Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა

შედიხარ სტუდენტურ სასადილოში საათის, ასე, თორმეტის ნახევარზე, სწრაფად უვლი გვერდს უფერო კომპოტის ჭიქებს და თეთრხალათიანი, ოფლიანი ქალის ხელიდან ღებულობ, როგორც ხსნას, ცხელი წვნიანით სავსე თეფშს - ზუსტად ორი ღრმა ალუმინის ჩამჩა. სამზარეულოს სიღრმის სიბნელეში რაღაც თუხთუხებს, და ქალის, ისედაც გაურკვეველი სილუეტი იკარგება არომატიან ბურუსში. მრავალჯერ დათვლილი ხურდა ფული გადადის შენი ჯიბიდან მოლარის უჯრაში, მარცხენა ხელით გიჭირავს ლამბაქი დაჭრილი პურით, მარჯვენას კიდებ ცხელ თეფშს, და სანამ თვალი ეძებს თავისუფალ ადგილს სასადილოს დარბაზში, შენ გრძნობ, რომ თითი იხარშება ცეცხლოვან წვნიანში. რა უნდა ქნა?! არაფერი. ნელი ნაბიჯით - თითი ცეცხლშია - შენ მოძრაობ თავისუფალი მაგიდისკენ, და როცა თეფში დაბინავდა პლასტმასით გადაკრულ მაგიდაზე, შენ გიკვირს, რომ თითს უკვე აღარ სტკივა, პირიქით, სასიამოვნო სითბო, რომლის ფესვი სადღაც თითის წვერშია, მიქრის იქ, მაღლა, და ილექება მეხსიერებაში, იმისათვის რომ გაგახსენდეს 35 წლის შემდეგ, გოგირდის აბანოს ცხელ აუზში ჩაძირვისას.
ასე, სრულიად გაუგებრად, განაგებს მისი უდიდებულესობა მეხსიერება, როცა ვერ იხსენებ გუშინდელს, ვერ პოულობ გვერდზე გადადებულს, და უცებ ამოფეთქავს ზუსტი და, თურმე დაუვიწყარი დეტალი შორეული წარსულისა - შენ ამით ცხოვრობდი, ის არსად წასულა, უბრალოდ ელოდებოდა რაღაცას, მსგავსს.
ასე მოგდის, როცა ვახშმობ მარტო, საზაფხულოდ დაცარიელებულ ბინაში, ბინდის მონატრებულ სიგრილეში. მაგიდაზე - ბევრჯერ წაკითხული წიგნია, ჩაის ფინჯანი სავსეა ცივი კახურით, კიტრი და პამიდორი გარეცხილია და დაჭრილია ოთხად. დღე ზანტად იწურება, კახურთან ერთად, როცა, უცებ, ღვინის ტანინიანი გემო გადაგისვრის სადღაც კახეთში, ლაღად გაშლილ ეზოში, სადაც ცეცხლთან მოქუჩებული ქალები ხის კოვზით ურევენ ქვაბში თათარას, ბავშვები ენერგიული ალერსით აწვალებენ ორ კურდღელს, აივნის ჭერქვეშ ჰკიდია უამრავი, წყვილად დათვლილი ჩურჩხელა, და არე-მარე გაჟღენთილია ჩამქრალი ქეიფის განცდით.
რომელი დალაგებული ჭკუა ახსნის ცელქი მეხსიერების ზოგერთ ოინს? დიდი ხანია არ მასვენებს ახალგაჭრილი საზამთროს შეუდარებელი სურნელება, რომელიც ვიგრძენი ჭუბერ-აზაუს თოვლიან გადასასვლელზე. გვერდზე ჩანდა ყინულებში ჩაცმული იალბუზი, ქვევით - აზაუს წყლის ვერცხლისფერი ძაფი, აქ რა უნდა საზამთროს? მაგრამ ჩემთვის უხილავი საზამთრო იმდენად რეალური იყო, რომ ჩამოვრჩი მეგობრებს და დავიწყე ძებნა - ეგებ ვიღაც ოხუნჯს აქ ამოუტანია? მერე კი მივხდი, რომ ეს იყო ახალგაკვალული თოვლის სუნი, მაგრამ რამდენჯერ მიცდია ამის დაჭერა მთაში, სხვა თოვლიან ფერდობზე - ის უკვე აღარ განმეორდა. თოვლის, ამინდის, მზის და შეგრძნების თამაში უნიკალური აღმოჩნდა, თუმცა ვინ იცის...
და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო საინტერესო და მოულოდნელი ხდება არა მხოლოდ ჯერ კიდევ არარსებული მომავალი, არამედ წარსულიც, თითქოს უკვე შემდგარი და დასრულებული, მაგრამ, თურმე, სიურპრიზებით აღსავსე.
და აწმყო? რა არის აწმყო? ვსქელდებით, ვმათხოვრდებით, წყალწაღებულები ხავსს ვეჭიდებით... არა გჯერა? გაიხედე ფანჯარაში... თუ არა და, სარკეში მაინც ჩაიხედე - იმიერსარკეთიც ხელწამოსაკრავი არ არის.

© სლავა მესხი