* ჰიმიპიტი-სომხურად ნიშნავს: მეც ეგ მინდაო.ტირილი ცხვირზე ჰკიდიაო.ტირილით დამთესი სიხარულით მოიმკის.ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო.ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს.ტკბილი ენა გველს ხვრელიდან გამოიყვანს.ტკბილი ენით მდევი მოსწველეო.ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს.ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო.ტკბილის ნაჩვევი, მწარეს ვერ შეჭამს.ტლეკვია კაცი ცხრაჯერ გაასამართლეს და ვერა დააკლეს რაო.ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო.ტურა და მელა ორივე ერთ გზას არიან მავალნი.ტურა ტოროლას ასწავლიდაო.ტურამ ქვეყანა დააქცია, მგელს ბრალდება აქვსო.ტუჩით მკოცნის, ენით კი მკბენს.ტყე უყურო ნუ გგონია და მინდორი უთვალოო.ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია.ტყეში არ წახვიდე! ტყეში ვდევდი ველურსო, შინ დავეცი ყვერულსო.ტყეში ტურა არ გამოილევა.ტყეში წავიდე - კაცი არა მყავს გზის გამასწავლებელი.ტყუებ-ტყუებით ლევრლებს გაუთენდაო.ტყუებ-ტყუებით პატარძალი დაორსულდაო.ტყუილად ჯდომას, ტყუილად შრომა სჯობიაო.ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო.ტყუილი კაცს შეარცხვენს.ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო.ტყუილის მთქმელს რა სარგებულობა აქვსო და - მართალსაც აღარ დაუჯერებენო.ტყუილს ბოლომდის უნდა მიჰყვე, რომ გაკიცხოვო.ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.ტყუილს ნუ ამბობს, თორემ ქარი ადგება. ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- უადგილო სიმართლე დიდ ხანს ვერ გაცხოვრებს.
- უბაღო და უძაღლო ოჯახი დაყრუებულიაო.
- უბედოდ არაფერი იქნება.
- უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო.
- ურგები შვილი წყალსაო.
- ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო.
- ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება.
- ურემი რომ გაჩერდება, ხარებს უნდა გაუტყლაშუნო.
- ურემი რომ ჭრიალს დაიწყებს, საპნის წასმა უნდა.
- ურემმა რომ შეშა არ მოიტანოს, თვითონ შეშა არ არის?
- ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს.
- ურიგ-მარიგობამ ზღვა დააშრო.
- ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო.
- უსწავლელი ვაჟკაცი სიბერის დროს გაწბილდების.
- უსწავლელი გონიერი მიჯაჭული ლომიაო.
- უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ფათერაკს თვალი არ უჩანს.
- ფანცი-ფუნცი გაცვდება, შავი მიწა დარჩება.
- ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო.
- ფარამ რომ ხეს შებღავლოს, გახმებაო.
- ფარაში მგელი შევარდა - ვაი ერთის პატრონსაო.
- ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდებაო.
- ფაფა კარებამდინაო.
- ფახა-ფუხი კასრაძისა, ხმალი მაისურაძისა.
- ფეიქარ ფაშა შეიქმნა, მაგრამ ნიადაგ თავისას იგონებდა: ვაი შენ ჩემო საფეიქრო, მარტიკო და მასრომაქოო.
- ფერი ლალისა, გემო წყალისა.
- ფერისცვალობა დღეს ირემი ხეს არ გაექექებაო.
- ფეხი ისე გადადგი, რომ თვალში ჩხირი არ მოგხვდესო.
- ფეხიანი, თორემ უფეხო სად წავაო?
- ფეხიანს დავეშუროთო, თორემ უფეხო არსად წაგვივაო.
- ფეხით დავარდნა გერჩივნოს, ენით (სიტყვით) დავარდნას.
- ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა.
- ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო.
- ფია-ფუა შვილსა და დიდი ლუკმა დედასა.
- ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური).
- ფიქრი არ არის გურჯისა, წამოიკიდებს ხურჯინსა.
- ფიჩხი ჩაჰყარე, პური მალე ამოჰყარე.
- ფიცი გასტეხს მტყუან კაცსა.
- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს (ქურდმა მამალი მოიპარა, კალთაში დამალა, მაგრამ ბოლო უჩანდა; პატრონს ეფიცებოდა: არავიცირაო, პატრონმა უპასუხა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო).
- ფიცი პატარაზე გასჭრის.
- ფლავი გაატარესო და - მე რაო? - თქვენსა შეიტანესო და - შენ რაო?
- ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას.
- ფოთოლი რომ მიიტანო, სახლს ისიც შეემატება.
- ფონი გასავალს დალოცე.
- ფრთხილთა დედანი არა სტიროდეს.
- ფრინველი არის, რომ ხორცსა სჭამს. არის ფრინველიც, რომ იმის ხორცი არ იჭმევა.
- ფრჩხილით გასახსნელი კბილით გასახსნელად რად გავიხადო?
- ფუტკარი ასი თვალი გყავდეს - ერთი თქვი და ერთი გყავდეს - ასი თქვი.
- ფუტკარი რომ შეგიმცირდეს, სკები მოამზადეო.
- ფუტკარს თავი თაფლში ედვა, კიდევ თაფლს ეძებდაო.
- ფუტკარს რომ ზურგი უჩვენო, ისიც ზურგს გიჩვენებსო.
- ფუტკრის და ჭიანჭველის შრომა კაცსაც ჭკვას ასწავლისო.
- ფური არ დაიკვლის ერთი წლის ბერწობისათვის.
- ფური ნახე და საწველელი ისე ითხოვე.
- ფურმა იწველა, იწველა, ჰკრა ფეხი და დაღვარაო.
- ფურო, დადგა მაისია, ცური კარგა გაივსია.
- ფურო, ვისი ხარო - ვის კარზედაც ვბღავიო.
- ფული კლდეს გამოესობა.
- ფული პატარა ღმერთიაო.
- ფული ფულთან მივაო.
- ფუფუნებაში აღზრდილი უძლური იქნება, არც თავს არგია, არც სხვასაო.
- ფუჭი კაკალი არც ყვავს არგია, არც კაცსაო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ქადაა, ქადაო, გულზე გადაჰქარდაო.
- ქათამ მორეულს მტერ მორეული სჯობიაო.
- ქათამი რომ დაგვილს ნახავს, გულს შემოეყრებაო.
- ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო.
- ქათამმა სთქვა: "თუ ღმერთს ჩემთვის ბედი სდომნოდა, დედაჩემს ძუძუებს მისცემდაო".
- ქათამმა სთქვა: იმ დღესა ვფიცავ, როცა ჩემი პატრონი ორმოდან ფეტვს ამოიღებს გასაფენადაო.
- ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო.
- ქათამს უთქვია: მარილს ღვდლის ცოლის მეტი ვერავინ მომასწრობსო.
- ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო.
- ქათმის შესაძლო კვერცხია.
- ქათმისთვის უკითხავთ: საიქიოს რა ამბავი მიიტანეო? - რაღა ამბავიო: ცხვარი დაკლეს, მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს - ზედ წამაკლეს, თხა დაკლეს და ზედ წამაკლესო.
- ქანქი-ქუნქი ქანქარაო - გინდ ყოფილა, გინდ არაო.
- ქართველმა მოზელა კი იცოდა და გამოცხობა - არა.
- ქართლი იმიტომ დავამდე - თოვლს დასდებს, აღარ აიღებს, რაც მოსავალი მომივა, მოვა ბატონი - წაიღებს.
