Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
შექსპირი სადარბაზოში
ღამის ორი საათი იყო, როცა შემოსასვლელ კარზე ვიღაცამ ფრთხილად დააკაკუნა.
სახლში უკვე კარგახანია ყველას ეძინა, წყლის მილებში დილამდე დაიმკვიდრა სიჩუმემ - ასე რომ კაკუნი საკმაოდ მკვეთრად ისმოდა. არა და, დენი იყო, მსურველი ზარსაც დარეკავდა, რამე რომ იყოს...
ნიკუშამ წიგნი დახურა და დერეფანში გავიდა.
- მაკა, გამოდი, მე ვარ, მაკა - ელაპერაკებოდა უხილავ მაკას ნასვამი კაცი რკინის კარს მიღმა.
მთვრალს როგორ უნდა გააგებინო, რომ მაკა აქ არ ცხოვრობს? სანამ არავის აღვიძებს, გაუშვი, ილაპარაკოს - გაიფიქრა ნიკუშამ და დაელოდა მოვლენების განვითარებას. სადარბაზოს სიბნელეში კი მიზანსცენა ტრაგიკულ ფაზაში შედიოდა.
- გამოდი, მაკა, შენს კარებთან ვფგავარ, მობილურით გელაპარაკები, რა... გამოდი, რა შე კეთილძაღლო შენა! თყუილად ხომ არ მოვსულვარ, არა? ჩემი დედა ******** რა, მოვედი, რა, იმიტომ რომ, იმიტომ რომ... მიყვარხარ, რა... მიყვარხარ, შენი დედა ******** რა, მაგრა მიყვარხარ, რა...
- ეს ხომ სიყვარულია - გაიფიქრა ნიკუშამ, - ვნებათა ღელვაა, შექსპირია!
- წამო ტო, წამო რა! როგორ გაა***** ტო, ნახე რომელი საათია, წამო რა გავაგრძელოთ, რა... - გაისმა სიბნელეში მეორე ნასვამი კაცის ხმა - ჟანრის კანონებით ეს მერკუციო უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ამ დროს მაკამ მობილურით რაღაცა, ძალიან მნიშვნელოვანი უთხრა გალეწილ რომეოს. შექსპირის პერსონაჟები მოშორდნენ ნიკუშას კარებს და კიბეებით მაღლა მიაშურეს.
- რა მაგარი გრძნობაა, ეს სიყვარული - გაიფიქრა ნიკუშამ, - ადამიანი ძლივსა დგას ფეხზე, დედის გინების გარდა ვერაფერს ამბობს, მაგრამ გული - გულია, გულს ვერ უკარნახებ...
პაემანი მაინც არ შესდგა - რამოდენიმე წუთში რომეო და მერკუციო ბრახა-ბრუხით ჩამოიარეს ნიკუშას კარებთან - ან სადარბაზო შეეშალათ, ან ქუჩა, ანდა სულაც, ეპოქა.
- როგორ გაა***** შენი სიყვარულით. წამო, რა დროზე - ცივ გონებას აწვებოდა მერკუციო.
- არა, მე შენ გეუბნები - არა. აკრიფე - ვოსემ, დვა, დვა, დვა, დვა... - იკარგებოდა სადარბაზოში რომეოს ხმა.
მალე ქუჩაში მანქანის კარმა გაიჭახუნა, და საბურავების გიჟური ძახილით მანქანა, რომეო და მერკუციო, და თვით ეს არშემდგარი სიყვარულიც, გაუჩინარდა ღამის სიბნელეში.
ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა,
რომეოსა და ჯულიეტას ამბავისთანა?!
© სლავა მესხი