Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
თავისუფალი თემა ანუ მოსულა
შედიხარ ლიფტში, მეშვიდეს აჭერ, მაგრამ ისე არ წაგიყვანს - ხუთთეთრიანს აგდებ შავ ყუთში, კარები იკეტება, სახიფათო მოგზაურობა დაიწყო, და შენ ლაპარაკობ, ლაპარაკობ, ლაპარაკობ... შავი ყუთი, ძმაო, ეს ხომ ვირის თავ-ფეხი არ არის, რამე რომ მოხდეს, ინფორმაცია მაინც დარჩება...
თავისუფალი თემა სკოლაშიც მომწონდა - სადაც გინდა გაჩერდები, ლიფტივით. მოგინდება - გააგრძელებ, არა - და ვინ იცის, რა გქონდა ჩაფიქრებული?
განა, შავ ყუთს ტვინი აქვს? წერე შავო ყუთო, წერე. მერე მოვლენ ექსპერტები, სურათს აღადგენენ - აი აქ გაუკვირდათო, მაგრამ ჯერ არაფერს გრძნობენ, აი, ვიღაცა ცუდად გახდა, მაგრამ ჯერ არ ესმით, რატომ, და ასე შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბოლომდე.
ამიტომ, ვილაპარაკოთ, უბრალოდ ვთქვათ, ყველაფერი ვთქვათ, რასაც ვხედავთ. კარგი რამეა ეს შავი ყუთი, იაფიც არის, სულ ხუთი თეთრია, თანაც მეშვიდე სართულზეც აგიყვანს, სუფთა მოგებაა... მართალია, ზოგი ამბობს, რომ იმ ყუთში უკვე დიდი ხანია არაფერი არის, ზოგი ტრაბახობს კიდევაც, რომ ხურდა ფულს შოულობს იქიდან, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია... პაპუასებიც ქოქოსის კაკალს ამტრევენ შავი ყუთით - სანამ ექსპერტი მოვა...
აი ორი ტიპი ზის ბეემვეში - ერთი საჭესთან, მეორე გვერდზე:
- სად უხვევ?
- რა იყო?
- აქ ხომ არიან!
- მერე?
- არ დგანან?
- მერე?
- ვაა, მოსულა?
- მოსულა.
- ჰო, კაი, კაი ეხლა. პროსტა გკითხე, რა ვიცოდი? თურმე მოსულა.
- რა მოგდის? აი, პროსტა, რა მოგდის? რას დაემსგავსე? იკაიფე, რა.
- იცი რა? მოდი ეს მანქანა დავაყენოთ და სადმე დავჯდეთ.
- დავჯდეთ. მანქანა რას გიშლის?
- დავჯდეთ, მეთქი, ღვინო დავიჭიროთ, რა.
- მერე, მანქანა რას გიშლის? არავინ გამაჩერებს, მოსულა.
- შენ იცი შენი საქმე.
- ვიცი. მაგის ფულიც მაქვს. მოსულა.
მაშ მოსულა, მოსულა და ეგ არის!
აი დიჯეი, რადიო ას-რაღაცა, ელაპარაკება რადიომსმენელს ღია ეთერში:
- გამარჯობა, რა გქვია?
- მაკა.
- რამდენი წლისა ხარ, მაკა? თუ შენც თვლი, რომ ეს კითხვა ქალების მიმართ კორექტული არ არის?
- არა, რატომ, რატომ? 18-სა ვარ.
- კარგია მაკა. მაშ შენ უკვე თვრამეტი წლისა ხარ... კარგია, მაკა... აბა ერთი მითხარი, ქალიშვილი ხარ, მაკა? თუ ეს კითხვა მისაღები არ არის შენთვის, არ მიპასუხო.
- არა, რატომ, რატომ? მისაღებია. მაგრამ ახლა არ გიპასუხებ.
- აბა როდის, მაკა?
- როცა უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს.
- კარგი მაკა, ახლა მითხარი, რომელი სიმღერა მოვისმინოთ?
მაშ მისაღებია, ანუ მოსულა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, იქამდეც მივალთ, რომ ის საწყალი შეგვეცოდება, მთელი ქალაქის სამარცხვინოდ, ქალიშვილად რომ გამოაცხადებს თავს.
აი წინასაარჩევნო ახალი ამბავია:
"ბიზნესმენი N იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც ქვეყნის განვითარების მისეულ პრინციპებს გაიზიარებს".
ასეა, ჩემო კარგო "პოლიტიკურო ძალავ", გაიზიარებ - მიიღებ, არა და, დარჩები მხარმოღრეცილი.
აი მობილური... თუმცა არა, ეს მობილური არ არის, ეს სათამაშოა, არადა, როგორ გავს... ხმაც იგივეა... არა, არა... ბავშს უჭირავს - ალბათ სათამაშოა, ლაპარაკობს - გასაგებია, თამაშობს... ხედავ, სკოლაში ვარო, თვითონ კი ქუჩაშია... თუმცა... გამორთო და ჩანთაში ჩადო... მიდი და გაიგე, ალბათ სათამაშოა...
აი... გაიჭედა... ან დენი გამოირთო... დაველოდოთ...
© სლავა მესხი