Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

თბილისური ქრონიკები

- კენგურუ, ბიჭო, კენგურუ! კენგურუმ რა დააშავა? ჩანთოსანი ცხოველია... თუ პარკოსანია? მოკლედ, როგორც არის. თავისთვის იყო, წყნარად, სადღაც ავსტრალიაში. ჩამოიყვანეს, გალიაში ჩასვეს, ღმერთმა იცის, რას აჭმევენ, - ეგ კიდევ არაუშავს, ჩვენთვისაც ჩვეული ამბავია. გუშინ გავიგე - ზოოპარკში, გალიაში შევიდნენ, მოკლეს ცემით, ნეკნები სულ ჩამტვრეული ჰქონდა.
- მოიცა, კოტე, კენგურუ სცემეს?
- მაშ! კენგურუს მაინც რას ერჩოდნენ? "აბიჟნიკობაც" გამიგია, ყველაფერი გამიგია, მაგრამ ეგეთი რამ?!
- აზრზე ხარ? რამდენი იჩალიჩეს, წარმოგიდგენია! ჯერ ხომ გალიაში უნდა შეაღწიო, მერე... არც ისე პატარა რამ არის ეს შენი კენგურუ, ჩვენში რომ დარჩეს...
- ელეპარაკე, ერთი, ამას. კენგურუ - მოჩხუბარე ხომ არ არის... თარაზო. ჰა, თარაზო მომაწოდე.
- სადაა?
- აგერ, შენს უკან. ჰოო. ასე - კაია, ასეც - კაია, შეხედე, აბა, ირაკლი, ლოჯის მხრიდან.
- ახლავე. აი ეს ოდნავ აწეულია. არა, არა, ჩემსკენ რომ არის.
- ამას უსწორდება, ირაკლი.
- ესეც აწეულია.
- მოიცა, ოდნავ მივაწვები. ახლა? ჯონი, ამოიღე ხმა, როგორია?
- რა ვიცი. თითქოს კარგი სჩანს. პატრონმა თქვას.
- ჰა, ირაკლი, თქვი შენი ქურდული სიტყვა.
- კარგია. მოიცა, ერთი წამით. არა, კარგია, კარგია, საკაიფოა!
- მაშინ ერთი მოზელვა დარჩა. ქვიშა რამდენი გვაქვს, ნიკუშ?
- ზუსტად ვჯდებით. ორი პარკია. სანამ მოწევთ, მე ხელად მოვამზადებ. ირაკლი, დროა, საჭმელზე ვიფიქროთ.
- მაშინ ეს ორი რიგი უჩემოდ გაიარეთ, წავალ, რამეს მოვიტან. რას დალევთ?
- არც არაფერს. ჩაის.
- ჩაისაც მოვიტან. ნიკუშ, შენ, ალბათ ღვინოს დალევ, ჩვენთვის არაყს ავიღებ.
- ირაკლი, რა მიეცი ამ ფილაში?
- 11 ლარი კვადრატულში. სულ იძახოდა: "ნახე, ნახე რა აწერია, ხედავ - ტროა!".
- გასაგებია. თურქულია. მაინც, სამშენებლო მასალისთვის, ცოტა არ იყოს, საეჭვო სახელია. ცხრაჯერ აშენდა ეს ქალაქი, და ცხრაჯერვე დაანგრიეს.
- შლიმანი ჩვენს ბაზრობაზე არ დადის, სხვებს სულ ფეხებზე ჰკიდია. გინდ "არაშენდა" დაარქვი - ოღონდ იაფი იყოს.
- კოტე, ისინი ხომ არ იყვნენ, ისინი რა,... აი ხალხს რომ სცემენ და კლავენ დაკვეთით. კილერები, თუ კრიმინალები. ისე, რა, ვარჯიშის პონტში... მაინც არ მესმის, რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს?... სად კენგურუ, და სად კარატე?
- მოიცა, თუ ძმა ხარ, ეგენი ქუჩაშიც ნახავენ მასალას... აქ სვა ამბავია - რაღაც სხვა რამ არის დაკარგული. აი, ჩვენ დროს ასეთი ანეკდოტი იყო: მოხუცი ქალი აჩერებს ქუჩაში კაცს - "შვილო, ეს გოჭი დამიკალი" - და დანას აძლევს. "ეხლავე, დეიდა, - პასუხობს ჯეილი, - დანა შეინახე, ჩვენცა გვაქვს". იღებს ჯიბიდან ბებუთს და ეუბნება გოჭს: "გოჭო, შე პროჭო*!". გოჭი ბებუთს უყურებს და ჩუმად არის. ჯეილი ისევ იძახის "გოჭო, შე პროჭო!". ქალმა ვერ მოითმინა:
- დაკალი, რას აწვალებ?
- დანა როგორ გავარტყა, დეიდა, "პრიჩინას" რომ არ იძლევა?
- ესეც ბოლო ფილაა. ნახე რა იატაკი გამოდის! კამფეტია! ჯონი, რას იტყვი?
- პატრონმა თქვას.
- ეეე, ჩემგან კაი ხელოსანი გამოვიდოდა, ალბათ, მათემატიკურზე რომ არ ჩამებარებინა. მიყვარს ეს საქმე, კედლების ამოყვანა, და ეგეთები...
- ყველას თითო შეცდომა აქვს ჩადენილი ცხოვრებაში... ეს ეგრეა, მაგრამ, კენგურუმ, კენგურუმ, მაინც რა დააშავა, ბიჭო?

-----------
* პროჭი - ტიკის ნახვრეტის გამოსაკრავი. შდრ. ბროჭი - ესე იგი არს, რომელსა ბერძულად ონკან ჰქვიან (სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული :-)

© სლავა მესხი