Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

თავისუფლება შავკანიან ქართველებს!

- რა-ა?!
- შავკანიანი ქართველი ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრი უნდა იყოს. დისკრიმინაციას ჩვენ ვერ მოვითმენთ!
- სად ხედავ?
- დისკრიმინაციას?
- შავკანიან ქართველს. სად ხედავ შენ შავკანიან ქართველს?
- როგორ გითხრა... ერთი მყავს ნანახი მუხათგვერდში, მესაფლავედ მუშაობდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. მაღალი, ხუჭუჭათმიანი, NBA-ს კალათბურთელს გავდა. სხვათა შორის, დირექციაში ვიკითხე - უკვე აღარ მუშაობს, ამბობენ, ძალიან ზარმაცი იყო. ჰო.... ეხლა დათვალე, რამდენი ქართველია წასული ამერიკაში ბოლო ათი წლის განმავლობაში?
- მერე, ჩამოსული რომელი ნახე?
- მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება სულაც არ ჩამოვა, მაგრამ როდისმე ხომ გათხოვდება, ან ცოლს მოიყვანს. ვინ გითხრა რომ აუცილებლად ქართველს მოიყვანს? ეს ებრაელების წესია, ქართველებში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. ეგეც შენ, შავკანიანი ქართველი. ამ პატარა არსებას საქართველოში დაბრუნებას რატომ უკრძალავ? რატომ უნდა იგრძნოს თავი შევიწროებულად?
- შენ ნორმალური ხარ? წადი ელიავას ბაზრობასთან ნახე, ხიდთან რომ დგანან უმუშევრად, თეთრკანიანები. ამაზე შევიწროებული იქნება ის არდაბადებული?
- ბიჭო, რა გამიხურე საქმე, გრანტი მინდა გავშანსო, მასალებს ვამზადებ, რატომ ხარ ასეთი ჩერჩეტი?
- გეთქვა, შე დალოცვილო...

© სლავა მესხი