Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
წუთისოფელი
- გაზის ფული გადაიხადე დღეს. ხვალ უკვე გვიან იქნება, - გაისმა უკან მეუღლის ხმა.
- გაზი კი არა - აირი. - ჩაიბურდღუნა ნიკუშამ დაკეტილი კარის მიღმა. - თუმცა, თბილგაზი საიდან არის? მოიცა, მოიცა, ”გაზი” ბერძნული ”ქაოისიადან” მოდის, და ”აირი”? ალბათ, ”ჰაერთან” ერთად, ისევ ბერძნული ”აეროსიდან”. ორივე სიტყვა დასავლეთიდანაა - ესე იგი ორიენტაციაში არ მეშლება. თვით გაზი კი, საიდანაც არ უნდა მოვიდეს, ბუნებრივია. როგორ უპასუხეს მაშინ ყაზბეგელებმა გაზის ფულის გადახდის მოთხოვნაზე - ”რაზე უნდა ვიხადოთ ეს ფული? ბუნებრივია!”. რა ვქნა ახლა, მე? ხვალ უკვე გვიან იქნება, მე კი დღეს სამსახურში მაგვიანდება.
ქვითრის უკანა მხარეს ბანკების გრძელი სია ეწერა - იმ მისამართების, სადაც ამა თუ იმ რაიონის მცხოვრებს ფულის გადახდა შეეძლო. ყველაზე ახლოს ჭავჭავაძის 10 იყო, მაგრამ ნიკუშა ვარაზისხევის იმ ნაპირზე ცხოვრობდა, რომელიც მთაწმინდას ეკუთვნოდა, ანუ გზა ჰქონდა ფილარმონისკენ, საქართველოს ბანკში...
ბანკის კარებთან ორი პოლიციელი ზანტად ეწეოდა სიგარეტს.
- გაზის ფულის გადახდა აქ შეიძლება? - ჰკითხა ნიკუშამ.
- ათზე მოდიან. - ორივემ სიგარეტი ჩააქრო და ბანკში შევიდა.
საათი აჩვენებდა 9:35. გასასვლელი ეზოს გავლით ნიკუშა გავიდა პატარა, წყნარ და მოდუნებულ ვერის ქუჩისკენ - ტყუილად დგომას ტყუილად სიარული სჯობიაო. რა ნელა მიდის დრო!
უაზროდ მოხეტიალე თვალი ერთ-ერთ სადარბაზოს შესასვლელთან შეჩერდა. სადარბაზოს მარჯვენა მხარეს დამაგრებულ ძველ მარმარილოს დაფაზე ეწერა: ”ამ სახლში 1915 წლის 16 აგვისტოდან 1933 წლის 6 ოქტომბრამდე ცხოვრობდა დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი”.
- აქედან გაიტენეს კიდევაც, - გაიფიქრა ნიკუშამ.
სადარბაზოს მარცხენა მხარეს ამშვენიერებდა ლითონში ამოჭედილი ტექსტი: ”საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ზაქარია ფალიაშვიილის სახლ-მუზეუმი”. ზევიდან, სადარბაზოს დამტვრეულ მინებს და აგურამოვარდნილ კედლებს სევდიანად შეჰყურებდა ზაქარიას თავი. ბარელიეფი თავისკვეთის ასოციაციას იწვევდა.
- ჰა, ძმაო, კაცი, - გააგრძელა ნიკუშამ თავის თავთან საუბარი, - რითი არ არის ევროპელი? მართალია, არც ერთ რევოლუციაში მონაწილეობა არ მიუღია და, საერთოდ, ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რითი განსხვავდებიან ნაციონალ-დემოკრატები სოციალ-დემოკრატებისგან. იჯდა თავისთვის, აუდიო-კლიპებს წერდა, ანუ მაშინდროინდელი ტერმინოლოგიით - ოპერებს. მაგრამ ევროპაში გზა ზაქარიამ გაკვალა. ქართული მუსიკალური ფოლკლორის შენახვა-დამუშავება განა პატარა საქმეა? ვის ახსოვს ახლა კათოლიკური ეკლესიის გუნდის მგალობლის შვილი? ნათლად სწერია ”1933 წლის 6 ოქტომბრამდე” და არც ერთი წუთით მეტი. განა ფალიაშვილზე მცხოვრების ყურში ”დაისის” მელოდია ჟღერს?
საათი 9:45 აჩვენებდა. როგორ იწელება ეს დრო! ბანკის კარებთან უკვე გრძელი რიგი იდგა - ესეც დაკარგული წუთებია.
რიგში მდგომ ნიკუშას უცებ ზაქარიას მოკვეთილი თავი გაახსენდა.
- რას ვნატრი?! - გაიელვა ტვინში, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების წამებია, ამას არავინ დამიბრუნებს და ზედმეტს არ მაჩუქებს! ჩქარა კი არა, რაც შეიძლება ნელა უნდა გავიდეს დრო, არსად მეჩქარება, პირიქით, ყოველი წუთი ნეტავი საათის ხელა გახდეს!
ამ აზრით დაწყანარებული ნიკუშა მივიდა სალაროსთან და მშვიდი ღიმილით უყურებდა მოლარის ხელის მექანიკურ მოძრაბას.
- რას იცინით? - გაღიზიანდა მოლარე, - დათვალეთ, არ არის სწორი?
- არა, არაფერი, - უპასუხა ნიკუშამ, - ჩემთვის ვკაიფობ.
© სლავა მესხი