Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
მათხოვრის ინსტრუქციები
საღამო, ადრე თუ გვიან, თავდებოდა ტელევიზორთან ჯდომით. მათხოვარს ფერადი ტელევიზორი ჰქონდა. ახლა ყველა ტელევიზორი ფერადია, მაგრამ ეს მაშინ იყო ნაყიდი, როცა ამ ზედსართავს კიდევ აზრი ჰქონდა. მართალია, მხოლოდ სამი ფერი ჩანდა: შავი, თეთრი და მოლურჯო, მაგრამ ინტენსიობით მიხვდებოდა კაცი, სად რომელი ფერი უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. თან ერთ-ერთ სამსახურში, სადაც მათხოვარი მორიგეობდა ღამ-ღამობით, ფირმა ტელევიზორი იდგა და ფერების განლაგება თითქმის ყველა გადაცემაში ზეპირად იცოდა.
მათხოვარს ტელევიზორის ყურება არ უყვარდა - მეგობრებთან საუბარში ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ამ ყუთთან ჯდომის მაგივრად კარგი წიგნის წაკითხვა აჯობებდა, ან, ბოლოს და ბოლოს, ფეხით გაისეირნება ქუჩაში. ზოგჯერ ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა ამ თემაზე - ოჯახის გავლენა ეტყობოდა; უმაღლეს განათლებას და აკადემიის ინსტიტუტის დერეფნებში პაექრობასაც ასე ადვილად ვერ წაშლი. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ, რატომღაც, ყოველ საღამოს, დენი თუ ხელს უწყობდა, მათხოვარი თავს ტელევიზორთან აღმოაჩენდა ხოლმე.
სინამდვილეში მათხოვარმა უკვე დიდი ხანია იცოდა, რომ ყუთიდან ის ინსტრუქციებს ღებულობდა.
ზოგი ინსტრუქცია შეუსრულებადი იყო, ეს თავიდანვე ჩანდა. ასეთი იყო, მაგალითად, ყველა, დაკავშირებული ტამპონებთან და კრიტიკულ დღეებთან. და ეს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველი დღე მათხოვარს კრიტიკული ჰქონდა. ეს ამბავი შიგნიდან ღრღნიდა მათხოვარს, მაგრამ რას იზამ, ეს ცხოვრება ასეა, საკუთარ თავს ვერ გადაახტები.
სამაგიეროდ, ზოგს ძალიან ადვილად ასრულებდა: კბილებს იხეხავდა მხოლოდ ბლენდამედით და კოლგეიტით - ორივე საუკეთესო იყო.
ზოგი კიდევ აბნევდა მას და ცხოვრებას უშხამავდა. ძირითადად ეს მხარში ამოდგომის ინსტრუქციები იყო. ვისაც კი ამოუდგა მხარში, ყველა ან უბედური და მარცხიანი, ანდა უნამუსო აღმოჩნდა. ამას შეიძლება თვითონაც ვერ გაიგებდა მათხოვარი, მაგრამ შემდგომ ინსტრუქციებში აუხსნეს.
- გამორთე ეს ღამის კოშმარი, ბოლოს და ბოლოს! - ღებულობდა ცოლისგან უკანასკნელ ინსტრუქციას მათხოვარი.
- განა იმიტომ ვუყურებ რომ მომწონს, - ფიქრობდა მათხოვარი თითქმის უკვე ძილში, - საქმის კურსში ხომ უნდა ვიყო. ინფორმაცია რომ არა გაქვს, მუდამ ოფსაიტში ხარ.
© სლავა მესხი