Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

სასაცილოა

"სასაცილოა, პირდაპირ სასაცილოა,
კაცი რომ ღვინოს არა სვამს, აღარ ხალისობს,
როცა შეგერია თმაში თეთრი ფერია,
როცა უკვე იცი - ეს ცხოვრება ჭრელია"
ნიკუშა იდგა დიდუბის ავტოსადგურის პატარა სასოსისე ჯიხურთან, ტენტის ქვეშ. მზე უნამუსოდ აწვებოდა, გვერდზე აუდიო-კასეტების ჯიხურიდან ერთი მეორეზე გულგასახეთქი სიმღერები ისმოდა, სასოსისის ამბრაზურიდან კი - ზანტი ბაასი:
- რატომ, ნუ რატომ იცი ასეთი ცუდი "პახმელია"?
- აბა, რა ვიცი მე, ვიცი რო?...
- აჰა, ეს მაინც შეჭამე!
- არ შემიძლია, ქალო.
- აჰა, ეგებ გეშველოს.
- ვეღარ ვუყურებ...
- ყოველთვის ეგრე ამბობ. დალიე.
"...და იცი რომ არის მხოლოდ ერთი სითხე,
რომელიც რომ არასდროს არ გიღალატებს" - თავისას უბერავდა აუდიო-ჯიხური.
საინტერესოა, გაიფიქრა ნიკუშამ, არის კი, საერთოდ, ასეთი? ცხადია, რომ ამ დიდუბის რაჯ-კაპურს ღვინო აქვს მხედველობაში, მაგრამ ასე ფიქრობს ის, ვინც ღვინოს საერთოდ არ ეკარება - მე რამდენჯერ მიღალატა - ეეჰ, ამას რა დათვლის? თუმცა მეც ვუღალატე. ჩაი, არაყი, ბორჯომი, ლუდი - რა არ დამილევია? მრცხვენია, მაგრამ - საბოყინო კოკა-კოლაც კი! მოკლედ, "ეს ხომ წრეა - ლავუაზიეს კანონია".
"ქვევრის" გახსენებამ კაი გუნებაზე მოიყვანა ნიკუშა. ჯიხურის ხმამ კი შეცვალა თემატიკა, და, ამასთან ერთად, სქესიც:
"ხვალ ალბათ წვიმა მოვა,
და ჩუმად წაშლის ნაკვალევს.
ხვალ ალბათ წვიმა მოვა,
და უცებ სხვას შემაყვარებს" - ისმოდა ისტერიული ქალის ხმა.
- უყურე ერთი ამას, - გაბრაზდა ნიკუშა - შე უნალექოდ-ერთგულო, შენა! ესეც კაი ტიპია, ეს მძღოლი! თითქმის სავსეა "მარშრუტკა" - ნეტავ, რას ელოდება? გეგონება გინესის წიგნში ჩასაწერი უნდა გახადოს თავისი თავი - მძღოლი, რომელიც საქართველოში გრაფიკს იცავს!
დიდუბის ავტოსადგური მუშაობდა ჩვეულ რიტმში - აზავებდა სოფლელებს ქალაქელებში და ამზადებდა თბილისელებს სხვაგან წასასვლელად. ამ უზარმაზარ დუბეს სხვანაირი სიმღერებიც ახსოვდა:
"...დიდუბეში იქორწინა
სადაც რომ ტაძარი არის..."
მაგრამ ის დრო წავიდა, ტაძარიც, უფრო სწორედ კი ტაძრის ადგილი, დიდი დაბლობის დასაწყისშია - მეტრო "წერეთლის" გვერდზე, და როგორი ქორწილი აჭამა თამარ-მეფემ თბილისელებს - ან ვინ იცის, ანდა ვინ ვის სიტყვას ათქმევინებს წყნარად?
- აბა, ასპირინი, ციტრამონი, ბატარეიკები, პასტები, გაზეთები, კროსვორდები, დროჟი, ქალებო, დროჟი!
- ბურბუშელა, ნაყინი, ბურბუშელა, ნაყინი!
- აბა ცხელი ფენოვანი, ცხელი ფენოვანი!
ნეოლოგიზმებს მიჩვეული ნიკუშა უშეცდომოდ შიფრავდა ამ ტექსტებს - დიდიხანია იცოდა რომ ფენოვანი არის მხოლოდ ხაჭაპური, ძალოვანია - მხოლოდ სტრუქტურები, და ხელისუფლება მხოლოდ და მხოლად ლეგიტიმურია.
- ასე არ ვარგა, ძმაო - ფიქრობდა "მარშრუტკაში" ჩამჯდარი ნიკუშა, სანამ ფანჯარაში გაიქროლებდა ჯერ ჯვრის, და მერე სვეტიცხოვლის სილუეტი, - ყველაფერს შენი საზომით ნუ ზომავ, დაანებე თავი ამ ხალხს, რაც უნდათ აკეთონ. უნდათ - მილსადენი აიშენონ, უნდათ - მეჩეთი. დიდუბის რაჯ-კაპური ალბათ სწორი იყო:
"სასაცილოა, პირდაპირ სასაცილოა,
კაცი რომ ღვინოს არა სვამს, აღარ ხალისობს..."

© სლავა მესხი