სკოლა და საავადმყოფო, თონე, მეჩექმე, დალაქი,
ნაღდი საქმე, ნაღდი ხალხი, ამით შენდება ქალაქი,
სადაც ცხოვრობს მუქთახორა, მექრთამე და ავაზაკი.
ვაკის პარკში ფოთლებს წვავენ - არომატი სევდიანიარის, ალი არ ჩანს, მხოლოდ კვამლი მოდის ლაჯიანი,
ბოლო სითბოს ცივ ჰაერში აზავებს ბარაქიანი
შემოდგომა. ალაგალაგ ფერფლით თბება ხეივანი.
ფიქრობს დღეს მამადავითი, რუხი ნისლით დაფარული,არის ანძა, პანთეონი, მთაწმინდისა შუაგული,
ჩვენც ვიფიქროთ, გავიხსენოთ ეს უნარი დაკარგული,
ისევ ჩვენ რომ ავაშენოთ ჩვენი ხელით დანგრეული.
ჩემს ჯიბეში, გარღვეულში, ობლად მიდევს ლარიანი,ზედ ქაღალდზე დახატული არის ლურჯად ფიროსმანი.
ნიკალავ, შე უბედურო, არ გეღირსა თუმნიანი?
კარგი... მე კი მაინც მიყვარს შენი ღამე მთვარიანი!
აივნიდან შემოტანილი ცივი ვაშლი და ჩურჩხელა,დიდ ოთახში სანთელია, გარეთ დერეფანში ბნელა,
შავი ღვინო, თიხის დოქში, საუბრით ილევა ნელა,
ახალი დღის საჩუქარსა ხვალ მიიღებს ალბათ ყველა.
საახალწლო კანფეტივით მთლად დავკარგე გზა და კვალი,ან სად ვარ უკვე ნამყოფი, ან საით ვარ მიმავალი?
არა უშავს, მალე წყდება კეთილ სურვილთა ტრიალი,
გადაუვლის ვერცხლის ქაღალდს ჩვენი ცხოვრების ბორბალი.
შენთად ერთად, ჩემო ძმაო, ერთხელაც არ მიქეიფია.ღვინოს ვსვამდით, პურსაც ვჭამდით, მაგრამ გულს კი არ უგრძნია:
"ცოცხალი ვარ, და ჩემს ირგვლივ ყველაფერი - რა კარგია!"
დრო და ღვინო მენანება - ორივე დამიკარგია.
ბევრი რამე გვავიწყდება ლუკმა პურისა შოვნაში,არ გვიკვირს რომ გვერდზე გვიდგას ოხერიცა და ოღრაში,
- მოიცა კაცო, რა დროსია! დრო მიდის, ამასობაში...
კაცი ხარ ადამიანი? ჩიხირთმა ხარ თუ ბოზბაში?
ვიწრო ქუჩა სოლოლაკში, ქვაფენილი, კუზიანი,სწორზე ფეხბურთის თამაში - ათი ლუდის მაზიანი,
სიტყვა გესმის ლაპარაკში: ზემელი და მეიდანი,
ეს წარსულთან მომავალში მისჯილი გაქვს პაემანი.
თბილისური ჩუქურთმებით ჩემი ბავშვობის აივანი,მაცივარი ყინულებით და სპილენძის ჩაიდანი,
ეზოებში ერთად ვხდებით, არჩევანი-არადანი,
- წალეკილი ცხოვრებისა კუნძულები ბუნდოვანი.
ქარი, ცივი მარტის ქარი, გვათამაშებს ჩვან ავდარი,ხულიგანივით ხმაურობს, აჯახუნებს კარს ზამთარი.
ამბობენ, რომ ჩვენში არის ჩვენი ბედის საწინდარი,
მაშ საიდან ქრის ცივი ქარი მარტში ყოველ წელს, მითხარი?
ჭალას ამღერდა ბულბული, ცხვირწინ დაფრინავს ბუმბული,დილით ხშირად გვხდება თვალში ღიპიანების ძუნძული,
უმიზეზოდ აკაკანდა გიჟი და გადარეული.
ჭკუათხელიც კი მიხვდება - მოსულია გაზაფხული.
მუნჯი, ენაბლუ და ჩლუნგი ფიქრითა და შრომით ძღება,ენით არავის აგიჯებს, არც არავის ემტერება.
განა ვინმემ დააფასა ეს სიკეთე? ენიჭება
პირველობა ენის სიგრძეს, აზრი კი ლაყაფში ქრება.
მთის ბილიკოვ, საცალფეხო, ძმა ხარ უენო, ერთგული.შენ უქეიფოდ მიწილადე ამ მიწა-წყლის სიყვარული.
ზამთარს ჩუმად მელოდები, მძიმე თოვლით დაფარული.
არ გაქრები შენ, თუ ჩემ შვილს დღეს ასწავლე სიარული.
ცივ ოთახში წიგნის თაროს ეკიდება აბლაბუდა,დღითი დღე ცარიელდება, იჩუტება სულის გუდა,
ვაჭრის სამეფოში კაცის ნამდვილ ფასსა ფული ზღუდავს,
ვერ აცდები ოცდაათსა, იესო გქვია, თუ იუდა.
ცივია, გამჭვირვალეა ჰაერი ილევა ღვინივით.მიკვირს, ეს ხომ ზამთარია, რომ მეზარება ჭირივით.