Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
ზეციური საქართველო
- ნიკუშ, შენ უკვე იყავი?
- კი, კი, ვიყავი.
- მაშინ აქ დამელოდე.
- მიდი, იურა, დაგელოდები. აი აქ, ჯუკასთან და ანუკასთან ერთად დავდგები. კამპანიას გაუმარჯოს! როგორა ხართ, ხალხნო? პანაშვიდის გარდა სად ნახავ ასეთ "სასტავს"?
- ანუკი, მოდი ყურში გითხრა რაღაცა, ძალიან "იაზვა" კომპლიმენტი მაქვს შენთვის.
- თაზო, ჩვენც გვაინტერესებს, პირიქით, ასეთი რამ ხმამაღლად უნდა ითქვას.
- არა, იმის თქმა მინდოდა, რომ რაც უფრო მეტ ხალხს ვაცილებთ იქ, მით უფრო ლამაზდება ჩვენი ანუკი.
- ხედავ, ანუკ, რას გეუბნება? ძალიან კარგად გამოიყურები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი გავაცილეთ უკვე, რა უშნო იყავიო ახალგაზრდობაში!
- გაიცანით, ნიკუშა - არასტანდარტული აზროვნების პატრონია.
- რას იზამ, სტანდარტული აზროვნება თვით აზროვნებასთან თავსებადი არა არის.
- უშნოდ ვდგავართ, ყვავილების გამოტანაშიც ვუშლით ხელს. აგერ, ზურას მანქანაში ჩავჯდეთ, სასაფლაომდე აგვიყვანს, სანამ არ გავიჭედეთ ამ სივიწროვეში.
- ადგილი იცი?
- ვიცი, დაახლოებით ვიცი. ზემოთ არის.
...
- სად გავაჩერო?
- აქვე გააჩერე. აი აქედან, გვერდიდან, შემოსასვლელი უნდა იყოს.
- შვილიშვილებს რომ ვასეირნებ ფერდობზე, ასე გადავდივართ ხოლმე მოკლეზე.
- სადღაც აქ უნდა იყოს. რაღაც ნიჩბიანები არ ჩანან.
- ამ კაცს ხედავ, ქვებს რომ ათვალიერებს? გვერდი რომ ავუარეთ, ყური მოვკარი: "უყურე, ძველ ქვებს სულ სომხური გვარები აწერია. აგერ, მირზოევი აგერ ისევ...". შენ როგორ ფიქრობ, იურა, იქაც იგივე ბაზარი იქნება? ისევ სომხებად და ქართველებად ვიქნებით გაყოფილი?
- რა სისულელეა! ეს იმ ოპერიდანაა, ზეციურ საქართველოზე რომ იწყებენ ლაპარაკს. იქ მხოლოდ ერთი გაყოფა არის: ცალკე კაი ხალხი, ცალკე ცუდი.
- აფსუს, პირიქით რომ არ არის!
- სადა გაქვს ლოგიკა, ნიკუშ, შე უბედურო? აქ, ყველაზე დიდი, 80 - 90 წელი უნდა იწვალო, იქ კი სამუდამოდ.
- იცი, რა? რაც არ გაგისინჯავს, იმაზე ნურც ლაპარაკობ. აქ რომ უვარგისად არის გაყოფილი - ეს ხომ ვიცი და ვიცი. სამუდამოზე ... სამუდამო რა გაქვს გასინჯული?
- აგერ, აგერ მოდიან. წამო ახლოს მივიდეთ. მაინც არ შევმცდარვარ, ახლოს ვდგავართ.
- ბიჭო, ლალის შვილები, ლალის როგორ გვანან, არა?
- განსაკუთრებით უფროსი.
- აბა, გიას რომ ვუყურებ - მაჟრიალებს. სულ მეჩვენება რომ ჩემ ძმაკაცს ვხედავ, ოღონდ ახალგაზრდას. ყველაფერი იგივეა, მიმიკა, თვალები...
- ეგ არა უშავს, მთავარია, მერე სარკეში არ ჩაიხედო.
...
- მიდის ხალხი. წამო, ჩვენც წავიდეთ ნელ-ნელა. აქედან გზას ვნახავთ?
- ისევ ჯუკას უნდა დავუჯეროთ.
- შენც დაიმახსოვრე გზა, ნიკუშ.
- რა აზრი აქვს? ნუ წვალობ, მეორედ უკვე მოგვიტანებენ, არც გზის დამახსოვრება დაგვჭირდება.
- ხა, ხა, ხა!.. არა, მე ჩემი ადგილი ვიცი, ვაკეშია. მერე შენ გგონია აქ ადგილის შოვნა ადვილია?
- ნახე, ამ ქვას უყურე. 1878 წელია. ბიჭო, როგორ გავს, მაინც როგორ გავს ასომთავრული სომხურს!
- ერთი კაცის გაკეთებულია, რა გიკვირს?
- შენ და შენი დაც ეგრე არა ხართ? გავხართ, რო, ერთმანეთს?
- მორჩით უაზრო ლაპარაკს. წამო, ახლა ჩემთან, თითო ჭიქა წავუქციოთ, გავიხსენოთ ქეთო დეიდა.
- კაი, თქვენ წადით, მე ახლა ავირბენ, ღვინოს ავიღებ. აქ ზემოთ ერთი კაი მაღაზია ვიცი.
- ღვინო მაქვს - უმაღლესია!
- რა ღვინოა?
- პური ავიღოთ, და იურასთვის ლუდი. გეუბნები მაქვს. იურას მამის წლისთავიდან დამრჩა...
© სლავა მესხი