Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
ომი
- ალო, ნანა, შენა ხარ?
- მე ვარ, ნინიკო, მე ვარ. როგორა ხართ, რას შვებით?
- ნანა, გაზი არის თქვენთან?
- არა, ნინიკო, არა, დილით შეწყდა. ტელევიზორი არ გქონდა ჩართული?
- არა, რამე გამოაცხადეს?
- ომია, ქალო, ომი.
- როგორ გააჭირვეს ამ გაუთავებელი ომებით! ვის ეომებიან ახლა?
- არ ვიცი, ნინიკო, არ ვიცი. მე თვითონ არ მომისმენია, მამიდამ მითხრა, ხომ იცი, სულ ჩართული აქვს. ეხლა უკვე სერიალს უყურებს - რას გაიგებ. მერე და, რა მნიშვნელობა აქვს? გაზი ორი კვირა არ იქნებაო.
- რა საშინელებაა! ელეკტროზე ძალიან ძვირია, ძალიან. კარგი, გეყოფათ, რა სისულეებს ამბობთ! არა, ნანა, ეს შენ კი არა, ბაბუას ვეუბნები - სულ მობილიზაციით მაშინებს, ნიკო ხომ სკოლას ამთავრებს წელს. რამდენი ხანია უკვე კონტრაქტზეა ჯარი, და ვერაფრით გავაგებინე.
- ნინიკო, თუ გაიგებ ვისთანაა ომი მეც გამაგებინე, რა. მამიდა სერიალს უყურებს - კიდევ ორი საათი სხვა არხზე ვერ გადავრთავ.
- აუცილებლად. გურამი ხომ არ აპირებს ჩამოსვლას?
- რას ამბობ, ქალო, სამუშაოს როგორ დაკარგავს. მე ალბათ წავალ ერთ თვეში.
- კარგი, ნანა, კარგი ჭირიმე. მხოლოდ ეს გვაკლდა - ეს ომი. წინა ომის დროს სულ ტრაბახობდნენ - ზუსტი იარაღი, ზუსტი იარაღი, და გაზსადენი მაინც დააზიანეს, საშინელებაა, რა ხდება, პირდაპირ არ ვიცი. გკოცნი, ჩემო კარგო!
- ბაბუა მომიკითხე!
© სლავა მესხი