Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
ძაღლის ბედი
- ზოგს რა ბედი აქვს, რა!..
- აბა, ბიჭო, აბა! თუმცა, რას გულისხმობ? ისევ დაიჭირეს ვინმე?
- არა, კაცო, ეგ რა გასაკვირია? რაღაცით ხომ უნდა გაართო მშიერი ხალხი, თანაც კუნთი აუცილებლად უნდა აჩვენო, თორემ იფიქრებს, რომ მართლაც ყველაფერი შეიძლება - ეგრე სად არის, ძმაო? არა, მე ერთი მურიის ამბავი გამახსენდა.
- მურიის თუ მურადასი? ილიკო ჩიგოგიძის ტყვიამ ქართული ლიტერატურის უკვდავ პერსონაჟად რომ აქცია. ”მზიურში” ძეგლიც დგას მისი, მაგრამ განა მურადას მაგალითი მიმზიდველია?
- არა, ის ძველი დრო იყო, რაც გინახავს , ვეღარ ნახავ. ახლა ბევრად უფრო საინეტერსო შანსი აქვს ჩვეულებრივ უჯიშო ძაღლუკას. ჩვენთან მეზობლად მდგმურად იყვნენ ამერიკელები, ცოლ-ქმარი, უშვილო. ჯერ ეს ერთი, ამ მდგმურობის ქირამ სამი წლის განმავლობაში ერთი ოჯახი ააშენა, მაგრამ ამით საქმე არ დამთავრებულა. ერთი ქეციანი უპატრონო ძაღლი შეეცოდათ ქუჩაში და აიყვანეს. აიყვანეს, მაგრამ პირდაპირ კი არ აიყვანეს, ჯერ ერთ ქალს მიაბარეს. ამ ქალმა მოუარა, ქეცი მოურჩინა, გაასუქა, თვითონაც გაკეთდა. მოკლედ, ცოტახანში ორივეს ვეღარ იცნობდი. ამასობაში ამერიკელების წასვლის დრო მოვიდა - მურიას ხომ არ დატოვებდნენ... ჰო და, წაიყვანეს შენი მურია ამერიკაში, და, პირველ ხანს რომ არ ინერვიულოს ძაღლმაო, ქალიც წაიყოლიეს. ორი თვის შემდეგ ჩამოვიდა ქალი, ნუიორკნანახი და კმაყოფილი - ვერც კი ინატრებდა?
- მურიაც დაბრუნდა?
- არა, მურიას მოქალაქეობაც აქვს მიღებული. შენ კი ილიკო ჩიგოგიძის ტყვია გაგახსენდა. ზოგს ტყვია, და ზოგს ოქრო!
- ბიჭო, მართლა, იმ ზანგს ნეტავი რა მოუვიდა? რამდენი ხანია არა ჩანს კუს ტბის გზაზე.
- სამ ძაღლს რომ ასეირნებდა თან, არა? პირველად რომ დავინახე, შავ-თეთრი ფოტოს ნეგატივი მეგონა, სახე - შავი-შავი, და წვერი თეთრი. კეთილი კაცია, ძაღლებს თვითონ ასეირნებდა, თან იძახოდა ”გამარჯობა! ნუ გეშინია, არ იკბინება!”. მართლა, რაღაც არა ჩანს ამ ბოლო დროს.
- ეტყობა, რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა - ესენი თავიანთ ხალხს ხშირად ცვლიან, ხომ იცი, ხარი ხარს მიაბი და...
- სამ უჯიშო მურიას სად წაიყვანდა?
- ჰო, ყველა ძაღლს თავისი ბედი აქვს. კიდევ კაი რომ იმ ბებერ ზანგს ძაღლები უყვარდა, და არა ქალები. სხვათაშორის, ის ქალი რომ დაბრუნდა, ძაღლის მომვლელი, ერთი რამ კი თქვა - ამერიკაში ის ხალხი უფრო ნორმალური გახდაო.
- რას ნიშნავს ”ნორმალური”?
- როგორ გითხრა? შეიცვალა რა, სხვა საზრუნავი გაუჩნდათ - სახლი, სამსახური, ფული, მოკლედ, ქველმოქმედების თავი უკვე აღარ ჰქონდათ.
- რას გეტყვი, იცი? ჩვენ უბანში ერთი ქალი დადის ძაღლთან ერთად. ან დილაობით, ძალიან ადრე, ან დაბინდების წინ. ნაგვის ბუნკერებს ჩითავს, რა! ბუნკერის კართან ძაღლს მიაბამს, რომ არავინ შეუშალოს ხელი, და წყნარად, თავისთვის იქექება. სხვათაშორის, ძალიან სუფთად აცვია, ძაღლიც წყნარი ჰყავს და კაი ჩასუქებული - ეტყობა, ორივეს ჰყოფნის. ძაღლის ბედზე თუ ლაპარაკობ - ეს, ალბათ, საუკეთესოა.
© სლავა მესხი