- ქართული სიყვარული - ლანძღვააო.
- ქარი ვაზს ფოთოლს ვერ დააყრევინებს.
- ქაჩალი თავს არ მოიფხანს, მოიფხანს სისხლს მოიდენსო.
- ქაჩალი ისე არ მოკვდება, დალაქი არ დასჭირდესო.
- ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო.
- ქაჩალმა უთხრა ქოჩრიანსა, "აი შე ქაჩალო"- ვო.
- ქაჩალმა წამალი იცოდეს და თავის თავს მოირჩენსო.
- ქაჩალს ერთი ნავი სავარცხელი ახარესო.
- ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო.
- ქაჩალსა ჰკითხეს: ვინ უფრო გძულსო? და ვინც თავი დამბანაო.
- ქებას ნახვა სჯობიაო.
- ქერი მქონდეს, ჩემს ცხენს ვაჭმევ.
- ქერის პური და დინჯი ყური.
- ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო.
- ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება.
- ქვა რაკი ადგილიდან დაიძვრება, ბუმბულზე უფრო დამსუბუქდება.
- ქვა ქვას ეცა და მე შუაში დამიტანაო.
- ქვავ, აგორდი და მე ნუ მეცემიო (მომხვდებიო).
- ქვას კლდიდან დანაგორებსა, დამსხვრევა არ ასცდებაო.
- ქვაცა აქვს და კაკალიცა, თავში შემოსაკრავიცა.
- ქვევრს არა ჰკითხავდნენ და - "ასი კოკისა ვარო!"
- ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
- ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო.
- ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა.
- ქველის სახელი მოფინე, ნუ მოისურვებ ქებასა.
- ქვეყანა ბორბლიანია, ზოგს აქეთ აბრუნებს, ზოგს - იქეთ.
- ქვეყანა გველით შეღობილი როდია.
- ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო.
- ქვეყანა ქარვასლაა, ზოგი შედის, ზოგი გამოდის.
- ქვეყანა ქვეყნის მოვალეაო.
- ქვეყანა ქვეყნობითაა.
- ქვეყანა ჩალით დახურული როდია.
- ქვეყანაზე კეთილი კაცის სახელის მოხვეჭაზე ძნელი არა არის რა.
- ქვეყანას რომ ცეცხლი ედებოდეს, შენ ნავთს გადაავლებო.
- ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო.
- ქვეყნის მაზიარებელი, დარჩა უზიარებელი.
- ქვეყნის სატირალს ცენტერაძის მოლოზანი სტიროდაო.
- ქვეიდან გამოძვრა, სიპში შეძვრა.
- ქვიდან ქვაზე გადმავალსა, წყალსაც ფერი შეეცვლების.
- ქვით ქვათა სტეხენ და რკინით რკინას ულესავენ პირსაო.
- ქვისლებმა ვირი ყანიდან ვერ გამოაგდესო, სიძემ და ცოლის ძმამ კი დევი ყურით დააბესო.
- ქვიშის საბელი ვინ დაგრიხაო.
- ქვრივ ქალს ქმარი ვერ დაეყვედრებაო.
- ქვრივი დედაკაცის ქალს ნუ შეირთავ, სათუთად ეყოლება გაზრდილიო.
- ქვრივი, რომ გალამაზდება, მეტად გალამაზდება.
- ქვრივმა სთქვა: ისეთი ბედი ვინ მომცა, რომ სანეხვეზე ჩურჩხელა ვიპოვნოო.
- ქისტი კაის მალოდინ კვდებოდაო (ხევს.).
- ქისტს დუმაის ხსენება ჭამად მიაჩნიაო (ხევს).
- ქიც ვიცი და ქიცმაცურიც, რძალიც მყავს და დედამთილიც.
- ქმარი მუშა არის, ცოლი კალატოზი (ქმარს მასალა მოაქვს, ცოლი აშენებს).
- ქმარი მცემს, მაზლი მაგინებს, შვილი მილესავს დანასა, თუ დედამთილმა შეიტყო, ის დააშაქრებს ყველასა.
- ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს მოუყვებოდაო.
- ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო.
- ქოთანი დაგორდა - სარქველი იპოვნაო.
- ქოთანი ქვაბს აქებდა, მაგრამ ჭვარტლი არც ერთს არ აკლდაო.
- ქოთნის ამბავი ციცხვსა ჰკითხეთო.
- ქონება თავს არ დამალავს.
- ქონება მგზავრია.
- ქონი აიღეს და მსუქანს მიაკრესო.
- ქოროღლის ჰკითხეს: კოჭ-მაღალი ცხენი სჯობია, თუ კოჭდაბალიო? - კოჭდაბალიო. მაშ, როგორ ყოფილა, რომ კოჭ-მაღალს უჯობნია? - ნაბიჯი დიდი ჰქონიაო.
- ქოროღლიმ სთქვა: ყარაიის მინდორი კარგ ცხენს ეყოფა ერთ გაჭენებაზედაო.
- ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო.
- ქორო, ბევრისა მდევარო, ბევრჯერ დარჩები მშიერი.
- ქორს აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას ელოდაო.
- ქორწილი ჩემის ძმისა და აღაპი პაპაჩემისაო.
- ქორწილში შესულმა კაცმა სთქვა: მამა ჩემმა გამომაგდო, წადი შვილო, ჯანაბასა, ღმერთმა ყოველთვის შემაგდოს მე ამნაირ ალაგასა.
- ქორწილში ძაღლებიც მივლენ.
- ქოფაკმა რომ კურდღელი გამოგიგდოს, დაჭერაში ჩაუთვალე.
- ქოფაკმა ძაღლმა კარგი ძებნა იცისო, მაგრამ ცხვირში ეკალი ეჯავრებაო.
- ქრთამი ღმერთთანაც სჭრისო (გავაო).
- ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო.
- ქუდი დასდე და სამართალი ისე გადასჭერი.
- ქუდი მტვრიანი მინახეს და "მეწისქვილე" დამარქვესო.
- ქუდი სიცხე-სიცივისთვის კი არ მხურავს, არამედ ნამუსისთვისო.
- ქურდთან რომ გაიარო, შენც ქურდს დაგიძახებენო.
- ქურდი და ქურდის ამხანაგი ერთნაირად დაისჯებიანო.
- ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს.
- ქურდი თხლეზე დაიჭირესო.
- ქურდი ისე არ სტყუის, როგორც ნაქურდალის შემნახავიო.
- ქურდი მთხრობელს მიხვდებაო.
- ქურდი სამს დღეს ბარმა მალა, სამასი-მთამ, მაგრამ მაინც გამოჩნდაო.
- ქურდის შემნახველიც ქურდიაო.
- ქურდმა ერთი ცოდვა ჰქმნა, დამკარგავმა - ათასიო.
- ქურდმა თავისი წისქვილი მოიპარაო.
- ქურდმა სთქვა: სახლში ისე არ შევალ, რომ ერთი მუჭა ნაცარი მაინც არ ჩავიგდოვო.
- ქურდმა ფიცი იშოვნა, შინ მახარობელი გაგზავნაო.
- ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო.
- ქურდობის შეწამება თუ გინდოდეს, ჯამი და ბაწარი დაიჭირე ხელში და ტყის პირად გაჩერდიო.
- ქურდს რა უყვარს? - ბნელი ღამეო.
