,
თავის ბედსა და წერასა.”

© სლავა მესხი