Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
ქართველები
დილიდან სამსახურში დენი არ იყო და ნიკუშას მაგრად შესცივდა. წუხელ მეათე ბლოკმა ისევ იბუთქა, ასე რომ უდენობა სავსებით ბუნებრივი იყო, მაგრამ წინასწარ რა იცი - სამსახურში მაინც მოვიდა და დენს ელოდებოდა - რიტუალს პატივი უნდა სცე.
- წავალ, ახლა, მე, სინათლის ფულს გადავიხდი, სანამ არ დამეხარჯა ეს ოხერი, - გაიფიქრა ნიკუშამ, - რაღაც არ ეტყობა, რომ მალე მოვიდეს დენი. დღის მეორე ნახევარში, შეიძლება, გენერატორიც აამუშავონ, და საერთოდ ვეღარ გავალ.
სწრაფი ნაბიჯით გაიარა სასტუმრო "აჭარასთან", სადაც აუდიო აპარატურის სახელოსნოს თავზე დიდი ასოებით ეწერა "სმის გამაძლიერებლების შეკეთება", და გაეღიმა ნაცნობ ტექსტზე. "შეიკვრებოდა, ახლა, ერთი ასოს წრე, და ცხოვრებას ხალისიც დააკლდებოდა. ისე, დროა ვიფიქროთ გამაძლიერებლებზე - ახალ წლებში მალე დაგვჭირდება..." ასეთ ფიქრებში წასულმა მიაღწია ზოოპარკს, და ვარაზისხევის აღმართზე აუხვია.
აღმართში სულ ათიოდე მეტროზე იდგა ძველთაძველი ავტობუსი, რომლის კარებთან უაზროდ მოძრაობდა მამაკაცების ჯგუფი. ზოგს პალტო ეცვა, ზოგს პიჯაკი - ჭრელი იყო ხალხი. "რაიონიდან არიან", - შეატყო ნიკუშამ, და ზოოპარკისაკენ დაქანებული ნაძვნარით გვერდი აუარა ჯგუფს - ტროტუარი დაკავებული იყო. ზოგჯერ ხომ გამოგდის ყველაფერი სრაფად! - საათიც არ გასულა და გადახდილი ქვითრით ჯიბეში ნიკუშა ჩამოდიოდა ვარაზისხევით. ავტობუსი შორიდან დაინახა ძველ ადგილას, მაგრამ ხალხი არ ჩანდა. სამაგიეროდ ისმოდა დოლ-გარმონის და სიმღერის ხმა. ხმებში მღეროდნენ, ზოგი ხმა კარგი იყო და მაგარი, ზოგს კი სიმთვრალე უკვე ეტყობოდა. ტროტუარის პირას, ნაძვნარის ორნაბიჯიან ვაკე ადგილას, ავტობუსის "ზაპასკაზე" გაშლილი იყო სუფრა, ანუ დღევანდელი გაზეთი. გაზეთში ეწერა უამრავი ვერსია - ვისი ხელი ურევია მეათე ენერგობლოკის აფეთქებაში, სუფრაზე კი იყო მწნილი, ყველი და პური. ხალხი ჩვეული ტემპით მოძრაობდა ტროტუარით, მაგრამ ნიკუშამ, რატომღაც, ნაბიჯს მოუმატა და სუფრას თვალი აარიდა. ზურგიდან გაესმა "ჰეი, ჰეი!"
ტელევიზიის შენობასთან ნიკუშამ სლალომით გაიარა ამოშვერილ მიკროფონებში. რეპორტიორები საზოგადოებრივ აზრს ჰქმნიდნენ, და ამისათვის მოსახლეობის აზრის ფრაგმენტებიც სჭირდებოდათ, ნიკუშას კი სულ სხვა რამ აწუხებდა: "ვინ იყო ის მოქეიფე ხალხი, მართლაც, ვარაზისხევში საქეიფოდ ხომ არ ჩამოვიდნენ? ჰა, კარგი, მწნილს, ყველს და პურს ხელად იშოვი, დასალევზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ დოლ-გარმონი საიდან ჰქონდათ?"
- მოიცა, მოიცა, - უცებ დალაგდა ყველაფერი ნიკუშას ტვინში, - ესენი ხომ ქართველები არიან, თბილისში რომ მიდიოდნენ, დოლ-გარმონს აუცილებლად ჩააგდებდნენ ავტობუსში! აი რატომ მოვუმატე ნაბიჯს, მეც ხომ ზუსტად ეგეთი ვარ - ვინმეს რომ ეთქვა: "აბა ერთი დაგვილიე!", უარს ვერ ვეტყოდი, მერე გასტრონომშიც გავირბენდი, და, მოკლედ... აუ, რას გადავრჩი, ბიჭო!..
© სლავა მესხი