Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

შენ რა გინდა?

- ეეე, ახლა სკანერი მქონდეს! ამას გადავიღებდი ერთი ერთთან და ახალ ციფრებს ჩაგიხატავდი. ორი ფურცლის აკრეფა კლავიატურიდან არ გინდა, ახლა?
- შენ რა გინდა? დაგიჯდები გვერდით და გიკარნახებ. გაიგე რა, შენც - მეჩქარება. რამდენი ქრთამი მაქვს დასარიგებელი, იცი? დღეს უნდა მოვასწრო ყველაფერი.
- სახლში როგორა ხართ? ხომ მშვიდობაა?
- ვართ. თქვენგან დავიწყებული. დავიწყო?
- მოიცა, ამ ზედა ნაწილს მე თვითონ, აქ განლაგება არის მნიშვნელოვანი. აი ასე. მიდი ახლა, აი აქედან.
- შ. პ. ს. "ლეჟერი 2000", მძიმე, მისი დირექტორი კახაბერ პეტრიაშვილის სახით, მძიმე, შემდგომში გამყიდველად წოდებული, მძიმე... დაწერე, გამყიდველად წოდებული?
- არა, არ შემიძლია მასე. მომე, მე თვითონ. უნდა გადავხედო ტექსტს - რობოტი ხომ არა ვარ. მაშ ასე, აჰა, აჰა, გასაგებია, გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს, აქ ბიჭო, რაღაც ლოგიკა არის! მერე, მერე, აჰა, ხის დამუშავების მრეწველობის ნარჩენებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. გასაგებია. რაოდენობა და ხარისხი - აქ ახალ ციფრებს მერე მეტყვი. მოწოდების სახე და ვადები... სახმელეთო ან საზღვაო გზით... მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე... ფორს-მაჟორი.. ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა ეპიდემიური ან სტიქიური უბედურებები. ეს ეპიდემიური უბედურება - რაღაა?
- უბედურება არის უბედურება, შენ რა გინდა, შე ინტრიგანო! მიდი, მიდი აკრიფე.
- ვკრეფ, ვერ ხედავ, ვკრეფ. ლუიზა რას შვება?
- წვალობს, წვალობს. და ტვინს მიღრღნის.
- კაი, ბიჭო, შენი ტვინი რა დელიკატესია? ბავშვები? უფროსმა დაამთავრა?
- ამთავრებს, წელს ამთავრებს, არ ვიცი, რა უყო. სადმე რომ გავაგზავნო - შნო არა მაქვს, და აქ დარჩენას რა აზრი აქვს? დიდი პრობლემაა...
- ამ ქაღალდის ცხვირსახოცს ხომ ხედავ, ცოლმა მითხრა ცხვირსახოცს აწი არ გაგირეცხავო, ამით გაიწმინდეო. ჰო და, რა აწერია ამას, ხედავ? ტორპაკ - ისტანბულ. საიდან აქვთ მასალა? შენი ლეჯერით ანუ ჩვენივე ტყით ვიხოცავ ცხვირს, და კიდევაც ფულს ვუხდი ამ ჩვენს მეგობრებს. გამყიდველად კი არა, მოღალატედ უნდა იყოს წოდებული, ეს თქვენი დირექტორი. გვექნება კიდევ შვილებთან პრობლემა.
- შენ რა გინდა? ჯერ ეს ერთი - ტყე არ არის ეს; ნარჩენებია. მერე - მე რა ვქნა? შენ გგონია, მე რამე მრჩება? საჭმლის ფულია - ორი კაპიკი.
- ციფრები მითხარი.
- აქ 100 ტონა, აქ 500 ტონა. ეს, ძმაო, კომერციაა. ვისაც ფული აქვს, ის ყიდულობს. ენგურ-კომბინატს ფული რომ ჰქონდეს, იმას მივაწოდებდი ამ ნარჩენებს. ეს ხომ წრეა - ლავუაზიეს კანონია! გახსოვს "ქვევრი"?
- "ბავშვობიდანა ვზივარ". ყველანი ამ ქვევრში ვზივართ. აჰა, ძმაო, შენი კონტრაქტი. ნორმალურად ჩამოხვალ როდისმე? ამ სირბილ-სირბილში მხოლოდ შენს ქაღალდებს ვხედავ.
- შენ რა გინდა? ჩამოდი ჩემთან, გაქეიფებ გემრიელად, ლაღად, ამ ბოღმას მოგაშორებ. სულ რომ ზიხარ ამ ქალაქში... არა, მართლა, ბიჭო, შეხედე, ხალხი ცხოვრობს, ჩალიჩობს, შენ რა გინდა?

© სლავა მესხი