- ქურდს ფიცი პირზე აკერიაო.
- ქურდს ქუდი ეწვისო (სოფლად ერთმა კაცმა ქურდობა ჩაიდინა, მეორე დღეს შეიკრიბა ხალხი და გამართეს მსჯელობა, უეცრივ მამასახლისმა დაიყვირა: არიქა, ქურდს ქუდი ეწვისო, ერთმა გლეხმა უმალვე ქუდს იტაცა ხელი და ამგვარად, ყველა მიხვდა, რომ ქურდი ის გლეხი იყო).
- ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
- ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
- ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
- ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
- ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
- ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
- ღარიბის ლუკმა ტკბილია.
- ღარიბისთვის ლუკმის მიწვდა მადლია.
- ღარიბს გული დაეწვა სიღარიბის ცეცხლითაო, მდიდარს სახლი დაეწვა ღარიბ კაცის ვერცხლითაო.
- ღარიბს ორი ეხარჯება, მდიდარს ერთიო.
- ღარიბსა კაცსა ვინ მისცემს აღების ღამეს ღვინოსა, მჭადი ჭამოს და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა.
- ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა.
- ღვდელს ჰკითხეს, მოწმე ვინა გყავს და დიაკვანიო.
- ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან.
- ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო.
- ღვინო უფროსისაო, წყალი უმცროსისაო.
- ღვინომ სთქვა ჭაჭინაურმა: უცეცხლოდ წამოვდუღდები, ჭკვიანსა კაცთან ბრძენი ვარ, გიჟ-კაცთან წამოვფრინდები.
- ღვინომ სთქვა: "ჭკვიან კაცთან ბრძენი ვარ, რეგვენთან წამოვჩქარდები".
- ღვინომ ხეი გახეთქა და კაცს რაღას უზამსო?
- ღვინოს დავლევ მარგულსა, არც წელს მატკენს, არც გულსა.
- ღირსი არა ხარ მელანო თეთრი ქაღალდის წერასა.
- ღობე ყორეს ედებაო (ბევრი საქმის გამომკიდე).
- ღობემდე რომ გინდოდეს, ღობეს იქით დაიჩემეო.
- ღონე ყველა კაცსა აქვს, მაგრამ ღონესაც მოხმარება უნდაო.
- ღორი ლაფში გორვას არ მოიშლის.
- ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო.
- ღორი როცა დაიკვლება, წონა მაშინ გამოჩნდება.
- ღორი საღორეში არ შევა, სანამ ზურგზე თოვლი არ დაედინება.
- ღორი ჭაჭაზე მოკვდაო და ხმა გავარდაო.
- ღორის თავი ხალიჩაზე დადვეს, იმდენი იგორა რომ ისევ ლაფში ჩავარდაო.
- ღორის კუდი ნუ გექნება, თორემ ეშვები თავის თავად გამოგებმისო.
- ღორის ტყავს ძაღლი რას დააკლებს, რეერთიც უნდა ჰძღიძოსო (მესხ.).
- ღორზე და დათვზე ღონიერი არაფერია, მაგრამ ღორობა და დათვობა მოსდევსთო.
- ღორმა გვერდი იქ იბრუნა, სადაც დიდი ლაფი ნახა.
- ღორმა თქვა: სანამ გოჭები დამეხვეოდნენ წმინდა წყალსა ვსვამდი და როცა დამეხვივნენ - მღვრიე წყალიც დამეკვეთაო.
- ღორმა მოგება იცის კოჭამდის, ზარალი ყელამდის.
- ღორმა სთქვა დამკალ და შემაფასეო.
- ღორს თუ დინგით ვერა - კუდით მაინც იცნობენო.
- ღორს რომ რქებიც მისცე, მთელ ქვეყანას ამოაბრუნებსო.
- ღორს უთქვია: თუ შემინახავ, მეც შეგინახავ, თუ არ შემინახავ და აღარც მე შეგინახავო.
- ღორს უთხრეს ქეჩოში ქერი გიყრიაო - მე კი პირი არ მიწვდება და გინდ ცხრა მთას იქით ეყაროსო.
- ღორსა ქეჩო უსველდებოდეს, გავა უსქელდებოდეს.
- ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ყანა რომ წახდა, ბაღჩამ შემოუძახაო.
- ყანას უთქვია: აპრილში ფეხი ავიდგი, მაისში თავი წავისხი, თიბათვეში გული ჩავიდევ და მკათათვეში - მოვიმკიო.
- ყარყუმი რამ მოკლა და თავის ენამაო.
- ყაჭმა სთქვა: "ჩემს პატრონს რომ ცალი თვალი არა ჰქონდეს უკეთესიაო".
- ყბას ნუ მიქცევო!
- ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო.
- ყბედის პირი ძაღლის კანით არის მოქონილი, რამდენიც არ უნდა იყბედოს, არ მობეზრდება.
- ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო.
- ყვავი კაჭკაჭს სტაცებდა, კაჭკაჭი კრუხსა, საწყალი წიწილა ყველას მაგიერ ზღავდაო.
- ყვავი ნაგავზე იჯდა, ბოლოს არიდებდაო.
- ყვავი ჩხიკვის მამიდაო, გაფრინდა და წავიდაო.
- ყვავისა კვერცხისაგანა ყვავი დაიჩეკებაო.
- ყვავილმა სთქვა: "თუ სადმე გამიგონო, რკინის ქალამნით შემომიარეო."
- ყვავმა ყვავს წასძახა: "შე ყინჩლიანოვო" (ყრინტიო).
- ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა.
- ყვავს ბატონად ზრდიდნენ და - ყლაპიყლაპის იძახდაო.
- ყვავს რა აქვს, ბუს რა მისცეს?
- ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგიაო.
- ყვავს შევარდნად ზრდიდნენ, ყრონტს იძახდაო.
- ყვავს შვილი მოუკვდა და ბუს მიუგდო, შენ დიდი თავი გაქვს და იტირეო.
- ყვავს ხმა ვინ მისცა?
- ყველა ბებასა სცემდა, ერთი მეც წავუქნიოო.
- ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო.
- ყველა გლახა ფაფხურობს.
- ყველა გლახას დიდი გული აქვს.
- ყველა დაბალ ღობეზე გადადის.
- ყველა თავის ბედის მკვერავია.
- ყველა თავისას სჩიოდა, მენახირე ბუზანკალასაო.
- ყველა თავისებურად გიჟდებაო.
- ყველა კაცი კაციაო, კახაბერი კი სხვა კაციაო.
- ყველა კაცი სიკვდილის შვილია.
- ყველა კაცი ფეხს იხდიდა და კახაბერი იცმევდაო.
- ყველა მელას თავის კუდი მოსწონსო.
- ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლ ქმრობა კი ზეცაშიო.
- ყველა სიკვდილმა გვერდით ჩამიარაო, შვილის სიკვდილმა გულზე გადმიარაო.
- ყველა სტყუა, ამხანაგობა - არაო.
- ყველა ფრინველი ფრთით ფრინავს და ქალი კი თავის ქმრითაო.
- ყველა ფრინველი ხეზე ზის, მწყერი მიწაზე გოგდება.
- ყველა ყველას არგია, მუცელი მუცელს არ არგია.
- ყველა ჩირი მიჭამია, შენ რაღა ხარ ლეღვის ჩიროვო.
- ყველა ციცინათელას მისდევსო.
- ყველა ძაღლი ერთი ჯოხით არ გაიდევნება.
- ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია.
