Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

გადარჩენა

- ნახე, ნახე!
- სად?
- აგე, აგე! ნახე რამხელაა!
- ნელა, ბავშვებო, ნელა, არ დააბიჯოთ მეორეს. აი, აქ, ბალახშია. ნაწვიმარზე ყოველთვის სეირნობენ.
- ეს რა არის, ნერწყვია?
- არა, სითხეა ასეთი. ისე ნერწყვივით არის, მაგრამ წებოს უფრო გავს. ამით ეწებება ყველაფერს, კედლებზეც ამით ადის.
- ნახე, ნახე, რა რქები აქვს!
- აბა, ხელი უფრო ახლოს მოიტანე, ხედავ, როგორ დამალა რქები? ძალიან ფრთხილია ეს ლოკოკინა - ოდნავ თუ შეეშინდა, ეგრევე დამალავს რქებს. ჩინელებს საოცარი გამოთქმა აქვთ: ”ჩვენ, ყველანი, ლოკოკინას რქებზე ვცხოვრობთ”, ანუ, სანამ ლოკოკინა რქებს არ დამალავს - ცოცხალი ხარო.
- მერე ხომ ისევ გამოუშვებს?!
- კი, გამოუშვებს, მაგრამ ეს უკვე სხვისთვის. შენ მამაჩემი ხომ გახსოვს?
- მახსოვს.
- აი, მამაჩემისთვის უკვე დამალა რქები.
- რამდენი წლის იყო?
- მამაჩემი? ოთხმოცდასამის.
- მერე, ოთხმოცდასამი წელი ასე, გამოშვერილი რქებით იდგა ლოკოკინა?
- ეს გააჩნია, როდის ფიქრობ ამაზე - პატარა რომ ვიყავი, შენსავით, მეც მეგონა რომ ორმოცდაათი წელი ძალიან ბევრია. ახლა კი წამად მეჩვენება.
- ნახე, ნახე, რამდენი ჭიანჭველაა! ეს შავი რა არის,?
- ეს ვიღაცამ ლოკოკონა გაჭყლიტა. ნაწვიმარზე ძალიან უყვართ სეირნობა, და აქ, ბილიკზე, ყველა კი არ იყურება დაბლა.
- მოდი, ეს ლოკოკინა ბალახში გადავსვათ!
- მოდი, აქ, ბალახში, არავინ დააბიჯებს.
- რა კარგია, რომ ბალახში გადავსვით, არა, ბაბუ?! კიდევ ერთი ადამიანის სული გადავარჩინეთ!

© სლავა მესხი