Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!
ბოლო ფასი
- ახლა, მოდი ასე ვთქვათ: სერიოზული ხალხი ვართ, ტყუილად რომ არ დავხარჯოთ დრო, პირდაპირ გვითხარით, თქვენთან კაცი რა ღირს?
- შემოტანით, თუ...?
- ორივეს ფასი გვითხარით.
- რამდენზე გაიშლება?
- ორასზე.
- თქვენ თუ შემოიტანთ, კაცი ღირს ორი ლარი, და ისე, როგორ გითხრათ... მარხვით აკეთებთ თუ ქალაქურად?
- ქალაქურად.
- აი, ზუსტად ახლა, ორასზე ვშლით. მობრძანდით, თვითონ ნახეთ. თუ, ამნაირად გაშლილი გაწყობთ, კაცი იქნება, ასე, თორმეტი, რა...
- შევხედოთ.
_ მობრძანდით. აი ეს არის. შეხედეთ თვითონ.
- ეს ბელუგა ხომ არაა?
- როგორ გეკადრებათ? ზუთხია, ფერს შეხედეთ. მხოლოდ ბაჩოკებია.
- ლოქო პირველი მაცივრიდან მოგაქვთ?
- მე ვხედავ , თქვენ საქმესთან ახლოსა ხართ.
- ჰოო, აქ, პრინციპში, ყველაფერი გასაგებია. მიკროფონი გაქვთ?
- რა თქმა უნდა. რამე რომ იყოს, აქ დამატებითი მაგიდა უპრობლემოდ გაიშლება, ოცი-ოცდაათის ფარგლებში არ შეგვეშინდება.
- ცხელი რა იქნება?
- ლობიო შემოვა ცხელი, შემწვარი კარტოფილი, ოსტრი, ხაშლამა, და ბოლოს შილა.
- კარგი. ახლა, ბოლო ფასი გვითხარით.
- თორმეტზე ნაკლები არ იქნება. თუ გნებავთ, თქვენ თვითონ შემოიტანეთ, მაშინ კაცი ღირს ორი ლარი.
- ღვინის ჭურჭელი გაქვთ? ბოცები, კანისტრები?
- კი ბატონო, ოციანები და ორმოცდაათიანები სახელურით.
- მაშინ, დავაბეოთ ეს საქმე და ხვალ ღვინის ჭურჭელზე გამოგივლით. იცოდეთ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, თანაც, ამ უბანში ვცხოვრობთ, მეზობლები ვართ.
- ყველაფერი იქნება ისე, როგორც კაცურ კაცს ეკადრება! მით უმეტეს, რომ მეზობლები ვართ!
- აგერ, დათვალეთ.
- ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, ოტ ი დო. კარგად ბრძანდებოდეთ! ჰო, კორკოტი თქვენზეა. ორი კილო ხორბალი კმარა ამ საქმისათვის - ზედ გადაგივა. თუმცა თქვენს ქალებს არ შეეშლებათ.
- ესეც ეგრე. ერთი საქმე გადავაგორეთ. კაცის ფასიც გავიგეთ. იქ, თერთმეტი რომ გვითხრეს, დარბაზიც უარესი იყო, სკამებიც არ ვარგოდა, და საერთოდ... ეტყობა თორმეტი ნაღდი ფასია. კაცი თორმეტი ღირს ახლა, აშკარად ღირს, სულაც არ არის ძვირი. მაშ, კაცი - თორმეტი... ხედავ შენა, მალე კაცობის ფასსაც ჩოთქით დათვლიან!
- რა პრობლემაა? ორასზე ვშლით, კაცი - თორმეტია, ესე იგი, ორი ათას ოთხასია სულ. ეს არის, ძმაო, შენი კაცობა.
- ჰოო... ადამიანობა ალბათ უფრო ძვირი გამოვა - ქალის ფასიც ხომ უნდა შედიოდეს...
© სლავა მესხი