- ყველა წმინდის დასალევად (სადღეგრძელო) ერთი კაცი სამგორიდან დაბრუნებულა.
- ყველა წყალში რომ ჩააფურთხო, რომელიღა უნდა დალიოვო?
- ყველა ჭაში რომ ჩააფურთხო, რომელი წყალიღა უნდა დალიო?
- ყველა ხის ძირში რომ დაისვრები, წვიმა რომ მოგეწიოს სადღა გადიყუდრებო?
- ყველაზე მეტად თვალს იმას აკლია, ვინც თავის თავს აქებს.
- ყველაზე საძნელო კაცისათვის თავისი თავის ცნობაა.
- ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს.
- ყველამ სხვისი სჭამა - ქურდმა კი თავისიო.
- ყველამ ღმერთი ახსენა - ლომმა კი არაო.
- ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს.
- ყველაფერი გასწორდება ბოროტების მეტი.
- ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი.
- ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო.
- ყველაფერს აკლდებოდა, სარეცხს კი ემატებოდა.
- ყველი და პური - კეთილი გული.
- ყველი და პურის მჭამელმა ღმერთს აღარ შეხედაო.
- ყველი ყველად ამომიღე, სველი მაწვნად გამიკეთეო.
- ყველი ჭამიას ყველი აგონდებოდაო.
- ყვითელი ოქრო შავი დღისთვისო.
- ყიდვა-გაყიდვა დედმამაშვილობაშიაც კიაო.
- ყიდვა ძვირისა კარგისა, ზედ გამოღება სართისა.
- ყინვა ხორცს მაძრობს, სიცხე გულს მაძრობს.
- ყმათ თქვეს: ეს მთა იმ მთას ეცემა, ჩვენც ბატონისგან წყალობა რამ მოგვეცემაო.
- ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო.
- ყმაწვილი ტირილით იზრდება, გოჭი - ჭყვირილით.
- ყმაწვილის ნაწლავი ღობეზე ეკიდა და მაინც ფანცქალებდაო.
- ყმაწვილო, სიარულში გეტყობაო (ავკარგიანობა).
- ყმაწვილს გვამი პატარა აქვს და სული დიდიო (მოუსვენარია).
- ყმაწვილს ხელმწიფეზეც დიდი უფლება აქვსო.
- ყმაწვილსა და გიჟს - არა ეძრახვითრაო.
- ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო.
- ყოველგვარ ჭირს ფეხი ზიდავს, ფეხს - არაფერიო.
- ყოველი კაცი თავისი ჭირის მჭამელია.
- ყოველი საათი ჩვენ გვკოდავს, უკანასკნელი კი გკვლავს.
- ყოველი ფრინველის ხორცი როდი იჭმევაო.
- ყოველი ყური ვერ შესძლებს ხვაშიადისა სმენასა.
- ყოველს დროსა სიტყვა უნდა, ლაპარაკს მისი ადგილი.
- ყოველსა თევზსა კალმახი სჯობს, კალმახსა - თხინა ჭყანი.
- ყორანმა შაშვის ჯავრითა, შროშანი მოჰკლა: შენც შავი ხარ და ისიცაო.
- ყორღანიშვილი ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა.
- ყრმა გასულ გამოსული სჯობს, ქალი კერას პირს მჯდომიო.
- ყრმა სწავლაში დამშვიდდების, რკინა ცეცხლში დარბილდების.
- ყრუთათვის ასჯერ არ რეკენ.
- ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო.
- ყური და თვალი მისთვის არ იზრდება რომ ბევრ რამეს ჰხედავენ და ისმენენო.
- ყური იმიტომ არ იზრდება, რომ ბევრის გამგონიაო.
- ყურით ვისმენ და ძაღლი არა ვარ, კუდი რომ გავაქანოო.
- ყურმა სთქვა, უცხო ამბები რომ მესმის, იმიტომ არ ვიზრდებიო.
- ყურმოჭრილი ყმა და ბრმა ერთრიგად უნდა იყვნენო.
- ყურძნის ქურდი იანვარში დაიკვეხებსო.
- ყურძნის სიყვარულით ღობეს ჰკოცნიდნენო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- შაბათს გადაწმენდილი, კვირა სადილობამდეო.
- შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქმნილი.
- შავ ღორს თუნდა აღმა აფხანე, თუნდა დაღმა დაფხანე, მაინც ისევ ღორია.
- შავ ღორს შავტუხა არ დაელევაო.
- შავი გული და თეთრი კბილიო.
- შავი კანის ჩენასა, შავი ფარატინის აფარება სჯობია.
- შავი ტანი და თეთრი ტანი აბანოში გამოჩნდებაო.
- შავი ქვა და ნაცარი ცხელიო.
- შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.
- შანილის აშლა სჯობდა მაგის აშლასაო (ბავშვზე ითქმის).
- შარი ხეირად გადაექცაო.
- შარშან ჩემი შვილი ცხენს აჭენებდა, წელს კარზე ვერ გადიარსო.
- შარშან მამიდა მომიკვდა, წრეულს ახავაგლახმეო.
- შაშვმა სთქვა: "ქალს იმას დაუძახებ, ვინც ახალწელიწადს წიწილის ამოპურებას მომასწრებსო".
- შეაქეს მურია და შეაჭამეს მგელს.
- შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.
- შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო (ლხინსაო).
- შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.
- შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
- შემოდგომაზე ბუზები მწარედ იკბინებიან.
- შენ გძინავს, ვალი იზრდება.
- შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.
- შენ იმისი გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინია.
- შენ მოკეთეს სამჯერ მოსწიე, თუ არ მოვიდეს, - ჰკარ, უკუ და გააგდე.
- შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.
- შენ რომ გგონია ერბო - ქონია, რომ მოადუღებ - ღორის ქონია.
- შენ რომ დიდი ტანი გქონდეს, ჩემი შეიდიშისა რა ბრალია.
- შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.
- შენ შენს ფუშრუკს მოურიეო.
- შენ ხილი ჭამე, მებაღე რას გეკითხებაო.
- შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.
- შენგან არ იკვირს?!
- შენზე დადგა შენი გვარი, შენ დადექი მეწისქვილედ.
- შენი ბატონი ხიდად რომ გაგედვას, ზედ ნუ გაივლიო.
- შენი გამზრდელი ეშმაკი ჩემი გამოზრდილიაო.
- შენი გულის პასუხს მიჰხედე, ის გეტყვის თუ კი ჰკითხავო.
- შენი გოჭის ხუთშაბათი შენს პაიჭებს ეტყობაო.
- შენი ენა მოლს მოსწვავსო.
- შენი თავი თოროზას გუდაში.
- შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
- შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.
- შენი მეზობელი შენს სხვენზეაო.
- შენი მტერი, ვისაც მოჰხვდება მჭედლის კვერი.
- შენი სვი და შენი სჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე!
- შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.
- შენი ჯაგლაგი აჭენე სხვის ბედაურის ჭენებასა.
- შენს მოტყუებულს კიდევ მოტყუილება სჭირია.
- შენს მტერს თუ ხელთ აქვს ისარი, ნურც შენ გიჭირავს - ფიცარი.
- შენს მუცელში ქორწილია, ჩემში ნიშნობაც არ არის.
- შენს რას იკვეხი, მოხუცო, ყანა ამინდზე ჰკიდია.
- შენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც უნდა.
- შენსას ვარახელა, ჩემსას არაფელა!
