Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

არც ერთი სიტყვა...

- დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, შემოქმედებითი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენელი, ყველასთვის კარგად ცნობილი ბატონი ნუგზარ კაკაურიძე. ბატონო ნუგზარ, ჩვენი გადაცემა "არც ერთი სიტყვა პოლიტიკის შესახებ" სიამოვნებით გესალმებათ ღია ეთერში.
- მოგესალმებით, ქალბატონო ნანა.
- ბატონო ნუგზარ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ, ჩვენი გადაცემის სათაური, ასე ვთქვათ, ცხოვრების პრინციპად აქციეთ.
- ეს მართლაც ასეა. მე შორსა ვარ პოლიტიკური თემატიკისაგან, მიუხედავათ იმისა, რომ ბოლო ხუთი წელიწადი ვმოღვაწეობდი პარლამენტში.
- რამ განაპირობა ასეთი თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი?
- მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზირებულია.
- მაინც, რაში გამოიხატება ეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ზედმეტი პოლიტიზირება?
- თუნდაც იმაში, ქალბატონო ნანა, რომ ჩვენ ამჟამად, ვსაუბრობთ საზოგადოების პოლიტიზირების დონეზე გადაცემაში, რომლის სათაური არის "არც ერთი სიტყვა პოლიტიკის შესახებ". ასეთი რამ არც ერთ ცივილეზებულ სახელმწიფოში არ ხდება, და არც უნდა ხდებოდეს.
- ბატონო ნუგზარ, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენი გადაცემის პირველი და უმთავრესი ამოცანაა საზოგადოების დაწყნარება, დეპოლიტიზაცია, ზნეობრივ საწყისებთან დაბრუნება. საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ?
- მე, როგორც თქვენ უკვე იცით, პოლიტიკურ თემატიკას არ ვეხები, მაგრამ არა მაქვს უფლება უყურადღებოდ დავტოვო ის ფაქტი, რომ საზარელი და სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი მოვლენები, ჩვენივე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
- ბატონო ნუგზარ, არის მოსაზრება, რომ ყოველივე ეს სათანადო სპეცსამსახურების მიერ არის მომზადებული, ჩვენი ქვეყნის ფარგლების გარეთ. საინტერესოა თქვენი შეხედულება, როგორც ადამიანისა, რომელიც შორს არის პოლიტიკისაგან.
- გამორიცხული არ არის, ქალბატონო ნანა. ზუსტად ასეთი ბინძური მეთოდებით სარგებლობენ დღევანდელ პოლიტიკაში და ზუსტად ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება: "არც ერთი სიტყვა პოლიტიკის შესახებ".
- გმადლობთ, ბატონო ნუგზარ, ჩვენი დრო იწურება და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ საუბარში, როგორც ყოველთვის, პოლიტიკის შესახებ არც ერთი სიტყვა არ ითქვა.

© სლავა მესხი