Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

ლიტერატურული დიალოგი

- არა, არ ჩამკვდარა ჯერ ჩვენში რაინდული მიდგომა ცხოვრებისადმი, ყოველდღიური ლუკმა-პურის შოვნამ არ მოსპო ახალგაზრდობის მისწრაფება მიუღწევადი იდეალისაკენ. აი, მაგალითიც, ბატონო ჩემო. გუშინ, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, სკოლის ეზოს გავლით მოკლეზე გადავჭერი. არდადეგებია, მოგეხსენებათ, სკოლის შენობა ობლად სდუმდა, მაგრამ ეზოში მოქუჩებული აქსელერატები, ეტყობა, ფრიად საინტერესო თემას განიხილავდნენ. ახლოს რომ გავიარე, ასეთ საუბარს მოვკარი ყური: "აი, მე შენ გეტყვი, პირველად რომ კაცი მოკლა - მამამისმა არ დააშვებინა. მეორედ რომ მოკლა - ისევ მამამისმა არ დააშვებინა! არაფერიც არა არის ეგა, თვითონ არაფერია!"- დამაჯერებლად ამბობდა ყველაზე უფროსი ჯეილი. "ეს არის - მაგარი კრიმინალიო?! რომელი კრიმინალია ეგა, რომ, ვთქვათ, ძაღლები ვერ ერევიან და ვერაფერს უშვრებიან?" - მეორე ხმა მისცა ვიღაცამ. მე უკვე სკოლის ეზოდან გავდიოდი, როცა წვრილი ხმა მომესმა: "აბა რა, ასე მეც კი შემიძლია!". ასეა, ბატონო ჩემო! კიდევაც დაიზრდებიან... მომავალი დონ-კიხოტები...
- რას იზამ? აირია მონასტერი!
- გააჩნია, ბატონო ჩემო, ქალთა მონასტერს თუ გულისხმობთ...
- უყურე, საით გაგიწევიათ. მაზეტო...
- მაზეტო?!
- ჰო, მაზეტო. მაზეტო არ ერქვა იმ ყმაწვილს, დეკამერონიდან?
- ეს სულ სხვა ამბავია, ბატონო ჩემო, იმ მონასტერში წესრიგიც იყო და უფროს-უმცროსობაც. საწყალი მაზეტო უფროს მონაზონთან რომ წაიყვანეს, ხმაც ვერავინ ამოიღო.
- მაზეტოს ხსენაბამ ხუმრობის ხასიათზე მოგიყვანა, მე კი სულ სხვა შემთხვევა მომაგონა. ზაფხულში, სოფელში რომ ვიყავი, მეზობელმა შემომჩივლა: შვილი სწავლას, თუმცა რაღა სწავლას, უბრალოდ, კითხვასაც კი გადაეჩვიაო. არა და, იმხელა მუტრუკი იყო, ლამის ვირებს დასდევდა უკვე. ავდექი და მეც ეშმაკობა ვიხმარე, მივეცი დეკამერონის ეს ნოველა წასაკითხად, ვიფიქრე, ასეთნაირად მაინც შეეჩვევა მეთქი კითხვას. თქვენ წარმოიდგინეთ, ნახევარი დღე კითხულობდა ჩემს თვალწინ, იტანჯებოდა მეტის-მეტად, და რომ დაამთავრა, ბედნიერი სახით გავიდა ოთახიდან, და არ დაბრუნებულა. კლასიკური ლიტერატურული ჟანრის თანახმად, ამ ნოველის წაკითხვით მკითხველის აზარტი უნდა გაღვიძებულიყო, მაგრამ ამბავი მოულედნელად დამთავრდა, ო. ჰენრის სტილში. დეკამერონსაც დააფურთხა და ნებისმიერ ლიტერატურასაც. სხვათა შორის, მერე შემთხვევით დაამთავრა ტექნიკუმი, და ახლა სამუშაოც აქვს, და კაი ფულს აკეთებს.
- შემთხვევით? ეს შემთხვევა, მე ვგულისხმობ ტექნიკუმს, მინიმუმ სამი წელი გრძელდება ხოლმე, თუ არ ვცდები.
- შემთხვევითი ის იყო რომ ტექნიკუმი აღმოჩნდა კავშირგაბმულობისა, და ამ სპეციალობით სამუშაო ადგილის შოვნა მოახერხა. თუმცა... ახლა მე უკვე იმის თქმაც კი მიჭირს, თუ რა არის მოულოდნელი და შემთხვევითი, ან როგორ უნდა დამთავრდეს ამბავი ო. ჰენრის სტილში.

© სლავა მესხი