- შენც გინდოდა, მეც მინდოდა, მოციქული რად გვინდოდა?
- შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.
- შენც წახდი, მეც წამახდინე.
- შეუვლით შვილი არ შეიქმნებაო.
- შეუცოდავი მამაცი გულოვნად გამბედავია.
- შეშინებული ძაღლი ერთი წელიწადი ბუჩქს უყეფდა.
- შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
- შეძახებულიო, წყალწაღებულიო.
- შეძლეული პური ძაღლმა არ შესჭამაო.
- შვიდ მაისს რომ შვიდი ღერი ყანა იდგეს, ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
- შვიდ სადილზე შეესწრო, შვიდი ლუკმა აიღო.
- შვიდი ჭურის ამდუღებელიო.
- შვიდწელიწადს მერმე დედმამას შვილის ცოდვა არ ეკითხებაო.
- შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.
- შვილი მამასა თამაშს ასწავლიდაო.
- შვილი მამისაო, მოსწიე გვარისაო.
- შვილი მოგიკლა, თუ სიცრუე მოგიგონოო? - შვილი მომიკალიო.
- შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.
- შვილი მოჯალაბისას მიაბარე და გამოიზრდებაო.
- შვილი მტრულად გამოზარდე, მოყვრულად გამოგადგებაო.
- შვილი სიყვარულს შუა ჰყოფსო (ცოლ-ქმარს შუა).
- შვილი ჩემია, მაგრამ ჭკუა თავისი აქვსო.
- შვილი ჩვენი გვიყვარს, ცოლი კი - სხვისიო.
- შვილის გაზრდას ათი კოდი ფეტვის დახვრეტა სჯობიანო.
- შვილის მიზეზით დედა ძღება ხოლმე (რამე მოუნდება და შვილს მოიმიზეზებს, ამას უნდაო).
- შვილის სიკვდილი მირჩევნიან ცილის დაწამებასაო.
- შვილმა გული გაიარა, შვილისშვილმა - გულის წვერი.
- შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.
- შვილს დედმამა ხაზინა ჰგონია.
- შინ გარიგებული საქმე გარედ არ გამოდგება.
- შინ მიტანილი ქვაც ქადააო.
- შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო (გინდ მკვდარი, გინდ შინ მოუსვლელი).
- შინ მშვიდობა, გარეთ გამარჯვება.
- შინ მცემენ, კარში ვერ მითქვამს, კარში მცემენ, შინ ვერ მითქვამს.
- შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.
- შინაური ქალი ელამია.
- შინაურ ხარს მოზვერს ეძახიანო.
- შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
- შიში თავს ზევით არ წავა.
- შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.
- შიში სიკვდილისგან (გადამდებისგან) ვერ იხსნისო.
- შიშით ღვთის წყალობა ვერავის უთქვამს (ბოროტისათვის).
- შოლტი ისე უნდა მოიქნიო, რომ შენვე არ მოგხვდესო.
- შორეულ ცხენოსანს ახლობელი ვიროსანი სჯობიანო.
- შორს მოუარე და მშვიდობით დაბრუნდიო.
- შრომა ბედნიერებააო.
- შუა ბაზარში მტრისა არ ეშინიანო (მხდალზე იტყვიან).
- შუა კაცის გული ჩალვათიაო (ხსნილიაო).
- შუაღამემდის ქმარი ეხვეწებოდა, შუაღამის მერე ცოლიო.
- შუაღამისას დათვი მზეს ეფიცებოდაო.
- შური ფრინავს ჰაერში, სიკეთე კი - მთლად ერში.
- შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.
- შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.
- შფოთისა მტერსა მიუშვი გამოცდილების მდინარე, შემოირეცხე მთლად მწიკვლი, მტრისაგან გასაცინარე.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ჩავვარდი საგონებელსა, ვითარც კამეჩი მორევსა.
- ჩავლილი ბევრი მინახავს, ამოვლილი კი - არა.
- ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო.
- ჩამავალი მზე ამომავალ მთვარეს განზე უყურებსო.
- ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო.
- ჩანჩალა კაცი წინ ვერ წავაო.
- ჩაწიხლე წაქცეულიო.
- ჩემი ავლადიდება კატას აეკიდება.
- ჩემი ავლადიდება კურდღელს აეკიდება.
- ჩემი არ გითხრა, გული რით დაგწყვიტო?
- ჩემი გაჭედილი ხატის ამბავი მე უკეთ ვიციო.
- ჩემი ენა ტიტია, ყბაში კარგა მიტკიცა.
- ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი.
- ჩემი ვირი კი მოკვდა და ეს ქალაქი რიღას ქალაქიაო.
- ჩემი კაბის სახელიო - ჩემი ჟიი საფერიო. სადაც წაველ, სულ თან წამყვა ჩემი ძველი სახელიო.
- ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო.
- ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.
- ჩემი სამართალი თოფის პირზე მაქვსო - უთქვამს აჭარელს.
- ჩემი სამართალი ჩემი ხანჯალია.
- ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
- ჩემი ურგები ქოთანი ქვასა, და მაწონი - ძაღლსაო.
- ჩემი ურგები შვილი წყალსაო.
- ჩემი უსიამოვნო - მარჯვენა ხელიც არ მინდა.
- ჩემი წყევლა ტალივითა, მეზობლისა - წყალივითა.
- ჩემი ხელი შენ ხომ არ მოგეხმარება!
- ჩემი ხნის კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.
- ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო.
- ჩემმა თავმა ქვა მარტყა.
- ჩემო ბამბის ტომარაო, ყურთა გესმის თუ არაო? მე რომ ჯოხი მოგაბარე, მოიხმარე თუ არაო?
- ჩემს არამკითხე შვილსა რასაც არა ვკითხავდი, იმას ატრაკუნებდაო.
- ჩემს ბაღში ხილს არავის მოვაწყვეტინებო.
- ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა.
- ჩემს თეთრ თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.
- ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.
- ჩემს მუნიან თავზეც შემოჯდება მწყერი.
- ჩემს შვილს ისე მეზობლის ჯავრზე ძირს ვერ დავახეთქებ, რომ მეზობლის ქათამს საკვერცხე გაუსკდესო.
- ჩვენებიანთ ჭაკი ვირი გაძღება და გაგორდება.
- ჩვენთვის არ გათენებულა და არც გათენდება.
- ჩვენი გოგიტა ქართველი ახირებული კაცია: სიმშილით კუჭი უხმება, სტუმარს დაუკლა ვაცია.
- ჩვენი თხები თქვენ თხებთან ვერა სძოვენ.
- ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ.
- ჩვენსა ყლაპე, ყლაპე!. თქვენსა კაპე, კაპე!.
- ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
- ჩვეულებამ პანღური ამომკრაო.
- ჩიკორა ცემით მოკლეს, რატომ ძმა არა გყავსო.
- ჩიტი ეკალს შეეხიზნა და ტოროლა - კურცხალსაო.
- ჩიტი მთაში გაიზარდა, მთას შეაკვდაო.
- ჩიტი ნარს შეეხიზნა, წვიმა მომიფარეო.
- ჩიტი ნეხვზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო.
- ჩიტი სჭამდა გოგრასაო, ვაი ამ დროს მოყრასაო.
- ჩიტი ფერხულში ჩაება და იძახდა: "ფეტვი, ფეტვიო".
- ჩიტი ფრთითაო, ქალი ქმრითაო.
