Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
მაიმუტანგები
- დრაკონები არ არსებობენ!
- რას ლაპარაკობ?! საიდან იცი?
- ვიცი! და დინოზავრები რსებობენ!
- სად ნახე დინოზავრები?
- შენ არ იცი. - საბა ოთხი წლის არის, და უნიტაზამდე ძლივ წვდება, - დინოზავრები იყვნენ ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, ძაან, - დილის ნაკადული უკვე შეწყდა, საბა კი ისევ უბერავს - ძაან, ძაან, ძაან, ძაან, - აი ბოლო აკორდიც, ძალიან ხმამაღლად, - ძაან დიდიხნისწინ. მერე დინოზავრები დაბერდნენ და მოკვდნენ. მერე წიგნში გაჩვენებ.
- მაიმუტანგიც არ არსებობს, საბა?
- მაიმუტანგი კომპიუტერშია! მოდი ვნახოთ!
- ჯერ ვჭამოთ. მერე ვნახოთ მაიმუნები, ორანგუტანგები, ნიანგები, მუსტანგები...
- სიმბაც ვნახოთ! პატარა ლომი სიმბაც ვნახოთ!
- კარგი. მაგრამ, ჯერ ვჭამოთ.
- ჰერაკლე ყველაზე მაგარია! ჰერაკლმა დიდი ლომი მოკლა. კიდევ კენტავრი მოკლა, მისი მეგობარი, კენტავრი. კენტავრები მართლა არიან?
- აბა რა ვიცი, საბა. ეს ხომ დიდიხნის წინ იყო, საბერძნეთში, მე იქ მაშინ არ ვიყავი. მე რას ვფიქრობ - ძველად საბერძნეთში ძალიან დიდი ტყე იყო. აი, წარმოიდგინე, შენ მიდიხარ უღრან ტყეში, და უცებ დაინახე ცხენი, ოღონდ, ახლოს კი არა, სადღაც შორს, ისე რომ ძლივსა ჩანს. მერე დაინახე კაცი, მერე ისევ ცხენი, მერე ისევ კაცი. და ეს ყველაფერი სიბნელეში, საღამოს. სახლში რომ დაბრუნდები და დაიძინებ - კენტავრიც დაგესიზმრება.
- კენტავრები რსებობენ. დრაკონები არ არსებობენ.
- კარგი საბა, ახლა ხელები დავიბანოთ და ვჭამოთ.
ბევრი რამ არსებობს ამ ქვეყნად, ზოგი რამ კი მართლაც რსებობს. ვინ იცის? სადმე, უღრან ტყეში, შეიძლება, დემოკრატიაც რსებობს...
© სლავა მესხი