Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

შეხვედრა ამომრჩევლებთან

- გაწი, გაწიე მანქანა უკან! უკან, მეთქი!
ხილიანიდან ჩამოსული მანქანა ნელა აგორდა უკან და გაჩერდა ტროტუართან დატუქსული ბავშვივით.
აღმართი გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლისკენ გაცარიელდა და დადუმდა. ფეხითმოსიარულე თბილისელები შეჩერდნენ სანახაობის მოლოდინში.
პოლიტექნიკურიდან მოისმა ვიღაც ოხუნჯის ხმა:
- დათო, დაწექი, ბიჭო! აი ეს დაიჭირეთ - ტერორისტია!
პოლიციელები ასეთ წვრილმანებზე ყურადღებას არ ხარჯავდნენ. დაძაბულობა მატულობდა - უცნაურად ფართო სავალი ნაწილი ცარიელი იყო.
ანაზდად გაიელვა ორმა მანქანამ მოციმციმე ლურჯი ნათურებით, და ისევ დუმილი მოეფინა ქუჩას.
ხალხი დასცქეროდა სიცარიელეს - როდისღა გამოჩნდება, და რომელ მანქანაში იქნება?
და აი ისინიც.
მოშავდნენ, მოშავდნენ. ერთი, მეორე, მერე ისევ ორი, მერე ისევ იგივე სერია - ზოგი მაღალი ჯიპია, ფანჯრიდან გაშვერილი ლულებით, ზოგი მერსია მუქი ფანჯრებით. რას გაიგებ, ვინ სად ზის. მეგაფონის ხმა აზავებს სიჩუმეს რისხვიანი, თითქოს ქართული, მაგრამ გაუგებარი ლაპარაკით. აი ბოლო მანქანაც გამოვარდა, თეთრი, პოლიციის ნიშნებით, ისეთი სიჩქარით, რომ კინაღამ ტელევიზიის შენობას დაეტაკა.
- ამას, მაინც, სად ეჩქარება? - გაიღიმა პოლიციელმა, და ამით დაძაბულობა მოიხსნა, ხალხმა ლაპარაკიც დაიწყო, და მალე გმირთა მოედნიდან წამოვიდა ჩვეული ნაკადი - ტროლეიბუსი, ჟიგული, ძველი ბეემვე - ცხოვრება შევიდა კალაპოტში.
სადღაც შორს, გატიტვლებულ ქუჩებში გაუჩინარდა ხალხის მიერ არჩეული - შეხვედრა ამომრჩევლებთან დასრულდა.
კედლიდან კი, ტიპოგრაფიულად გამრავლებული ღიმილით, უყურებდა მოსახლეობას შემდეგი კანდიდატი. ღიმილის ქვეშ ეწერა: "ერთად, ცოდნით, პატიოსნად".
ერთად, ერთად, აბა ორად?

© სლავა მესხი