Back to Meskhi.Net * წიგნის ყდა * დათარსული დილა * არ დაგეკარგებათ! * გაინძერი! * ჭკუის დარიგება * მათხოვრის ინსტრუქციები * აბანო * მათხოვრის არჩევანი * ახალი ამბავი * როცა დადნება თოვლი * თითო-თითო დავასაფლავოთ! * შენ რა გინდა? * დაცვა * ბოლო ფასი * პროგრესის მატარებელი * აპოლონიჩ * ქართველები * მოძრაობა * პირველი ღამე * წავიკითხოთ! * ვერ შეიშნოვა * სახინკლის ფილოსოფია * წვნიანი, ტიბაანი, საზამთრო და სხვა * კერძო * მყუდრო იყო! * პირველი ხელია * სასაცილოა * თბილისური ქრონიკები * შექსპირი სადარბაზოში * 25-ე კადრი * ომი * ყველაზე იაფია * ლიტერატურული დიალოგი * თავისუფალი თემა ანუ მოსულა * დროშები ჩქარა! * თავისუფლება შავკანიან ქართველებს! * კარგი * არც ერთი სიტყვა * შეხვედრა ამომრჩევლებთან * ცისფერი კარტი, ანუ ქვევრი * დამეხმარე * მაიმუტანგები * ლობიობა * დუსელდორფის რეისი * წუთისოფელი * ძაღლის ბედი * ზეციური საქართველო * როგორ დაიჯდები სახლში? * გადარჩენა * ჭუბერი * შინისაკენ * დამკვირვებლები * აბდანაზია * ჰელოუ, მისტერ ჯექსონ!

თითო-თითო დავასაფლავოთ!

- დაასაფლავეთ?
- ჰო, თითო-თითო დავასაფლავეთ.
- როგორია?
- მაგარია. კარგად ჩადის.
- თუ გამოიცნობთ, რისგან არის?
- ბიჭო, რაღაც სასწაული გემო აქვს, ვერ ვცნობ. ხილის არაყი კი არის, მაგრამ... ქლიავის არაა, კარალიოკის არაა... ვერ ვცნობ, რაღაც. კარტოფილს მიხედე, მზად ხომ არაა?
- არა, ნუ ჩქარობ, კარგად შეიბრაწოს. შენ რას ფიქრობ?
- სანთლის იქნება. არომატი აქვს თავისებური. მერე, შენ ძმას სკები ხომ აქვს?
- ჰქონდა. ახლა ცოტა დარჩა, ვირუსმა მოსპო.
- ფუტკრებსაც გრიპი აქვთ? კომპიუტერებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ!
- ესეც კარტოფილია! გაათავისყფლეთ ადგილი ტაფისთვის. აი ეს პატარა ფიცარი დადე ცენტრში. არა, არა, მეორე, ყავისფერი. ჰო, ეგ არის.
- აი ეს არის ცენტრი. დავბერდი, მაგრამ თვალი ძველებურად ჭრის.
- ცენტრია, თუ ეპიცენტრია, მომე ჩქარა ჩანგალი. ჩვენთან, ინსტიტუტში, სამოქალაქო თავდაცვის უფროსს ვაგიჟებდით ერთი კითხვით: "ამ ატომურ ბომბს, როგორ ახვედრებენ ზუსტად ეპიცენტრში?" - ბომბი და სროლა ძალიან სასაცილო თემატიკა იყო, მაშინ.
- აბა, ერთიც დავასაფლავოთ!
- როგორ უხდება კარტოფილს ყველი. და, საერთოდ, რა კარგია ცხოვრება!... ზოგჯერ...
- მნებდებით? ვერ გამოიცანით?
- არაყი არის მხოლოდ ორნაირი: - კარგი და ძალიან კარგი. ეს ძალიან კარგია. სთქვი, ბიჭო, ამოშაქრე, რისგან არის?
- კივი. ეს კივის არაყია.
- მოიცა, კივი ხომ ფრინველია. რაღაც ტროპიკული სირია.
- ჰო, და კაკადუ მცენარეა. ვაი, შე მართლაც სირო! გესწავლა ბოტანიკა სკოლაში, არ იქნებდი ახლა ყოფილი მათემატიკოსი.
- სკოლაზე გამახსენდა. ეს ნამდვილი ამბავია, მეგობარმა მომიყვა. დგას მოხუცი მასწავლებელი წვიმაში, ქოლგით ხელში, ავტობუსის გაჩერებაზე, იყინება. უცებ, ახლოს ჩერდება მანქანა, კარები იღება: - "დაბრძანდით, მედიკო-მასწავლებელო!" ჩაჯდა მანქანაში ქალი, და ეუბნება მძღოლს: - "სულ რომ ვიმეორებდი, სოსო, ისწავლე, ისწავლეო! რა კარგია, რომ არ დამიჯერე! ახლა იდგებოდი შენც ამ გაჩერებაზე..."
- მოიცა კივი საიდან არის? ეს ხომ ტროპიკულია!
- რა ტროპიკი, რის ტროპიკი?! ჩემს ძმას უკვე ათი ძირი აქვს ბაღში. წელს ბევრი ჰკონდა, ლპებოდა, და ექსპერიმენტის სახით გამოხადა.
- მანდარინი? მართლა, მანდარინის საქმე როგორ არის, რუსეთში გააქვს?
- არა, ეს ვარიანტი უკვე მოკვდა. რომც გაიტანო გემით, ვის რად უნდა, იქ უკვე ევროპული მანდარინია, თითო-თითო ქაღალდშია შეხვეული.
- რუსეთი დიდია. შენ, ალბათ, სანაპირო ზოლზე ლაპარაკობ.
- აბა, იქით რას გაიტან, გზაში ისე დაგაყაჩაღებენ, არაფერი დაგრჩება. არა, არა, ეს ადგილი უკვე დაკავებულია.
- აბა რას უშვება იმ მანდარინს? ასაფლავებს? არყისათვის ხომ არ ვარგა?
- ყელში ამომივიდა ეს პრობლემები. ვქეიფობთ, თუ არა? დავასფლავოთ, დავასფლავოთ! თითო-თითო დავასფლავოთ!

© სლავა მესხი