- ჩიტი წიწკნად არა ღირდა.
- ჩიტის ნანახი კანაფი არ გაიხარებსო.
- ჩიტმა თავის ბუდე იცის.
- ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო.
- ჩიტს სადაც უნდა, ბუდეს იქ გაიკეთებს.
- ჩიჩიც მინდა, ბაბაც მინდა, კაკა ყველას მირჩევნიაო.
- ჩიჩხვინა კაცი ბევრ კურდღლებს გააქცევსო.
- ჩონგურს როგორც დამიკრავ, ისე დაგითამაშდებიო.
- ჩუმჩუმათობა ოჯახის დამქცევიაო.
- ჩქარი კაცი სიტყვისა, საქმეში ბევრგან წააგებსო.
- ჩჩვილ ბავშვს დღეში იმდენჯერ სჭირია დაძუძურება, რამდენსაც ხარი კუდს გააქნევსო.
- ჩჩვილი ყველაზე დიდი ბატონიაო.
- ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო.
- ჩხირი კედელს!
- ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს.
- ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს ეწეოდა.
- ცა მწყალობდეს, თვარემ ღრუბელი ვერას დამაკლებსო.
- ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო.
- ცაი ფეხით მოვაო (დიდ წვიმაზე იტყვიან).
- ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო.
- ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო.
- ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება.
- ცარიელ კაცს საბაჟოზე მიუხაროდაო.
- ცარიელ ქოთანში თითს არავინ ჩაჰყოფს.
- ცარიელ ჯამს ხელს არავინ ჰკრავს.
- ცარიელი კაცი ქვაზე მაგარია.
- ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება.
- ცარიელმა თითმაო პირი გამომქლიტაო.
- ცას არავინ შეაბერდება.
- ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო.
- ცაცი ძირს ვერ დადიოდა - ხეზე დაბაჯბაჯებდაო.
- ცდა ბედის მონახევრეა.
- ცელს ნუ მთხოვ და ცოლს გათხოვებ.
- ცენტერაძის მოლოზანი ქვეყნის სატირალს ტიროდაო.
- ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა.
- ცეტისთვის სულ აღდგომაა.
- ცეცხლზე წყალი რად დამისხი (რად მიმტერეო)?
- ცეცხლი და ნავთია.
- ცეცხლი ვთქვი, ენა არ დამწვა.
- ცეცხლი ისე გააქრე, რომ ბოლი არ აუვიდეს.
- ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო.
- ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო.
- ცეცხლო შენ ხელი დამწვიო, შორს გივლი გული მტკივაო.
- ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები.
- ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო.
- ცვარი ცვარსა ჰკარ, ზღვათ იქცევაო.
- ცვარი წვიმა კი არ არის, მაგრამ მისებრ მარგებელიაო.
- ცვარში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა სჯობიანო.
- ცვილი რკინად არ გამოდნების.
- ციება კაცს სიცოცხლეში თუ არა - მკვდარს მაინც გაუვლისო.
- ცივი ღომი კარზე, ხინკალი მთაზე.
- ცინგლიანი კაცის მიზეზი ავი დარიაო.
- ცის ელვა და დედაკაცის მუცლის ტკივილი ერთიაო.
- ცისარტყელას დარი მოსდევსო.
- ციციაანთ დავა გახდაო.
- ციციაანთ სუფრა ხომ არაა (თუ სუფრაზე პური ცოტაა).
- ციცინათელის შუქი მისდევს.
- ციციშვილის ნასუფრალი ამირაჯიბის სადილიო.
- ციცხვიც ვიცი და კოვზიცაო.
- ციხე ვისიც არის, მინდორიც იმისიაო.
- ციხე შიგნიდან გატყდებაო.
- ციხეს კარი უნდა, კარს უკან კაცი.
- ცოდვა გამჟღავნებული სჯობიაო.
- ცოდნა გონების ფარია, თუ რომ არავინ არია.
- ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი.
- ცოდნას ფულზედაც დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
- ცოდო კაცს არ დააყენებს.
- ცოდო - პატარძალია.
- ცოდო შვილისშვილამდისო.
- ცოლი შევირთო ლამაზი, ვაჰ, თუ არ შემიყვაროსა! სამეზობლოდ რომ წავიდეს, ულვაშ-კოკობი ნახოსა, მას გაუშალოს ბუმბული, მე ჩალა გამიქექოსა, სხვას შეუწვას ერბო-კვერცხი, მე მხალი მომინახოსა.
- ცოლი შერთეს უნდილასაო, ეგრე იყო უწინაცაო.
- ცოლი, ცხენი და ღვინო ბევრს ახალგაზრდას უსპობს სიცოცხლეს.
- ცოლის ნამზითვს კვირის სადილი მირჩევნიაო.
- ცოლმა თუ ქმარს გადააჭრა, ცხრა უღელი ხარის ღონე აქვსო.
- ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო.
- ცოლქმარის ჩხუბი რეგვენს გაყრა ეგონაო (ან მართალი ეგონაო).
- ცოლს ნუ უწევ ღაზობასა, არ მოგაკლებს ბრაზობასა.
- ცოტა და კარგი ნახნავი სჯობს ბევრსა ხარჯებიანსა.
- ცოტა მოთოხნე, ცოტა მოხოხნე.
- ცოტას მხვნელ - მთესველი ღმერთს ემდურებოდაო.
- ცოტა რამ კვერის დამკვრელის ხელშიაც არის.
- ცოფიან ძაღლს, სადაც მოჰკლავენ, იქვე დამარხვენო.
- ცოცხალი რომ არ გიყვარდი, მკვდარს რაღას შემეფერები.
- ცოცხლებმა იკითხონ, თორემ მკვდარს აბა, რა უჭირსო.
- ცრუ და მავნე შეიყარა.
- ცუდა კაცი ხელში მახათს იყრიდაო.
- ცუდა, უსაქმურა კაცი სულ მშიერი იქნებაო.
- ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი.
- ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან.
- ცუდაობა და უსაქმურობა კაცისთვის დიდი ჭირიაო.
- ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა.
- ცუდი ჩვეულებისთვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენ.
- ცუდია, ცუდი სოფელი, ცუდი აკვანი ირწება, ზოგსა აქვს ლხინის ქორწილი, ზოგი სიმშილით იწვება.
- ცუდს არ მაკადრიანო, კარგს არ მაღირსიანო.
- ცუდსა მეთევზეს შერჩება უბრალოდ წყალთა მღვრევანი.
- ცული პატარაა, ხელი დიდ ხეს მოსჭრის.
- ცულს ტარი შიგნითგან დაეგებაო.
- ცუნცრუკი ამ წამს ნათქვამს იმ წამს გადათქვამსო.
- ცხარე მუშა თავის თავს შეაფშვნეტსო.
- ცხარე ქოთანი თავის თავს გაჰხეთქს.
- ცხარე ძმარი ჭურჭელს გაჰხეთქს.
- ცხენ დავარდნილ კაცს შინ მშვიდობის მეტი რა ეთქმისო.
- ცხენი გვარით გაიქცევაო.
- ცხენი ვნახე, კვალი - ვერა.
- ცხენი თუ არ ამუშავე - ბატონია.
- ცხენი მწოლიარე, ხარი მდგომიარე.
- ცხენიდან ჩამოვარდნილს, ვირიც არ შეისვამსო.
- ცხენის მოლოდინით კაცი სიარულით არ დაიღლებაო.
