Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

როგორ დაიჯდები სახლში?

- შალაფა, ქალო, შალაფა! როგორი უბედური რამ არის ეს შალაფა! შარშან რაც დავთესეთ, სულ დაახრჩო.
- შარშანწინ ჩვენც ეგრე მოგვივიდა. კულტივაციაც ჩავატარეთ, მეორე კვირას ისევ ამოვიდა. ხორბალი უნდა დათესო, ხორბალი.
- თქვენ ხორბალი გიდგას?
- ხო, წელს ხორბალი გვიდგას.
- როგორ მინდოდა, ვერ ვიშოვე წელს. ორი მეშოკი მჭირდებოდა, ვერავის ვთხოვე, ვერ შევაწუხე ხალხი.
- გვქონდა, მაგრამ ისეთი ცუდი გვქონდა, ნახევარი გადასაყრელი იყო. სიმინდზე სულ ავიღეთ ხელი. შენ მარტოკა თესავდი?
- არა, გურამაც, ბავშვებიც. ისეთი სიცივე იყო, ისე უბერავდა, მაგრამ როგორ დაიჯდები სახლში ასეთ დროს? ცირა როგორ არის?
- ”წელი, წელი!” - სულ ამას იძახის. ნემსებიც გავუკეთე, არაფერი შველის. ჩემით გავუკეთე.
- ეგ მუხლის არ არის?
- მუხლს თუ უშველა, წელმა რა დააშავა?
- ხო, მუხლს თუ უშველა, წელმა რა დააშავა? ნინო როგორ არის?
- ნინო გავაცილე დღეს გერმანიაში. დილაადრიანად გავაცილე, ექვს საათზე.
- კარგია, კარგია. ვიზაი ქონდა, ვიზაი?
- ყველაფერი ქონდა, ყველაფერი. ოჯახში მიდის. იქ დახვდებიან, და პირდაპირ ოჯახში.
- ენა იცის?
- რათ უნდა ენა? ბავშვს უნდა მოუაროს, ბავშთან იქნება. ისე, ბიძაშვილი, მთლად ბიძაშვილი არა, ნათესავია, ის ამზადებს აქა, და უშვებს აქედან პირდაპირ ოჯახებში
- კარგია, კარგია. ამბობენ, გარეთაც არ უშვებენ ამათ?
- რატომ, შაბათ-კვირას ხომ უშვებენ. რომც არ გაუშვან, ნაკლებად ვინერვიულებდი. მერე ნელ-ნელა ენასაც ისწავლის.
- ისწავლის, აბა არ ისწავლის? ყველაფერს ისწავლის.
- აბა როგორ დაიჯდები სახლში ასეთ დროს?

© სლავა მესხი