Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი
- ვაა! გიუშკი? რავა ხარ, ბიჭო?! აქ რამ მოგიყვანა?
- ნიკუშას გაუმარჯოს! როგორა ხართ, რას შვრებით?
- ვართ, რა, ნელ-ნელა, ძველებურად. ვფეთქავთ, რა. შენსკენ რა არის ახალი? ჩამოხვედი თუ მიდიხარ?
- ერთ კვირაში წავალ. ნოუტ-ბუკი ჩავაბარე შესაკეთებლად, აქ, გვერდზე. დამივარდა მანქანაში - ისეთი ორმო იყო, ბიჭო, მე თვითონ როგორ გადავრჩი მიკვირს.
- შემოდი, შემოდი, აქ რას ვდგავართ. აი, ნესვი მიირთვი. აი მარილიც.
- მადლობა. მაინც, რა ისმის ახალი?
- ახალი? თითქმის არაფერი. თამაზი რომ მიდის, იცი?
- სად?
- ამერიკაში. გრინ-კარდი მოიგო ლატარიაში.
- სულ მიდის?
- მიდის, რა. სამუშაოდ მიდის. კურსელი ჰყავს ერთი იქ, იმან წამოიწყო ეს გრინკარდობანა. ეს ცისფერი, თუ მწვანე კარტი, მოკლედ, ეს ჯოკერი მხოლოდ ვიზას გაძლევს, და ამერიკაში მუშაობის უფლებას. დიდხანს თუ იმუშავე, სახელმწიფო დაწესებულებებში, მოქალაქეობის უფლება იჩითება.
- მოქალაქეობა უნდა?
- არა, კაცო. რა ატამი, რის ატამი? ფული უნდა. მესამე წელია სახლში ზის, და სიდედრის ბინას ჭამს.
- ვიცი, ვიცი, სიდედრის ბინა გაყიდეს, არა?
- ხო, ეგ არის. მე კი შევთავაზე: ნუ გაყიდი, მეთქი, სულ უფრო, და უფრო პატარა ბინაში გაცვალე, და ამით მოგებული ფული ჭამე. ბოლოს კუბოზე გაცვალე, და საჭმლის ფულიც აღარ დაგჭირდება - სუფთა მოგებაა! არა, მაინც გაყიდა და ახრამუნებს.
- შეეშვი, ნიკუშ, ამ უშნო ხუმრობას. მოიცა, მოიცა, რა ხდება იქ? ეს თქვენთან, ოფისში ჩხუბობენ, თუ გარეთ?
- დაშოშმინდი - ტელევიზორი ჩართეს, წინასაარჩევნოა. ეს ეხლა ნოემბრამდე ასე იქნება.
- ისეთი გრძნობაა, მეზობელ ოთახში ვიღაცას სცემენ. ხედავ შენა, ტექნიკა რა დონეზეა! მალე ინტერნეტშიც გავიგებთ ამ ბაზარს. და აქ არაფერი გამოუვიდა - თამაზს ვგულისხმობ. აქ ვერაფერი მოახერხა? ბოლოს და ბოლოს, ინსტიტუტში ყველაზე მოწინავე გამოთვლით მანქანებს უვლიდა.
- რას ლაპარაკობ! ოქრო ხელი აქვს, თავზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. მთა-თუშეთში რომ დავდიოდით, ნებისმიერ პატარა ნაკადულთან ერთი დღით გაჩერდებოდი და დილით ასეთ სურათს შეასწრებდი: თამაზი ზის წყლისპირას, ახალაშენებულ მინი-ჰესთან, და წვერს ელექტროსაპარსით იპარსავს. ახლაც ჩალიჩობდა რაღაცას, მაგრამ, რა არის, იცი? ხასიათი აქვს ისეთი, რა... აი, გაძრომა არ შეუძლია. აქ, რამე რომ მოახერხო, ას ადგილას უნდა გაძვრე, რა... ან ფული უნდა გადაიხადო. ასე რომ - "ეს ხომ წრეა - ლავუაზიეს კანონია".
- აი, "ქვევრის" გახსენებაზე - ერთი არ უნდა დავჯდეთ, არ ვიჭუკჭუკოთ გემრიელად? ჩამოვალ მალე - "და ორშაბათს, ორივენი ჩემთან მოდით. თუმცა, ის როგორ მოვა?"... და საერთოდ, ვინ არის ქვევრში, ის თუ ჩვენ?
© სლავა მესხი