- ცხენის სიკვდილი ძაღლის დღესასწაულიაო.
- ცხენის სისხლში კაცის სისხლიც ურევიაო.
- ცხენიც კი არ წავა უმათრახოდ.
- ცხენმა და ვირმა სთქვეს: "შვიდ წლამდი მადროვე და მერე მე მკითხეო".
- ცხენს ვერ მოერიენ და უნაგირს ამტვრევდენო.
- ცხენს კუდს მოედანზე ნუ მოსჭრი, ზოგი გრძელს იტყვის, ზოგი მოკლეს და დაგიმახინჯებენო.
- ცხენს მისივე ფეხები იპარავს.
- ცხვარი ბატონსა და ძროხა ანტონსაო. (იმერელ თავადიშვილ ნიჟარაძეს ჰყოლია მოურავად ვინმე ანტონ ჩიქოვანი. ერთ გლეხს დიდი საქმე დასჭირებია ბატონთან. მოურავს უთქვამს: მე გავაკეთებ მაგ საქმეს ბატონთან, მხოლოდ ქრთამად საჭიროა ერთი ცხვარი და ერთი ძროხაო. ხვალვე მოიყვანე, მხოლოდ ცხვარი ბატონს მიართვი და ძროხა კი - მეო. თანაც დაბეჯითებით რამდენჯერმე გაუმეორებია: არ დაგავიწყდეს, ცხვარი ბატონსა და ძროხა - ანტონსაო).
- ცხვარი კლდეში გადავარდა - თხამ გაიცინა - რა გაცინებსო? უკანარი გამოუჩნდაო. შენ მუდამ აწეული გაქვს და გიჩანსო, მაგრამ ვინ იცინისო.
- ცხვარი სიმშილითა კვდება, თხა კიკინით გამოვიდა.
- ცხვარი უთხოდ არსად წავა.
- ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო.
- ცხვარმა თხას სთხოვა ნაპარსი.
- ცხვარმა სთქვა: "ქვეყანა რომ მოვიარო, ვერ გავძღები, მაგრამ მწყემსი მეცოდებაო".
- ცხვარო! ვისი ხარ? და ვის კარზედაც დავიბღავლებო.
- ცხვარს უთქვია: ღმერთო, ჩემს პატრონს ისე ნუ გააღარიბებ, რომ შემოდგომაზე მუცელი გამიპარსოსო, და ნურც ისე გაამდიდრებ, რომ გაზაფხულზე არ გამპარსოსო.
- ცხვირი რომ შუაში არ იყვეს, თვალები ერთმანეთს მოსთხრიდნენო.
- ცხვირს მოიწმენდენ და არა მოიგლეჯენ.
- ცხვრის დუმას არა სჭამს - უკან აბიაო.
- ცხოვრება მოლიპული გზაა, ვინც თავდაჭერილი სიარული არ იცის, კისერს მოიტეხს.
- ცხრა მარტს ცხრა მტკაველა თოვლი მოვიდა, შიგ ჯოხი დაფლეს და საღამომდე წაიქცაო.
- ცხრა მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.
- ცხრა ქალის ჭკუა ერთ კაკლის ნაჭუჭში ჩაიდებაო.
- ცხრაასი წელი, ვითარცა ერთი წამიო, - უთქვამს ნატუსალას*.
* ნატუსალა - "დაბადების" მათუსაი. ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ძალა აღმართსა ხნავს.
- ძალა ერთობაშია.
- ძალა მოვიდა და სამართალი ერდოში აძვრა.
- ძალა მდევის, გახტომა - ფურ-ირემის.
- ძალად ბედს ვერავინ იშოვნის.
- ძალად გალამაზება არ იქნება.
- ძალად გატანებული ძაღლი ცხვარს არ არგია.
- ძალად მიტევებული მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერსო.
- ძალად ნურც რას იტყვი და ნურც სხვას ძვირს ათქმევინებო.
- ძალას რიგზე მოხმარება უნდაო.
- ძალით და ფულით განგებას ვერას გზით დაემალები.
- ძაღლი დასაქმეს და მანაც თავის - კუდიო.
- ძაღლი გაკრიჭეს და პატრონი გამოუჩნდაო.
- ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო.
- ძაღლი ისე ვერ დაწვება, რომ მუცელი არ გამოუჩნდეს.
- ძაღლი იყეფებს, იყეფებს ბოლოს მაინც დადგებაო.
- ძაღლი ლეკვობისას გამოიზრდება.
- ძაღლი მყავდა ახარაო, მე მრცხვენოდა, მას არაო.
- ძაღლი პატრონსა მორჩილებს ერთგულებისა წესითა, მშიერი ეზოს დაიცავს სიმშილითა და კვნესითა.
- ძაღლი რაც უნდა დასწრთვნა, მაინც ყეფას არ დაიშლისო.
- ძაღლი რომ ყანიდან კუდით ჩხერგს გადაათრევს, მუშას იმითაც მოეხმარებაო.
- ძაღლი, სადაც სალაფავსა სვლეპავს, იქავე ჰყეფავსო.
- ძაღლი სამჭედლოდან რას გაიტანს?
- ძაღლი საყასბოს არ მოშორდება.
- ძაღლი ფერხულში ჩაება, ფეხი აიწყვიტაო.
- ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.
- ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს.
- ძაღლი ძაღლობას, გველი გველობას არ მოიშლის.
- ძაღლი ხსენებაზედაო.
- ძაღლი ჯობოსანს (ქლიბი) ლოკავდა, ენიდან სისხლი გასდიოდა, ასე ეგონა სისხლი ჯობოსანს გასდისო.
- ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.
- ძაღლის ერთგულებას არაფერი ედარებოდაო.
- ძაღლის კუდი ცხრა წელიწადი კალაპოტში იყო, ამოიღეს და ისევ გამრუდდა.
- ძაღლის ნაკბენივით დაგიმახსოვრებ.
- ძაღლის სამარე მგლის მუცელიაო.
- ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო.
- ძაღლისა ყეფააო.
- ძაღლისაგან კრავი ვის უნახავს?
- ძაღლმა თუ ურემს დაუწყო დევნა, მარხილსაც გაჰყვებაო.
- ძაღლმა მეტი სიხარბით ბრმა ლეკვები დაჰყარა.
- ძაღლმა რომ შინ კუდით რაიმე მიიტანოს, ისიც ხეირიაო.
- ძაღლს დიდი ყბა აქვს, დაე იყეფოს თუ დაიღლება, თავი იტეხოს.
- ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს.
- ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ.
- ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო.
- ძაღლს რომ კუდის განძრევა არ ეზარებოდეს, ყველა მეძებარიაო.
- ძაღლს უჯერიდნენ და მღვდელს არაო.
- ძაღლს ძაღლი იცნობს და კაცს - კაციო.
- ძაღლს ძვალი არც ეხვროდა, არც ეთმოდა.
- ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდენო.
- ძელი რომ წყალში ჩააგდო, იცოდე არ დასძირავსო.
- ძერამ წიწილი წაიღო და მელა ნაშოვარ სადილს გაეკიდა.
- ძეძვში ფულის ჩამყრელსა აკრება გაუძნელდება.
- ძვალი პავლიასა და რბილი კი კოლიასაო.
- ძველთაგან ნაამბობია, ღონესა ხერხი სჯობია.
- ძველი გზა და მეგობარი სულ ადვილად იკარგება.
- ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია.
- ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო.
