Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

პირველი ხელია

- ვაიმე, სანდრო, აღარ შემიძლია! ისევ მოვიდა! რა დავაშავე ასეთი, ბოლოს და ბოლოს! რა ვუყო მე ამ ქალს?!
- დაწყნარდი. კარები მიხურე. ვინ ქალია? რა უნდა?
- სანდრო, მესამედ მოდის, მესამედ! აი, ზუსტად ერთი საათია ვუსმენ - აღარ შემიძლია! ბინა წაართვეს, მეზობლებმა თუ ნათესავებმა, კაროჩე, გადააგდეს. ჩანთა აქვს სავსე ძველი ქვითრებით. ზოგ საბუთს ისევ სტალინის პროფილი ახატია, ნუ, რა უნდა ვუყო ამას?
- შენ უთხარი რომ არასამთავრობო ვართ?
- არ ესმის ამას. ვუთხარი, ასჯერ ვუთხარი, არ ესმის.
- მოდი ასე ვთქვათ,... ჰო,... სად არის ეხლა?
- ჩემ მაგიდასთან ზის და წასვლას არ აპირებს. სამისთვის საელჩოში უნდა ვიყო, კონფერენციის მოსაწვევი ჯერ ამობეჭდილი არ არის. ნიკუშას ინგლისური ვარიანტი უკვე აქვს და ქართული... ხომ უნდა გადახედო კიდევ ერთხელ?
- კარგი, კარგი, მოდი ასე ვთქვათ, ნიკუშ, შენ მიდი, ჯერ ინგლისური ამომიბეჭდე, ნანა - ქალის სახელი იცი?
- დარეჯანი.
- შემოიყვანე. აბა დროზე, დროზე, ორივე - საელჩოში ზუსტად სამზე უნდა იყოს ყველაფერი.
კარები გაიღო და ნიკუშა ზანტად წაეთრია კომპიუტერთან. უკან გაისმა ჯერ ნანას ხმა:
- ბატონი ალექსანდრე გელოდებათ, - და მერე სანდროს თავაზიანი მიპატიჟება:
- მობრძანდით ქალბატონო დარეჯან.
ნახევარსაათში ნანამ ქართული ვარიანტი შემოიტანა ნიკუშასთან.
- გადახედა? - ჰკითხა ნიკუშამ.
- გადახედა, მაგრამ შენ მაინც ჯერ მხოლოდ ერთი ცალი ამობეჭდე. ამობეჭდილს უნდა შეხედოს.
- ქალი იქ არის?
- ჯერ ელაპარაკება, მაგრამ უკვე დაალბო. ისეთი სიტუაციაა - მოკლედ, დედაშვილური პონტია!
- მაგარია! მაგარია ჩვენი სანდრო! რაც კარგები ვართ - იმერლები ვართ!
- ნიკუშ, ჩქარა.
- შენ ტემპში პრინტერს არ შეუძლია - ნამეტანი "ტემპერამენტნი" ქალი ხარ! მიდი, ნანა, მიდი, ნუ მაწვები, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. მე თვითონ შემოვუტან.
- ღმერთო, რატომ დამსაჯე ამ ბებრებთან მუშაობით?
- ახალგაზრდობის ცოდვებს რაც შეეხება - ყველამ თავისას მოუაროს, ყველამ თავის მამიდასო...
- ნიკუშ, ერთხელაც, და...
- აჰა, მზად არის. წამო, ვნახოთ, რა დარჩა სანდროსგან.
კაბინეტის კარებთან მოხუცი ქალი დაწყნარებული სახით ემშვიდობებოდა სანდროს:
- მადლობა შვილო, ძლივს არ შემხვდა ნორმალური ხალხი? თქვენ გაიხარეთ, ჩემო კარგებო, დიდი მადლობა.
- კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო დარეჯან.
ქალის სილუეტი ნელა დნებოდა ბნელ დერეფანში.
- გადახედე, სანდრო, და გავამრავლებ. რა უთხარი ასეთი, ბიჭო, რას დაპირდი?
- უფასო იურიდიულ კონსულტაციას ჩვენს მეგობრებთან.
- კონსულტაცია - კაი რამეა, მაგრამ კონსულტაციის გამოყენება...
- კაი, კაი, მაცალეთ ეხლა, გადავხედო. აჰა, აჰა, კარგია, კარგია. ნანა, ინგლისური ვარიანტი მომიტანე. შეხედე, ორგანიზაციის დასახელება ქართულად თითქოს ოდნავ უფრო პატარა ჩანს, თუ მეჩვენება?
- გავადიდოთ, ადგილი არის.
- კაი გაადიდე, და გაამრავლე პირდაპირ, მე ნუ მომიტან. ვასწრებთ?
- ასეთი კატალიზატორით? - ნიკუშამ ნანას შეხედა და ამოიოხრა - როგორ მეცოდება ის ელჩი...
- აბა დავტრიალდეთ, დავტრიალდეთ. ელჩმა კიდევ მადლობა უნდა გვითხრას. ასეთ ლამაზ ქალს სად ნახავს? ამ თვალსაზრით ჩვენი პატარა საქართველო დიდ ბრიტანეთსაც კი სჯობია.
- მართალი ხარ სანდრო. თან ცალკე მადლობა, რომ ამ ღონისძიებას ჩვენ ვატარებთ. არასამთავრობო მაინც - პირველი ხელია. მთავრობას რომ იგივე დაავალო - უფრო ძვირი დაგიჯდება, იქ ხომ მეორე, მესამე, და, ვინ იცის, კიდევ რამდენი გაშვერილი ხელი გაიჩითება.

© სლავა მესხი