Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
პროგრესის მატარებელი
დღეს უკვე არ ახსოვს ნიკუშას, რა იყო ის პროგრესის მატარებელი - რაღაცა ხომ იყო - საკმაოდ ხშირად რომ კითხულობდა ამის შესახებ მაღლა კედლებზე, სადაც ვერ წვდებოდა "გია", "სოფო", "მანჩო" ზეთის საღებავით, ახსოვს მხოლოდ ის დრო, როცა ეს მატარებელი გავიდა ჩვენი ლიანდაგიდან, გაქრა, გაუჩინარდა არაელექტროფიცირებულ ბინდში ფელინის გემივით, და უკვე რამდენი ხანია არ დაბრუნებულა. დავიწყებული მატარებლის მაგივრად ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა, დამკვიდრდა, და ეპოქის სიმბოლად იქცა "მარშრუტკა", მეგობარ-ქვეყნებიდან ჩამოტანილი მიკროავტობუსი. მეგობარს მხარში თუ არ ამოუდგები, რა მეგობარი ხარ? ჰო და, ვეხმარებით ჩვენს მეგობრებს ძველი ავტომანქანების უტილიზაციაში...
კეთილი მარშრუტკა უამრავი მოტორიზებული რიქშის ოჯახს არჩენს, დარბის წარმოუდგენელი მარშრუტებით, ჩერდება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც თვით სიტყვა "შეჩერება" ჟღერს როგორც "კოზა ნოსტრას" განაჩენი, და პატიოსანი მოქალაქის დეკლარირებული შემოსავლის ნახევარს მაინც ითხოვს თვეში. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, და აი უკვე თვითმმართველობა ჩვეულებრივ გზაჯვარედინამდეა დაყვანილი, სადაც იგი მშვენივრად უწევს მეზობლობას უქმ შუქნიშანს და ჩასაფრებულ ავტოინსპექტორს. მოასწრებ - გაივლი, არ დაგიჭერენ - გაივლი უფრო შორს, მთავარია მოძრაობა, ნებისმიერი მოძრაობა, არ მოგწონს არსებული? - შექმენი ახალი, არა გაქვს შნო? - ფეხით მაინც იარე, არ გაჩერდე - გაიყინები...
სოფლის მარშრუტკით თბილისში ჩამოსული ნიკუშა დიდუბის ავტოსადგურთან ისევ მარშრუტკას, მაგრამ უკვე ან ვერისას ან ვაკისას, ელოდებოდა. სოფლის მარშრუტკა - სულ სხვა ჯიშია, აქ ყველა ერთმანეთის ნათესავი თუ არა, მეზობელი მაინც არის, ფეხი რომ ჩადგა სადმე გასასვლელში, ჯერ მძიმე ჩანთა უნდა გაწიო გვერდზე, მძღოლი მარშრუტის ბოლო სოფელში ცხოვრობს, და მარშრუტს ისე კვალავს, როგორც პასაჟირს უნდა, პატივისცემის ამბავში - ცხადია, და ბოლო საჯდომზე უნამუსოდ მთვრალი კაცი თვალებს აბრიალებს, და ყველას გასაგონად იძახის: "მე ვარ პაპა მორო, პაპა მორო დამიძახეთ, უჩემოდ აქ ჩიტი არ გაფრინდება". მშვენივრად გაფრინდება უშენოდ ჩიტი, ჩემო მორო, შენც პატივისცემის ამბავში ჩაგაჯინეს მარშრუტკაში, კარგადაც იცოდნენ რა შარში ეხვევიან, მაგრამ ცოდვა ხარ, არ დაგტოვებდნნენ ქუჩაში მთვრალს.
აი ოცდათორმეტიც გაიჩითა, და თავჩაღუნული ნიკუშა გაძვრა სკამებს შორის უკან, სადაც ერთი თავისუფალი ადგილი ჩანდა.
წერეთლის პროსპექტი გვაქვს გასავლელი, ამას იოლად გავივლით, მერე დინამოს სტადიონთან ბაზრობა გაგვჭედავს ცოტახნით, მერე კი გზა ხსნილია, მალე სახლშიც ვიქნები - ფიქრობდა ნიკუშა. მარცხნივ, ორადგილიანი წინა სკამის ჩრდილში ვიღაც გაუგებარი ტიპი იჯდა, მარჯვენა ადგილებს იკავებდა ჩვეულებრივი ვაკელი ქალბატონი შვილთან ერთად. ბიჭი იყო ხუთი - შვიდი წლის და ხელით ეკავა საჯდომზე დამდგარი სათამაშო ცხენი. უკანა საჯდომზე ორადგილიანი და სამადგილიანი არ არსებობს - არის საერთო სკამი, ოთხ ადამიანზე გაანგარიშებული, მაგრამ რამდენი მგზავრი ეტევა მანდ - ზრდილობის და პრაქტიკის საკითხია.
წერეთელზე მარშრუტკა ორჯერ თუ სამჯერ გაჩერდა, ყველა ახალი მგზავრი ასე თუ ისე მოთავსდა, და ფეხზე დარჩა ბავშვიანი ქალი. ბავშვი იყო წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონა, დაახლოებით იმ ასაკისა, მომავალი მხედრიონელი რომ იყო. ნიკუშამ დაპრესა გაუგებარი ტიპი, მარცხნივ რომ იყო, მაგრამ ბაშვის ადგილი მაინც ვერ განთავისუფლდა - ცხენი ძალიან ლაღად ბალახობდა უკანა სკამზე.
- გაიწევი, ლაშა? - ჰკითხა დედამ, და სინანულით შეხედა ცხენს.
- არა! - თქვა ბავშვმა და ცხენს უფრო მაგრად მოკიდა ხელი.
წინ მჯდომმა ქალმა, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავდა გვერდში - თქვენ ალბათ იცით, ქართველი ქალი პირველი მშობიარობის მერე სიგანეში რომ წავა, და მეორე მშობიარობის შემდეგ შეიკერავს ახალ განიერ კაბებს, და ამით დაემორჩილება თავის ბედს - უსაშველო მუხლებზე აიყვანა ერთი ბავშვი, გაათავისუფლა მიკროსკოპიული ადგილი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ჭორფლიანი გოგონასთვის, და ხმამაღლად წარმოსთქვა:
- ხომ არის რა, უნამუსო ხალხი!
- რატომ მლანძღავთ, ქალბატონო? - ხელად უპასუხა მხედრიონელის დედამ - მე ხომ ფულს ვიხდი მგზავრობაში, რატომ უნდა შემავიწროვოთ? დაელოდეთ შემდეგ მანქანას, ნუ დააჯენთ ზედმეტ მგზავრს, ისწავლეთ მარტივი წესი, ბოლოს და ბოლოს! რა ეშველება ამ ქვეყანას?!
- ნეტავი, ერთი შენ! - ჩაიბურდღუნა ნიკუშამ...
© სლავა მესხი