Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

დამეხმარე

- დამეხმარე, რა, კაცი არა ხარ?
- მითხარი, რაში დაგეხმარო, და შეიძლება მართლაც დაგეხმარები.
- არა, საერთოდ, დამეხმარე, რა.
- ფული გინდა?
- არა, კაცო, განა ფულსა გთხოვ - ამას როგორ გაკადრებდი! უბრალოდ, ფეხზე უნდა დავდგე, ჩემი ადგილი უნდა ვიპოვო ცხოვრებაში, ამისათვის კი ფულია საჭირო, ზუსტად ის ფული, რომელიც ამჟამად არ გამაჩნია.
- რა შეგიძლია?
- ყველაფერი!
- არა, შენ ვერ გაიგე. რის გაკეთება შეგიძლია, რა მოხელე ხარ?
- ყველაფერს გავაკეთებ. ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიცი. ნებისმიერი დავალება მომეცი - შევასრულებ. ერთგული კაცი არ გჭირდება?
- ა-ა-ა! ამას გულისხმობ? სად ცხოვრობ?
- აი იქ.
- რა ვიცი, აბა? აჰა, ეს შენ. რამეს მოვიფიქრებთ.
...
- რა ქენი? მოგცეს რამე?
- მომცეს, მომცეს - დახმარების სახით.
- რის ფასად?
- მოვიფიქრებთო.
- მოფიქრება რომ შეგეძლოს, არც დახმარება დაგჭირდებოდა. მოვიფიქრებთო! იმას კი აქვს მოფიქრებული, რაკი გაძლევს. ვაი, შე აბდალო!

© სლავა მესხი