Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

ყველაზე იაფია

- კაროჩე, კარგად იყავითო, დავაი აქედან, აახვიეთო.
- მერე?
- რა, მერე?
- მერე რა გითხრა?
- არაფერი. მეტი არაფერი.
- ცუდია. ბაზარი აჯობებდა...
- რა ვქნათ?
- უნდა გადავათქმევინოთ... ან...
- ან რა?
- ან გავაჩუმოთ.
- გავაჩუმოთ?
- ხო, გავაჩუმოთ... ანდა, მართლაც, ავახვიოთ.
- რას ქვია, ავახვიოთ! საქმეს რა ვუყოთ? სხვაგანაც რომ დავიწყოთ, მაინც ეს ადგილი - მთავარია. ამ საქმისათვის - ეს ადგილი მთავარია. ვინც აქ დაჯდება, ის დაადგენს ფასს.
- აბა მე რას ვამბობ? უნდა გადავათქმევინოთ - ეს ყველაზე იაფია. სადაურია?
- ლაპარაკით თბილისელია.
- გაიგე. გაიკითხე, ვინმეს ეცოდინება, რაღაცას უნდა მივაგნოთ, ან ნათესავი ეყოლება ვინმე, ან მეზობელი - მოკლედ, ეს ყველაზე იაფია. რამდენიც არ უნდა ღირდეს.
- ის უფრო იაფი არ არის?
- არა.
- არ მესმის. ამას მიეცი, იმას მიეცი, მერე კიდევ ვიღაცას მოუნდება... ის, ის უფრო იაფი არ არის? შენ ცოტა სხვანაირად უყურებ ამას. შენ დროს მართლაც ეგრე იყო. არ არის ეგრე ახლა, ეგრე არ არის! ახლა იმასაც დაიქირავებ და ამასაც. ეს შენი კანონი, სულაც არ არის ძვირი დღეს.
- არა, მეთქი. რასაც შენ ამბობ - ყველაზე ადვილია. იაფად თუ არ გამოგვივა, ადვილად გავალთ.

© სლავა მესხი