- ძველი ფიცარი ლურსმანს ვერ დაიმაგრებს.
- ძველი ქალამნის პატრონი, გაძლებას ლაპარაკობდაო.
- ძველი ჩოხა და ნაბადი ზამთარში მოგეწონებაო.
- ძველმა ახალი იცის.
- ძიგურამ სთქვა: "როცა არ ვიჭმები (გაზაფხულზე), მაშინ მჭამენ და როცა ფურბერწის ხორცს ვჯობივარ (ზაფხულში), მაშინ არაო".
- ძილი ძილის პურის ცომია (ხაშია); ანუ ძილი ძილს მოჰგვრის.
- ძილმა მოპარვა იცის.
- ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო.
- ძლიერ სიყვარულს ძლიერი სიძულვილი მოსდევს.
- ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა.
- ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო.
- ძმა ძმობილსა რითი სჯობს? - ძმა ძმაც არის და ძმობილიცო.
- ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმები დარჩნენო.
- ძმამ ძმას თოფი დაუმიზნა და უთხრა: "ძმაო, თოფი კი უნდა გესროლო, მაგრამ ნამუსი (ე.ი. საიდუმლო) ნამუსად დარჩესო".
- ძმამ ძმის ხორცი ლოღნა და გვამმა არ ჩაუშვა.
- ძმას შეხედო - პატარა ლუკმა ჩაიდვე, ქმარს შეხედო დიდი ლუკმა ჩაიდეო.
- ძმაო, შენ წისქვილში წაბძანდი, მე ქორწილში წავეთრევიო.
- ძმებს სიმინდი რომ შემოელევათ, მაშინ გაიყრებიანო.
- ძმობილი ძმა არის, ძმა კი ძმარიო.
- ძმობილმა უთხრა დობილსა, აქ ჩამიგორდი ლოგინსა.
- ძნა იწოდა და ულო იცინოდა, - მოიცა ულო, შენთანაც მოვაო.
- ძროხა ტალახში წაიქცა, ვირმა ასტეხა ყვირილი.
- ძროხა ხბოს იგებდა, მოზვერს შიშით გული უსკდებოდა.
- ძროხამ სთქვა: დასაბმელი მიშოვნე და საწოლს მე ვიშოვნიო.
- ძროხას მარილი ატყუებს, კაცს - ენა.
- ძროხის კუდს დანა მიატეხესო.
- ძროხის მოზიარენიც მოყვრები არიანო.
- ძუნწი კაცის ჯამში ლუკმა არ დასველდებაო.
- ძუნწის ოქრო - მემკვიდრესო.
- ძუნწობა სჯობს გაროქვასა.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- წაბაძულობით ვაცი დამაკდაო.
- წადი-მოდის ჭკუისაო, ეშმაკივით სტყუისაო.
- წავალ-წავალა სტუმარი სახლის მომგდებია.
- წავიდა ბაზაზი, მოვიდა ყაზაზი.
- წაიქცა ჯირკვი მოეხვია ჭიანჭველა.
- წამით სიცოფე ბრაზი არ არის.
- წამალს გველიც არწყევს.
- წარამარათ მავალსაო, მუცელი ატანს ძალასაო.
- წართვის სუფრაც მობეზრდება კაცს.
- წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო.
- წახდა მამულის პატრონი და არა შვილის პატრონიო.
- წელიწადმა მოიტანა, პეპელები წაიკიდნენ.
- წვერის დაგლეჯა სჯობია ავი ცოლის ხელთყოფნასა.
- წვიმიან დღეს ქათამი ბევრ წყალს დალევს.
- წვიმიანი ამაღლება - ყანა მაღლა ამაღლდება.
- წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო.
- წვინტლიან კაცს ავდარი მიზეზად მოჰქონდაო.
- წითელი ცხენი წითელ ტყავში მოკვდებაო.
- წითელო ვაშლო, შენ გესვრი, თეთრო, შენ ჩამოვარდიო.
- წითელო ხარო, ვერ შესძლებ შავ კამეჩთან ბრძოლასა.
- წინ მავალი უკან დარჩებაო.
- წინ მდგომი მტერი სჯობია უკან მდგომ მეგობარსაო.
- წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო.
- წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო.
- წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.
- წინანი უკანა და უკანანი წინაო.
- წინდა სიპატარავემ გაცვითა და პაჭიჭი - სიდიდემაო.
- წინიდან სარკეა ზოგი კაცი და უკნიდან სამართებელი.
- წირვის უწინ ნაწირავი არ მიიცემაო.
- წისქვილი ორ ჩანახს ფქვავდა და სამ ჩანახსა სჭამდაო.
- წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს.
- წიწაკის თავს ვინ სჩივის, როცა თესლიც მწარე აქვსო.
- წიწილებს შემოდგომაზე დასთვლიან.
- წიწმატივით რას წიწმატობო.
- წკავწკავა ძაღლი მგელს მოყვრობას ვერ გაუწევსო.
- წლის მოსავალი ყველას უნდა ჰხვდესო.
- წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო.
- წმიდა გიორგის ცხვრისათვის მგელს თვალები უდგებოდა.
- წმინდაო კოროხტინეო, მშვიდობა მოახდინეო.
- წყალ ბერძულ ლობიოს წყალ ბერძული წყალი მოხარშავსო.
- წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო.
- წყალი პირველად პატარასაო.
- წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება.
- წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო.
- წყალი საგუბარში ჩადგებაო.
- წყალი სათავით მონახე.
- წყალი ყველაფერს გარეცხს ნამუსის გარდა.
- წყალი ძელსა არ დასძირავს, რადგან მისი გაზრდილია.
- წყალი წყალია და იმასაც მოტანა უნდა.
- წყალი წყაროსთან სჯობიან სათორნესთან გადატანილსო.
- წყალმა სთქვა: მე მხოლოდ მცურავს დავახრჩობო.
- წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო.
- წყალს საყდარშიც გაიყვანენო.
- წყალსა ჰკითხეს: შენი გზა საით არისო, საითაც თავდაღმართიაო, ქარსა - საითაც აღმართიაო.
- წყალსაც დაზოგვა უნდაო (მოსატანია).
- წყალში დამხრჩვალი - წყლისკენ მიიწევდაო.
- წყალში დაუსველებლად თევზი არ დაიჭირება.
- წყალში რომ ჩავარდები, მშრალად ვეღარ ამოხვალ.
- წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.
- წყევლა მაწყევარსა.
- წყევლა უწყევარი არ არის და ლოცვა - ულოცველი.
- წყევლამ სთქვა: გზა მასწავლე, ჯაგი აიღე გადავიდეო.
- წყევლამ სთქვა: "გზა მიჩვენე, თორემ ცხვირში შეგივალო".
- წყევლამა სთქვა: სწორე გზაზე დამაყენე, თორემ ისევ შენთან მოვალო.
- წყლულის გულის წამალი გულშივე არისო.
- წუნიას აკლდებოდაო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ჭამა ერთი დღისა და საყვედური ასი წლისა.
- ჭამა ქონებაზე ჰკიდია.
- ჭამა - ჭაპი-ჭუპია, სიტყვა - რახი-რუხია.
- ჭამაზე ძაღლიც არ გაილახება.
- ჭამამ რა ჰქნა, ლოკვამ რა გააწყოსო.
- ჭამაში გამარჯვებული - საქმეში წყალწაღებულიო.
- ჭამით უნდა გაძღე და არა გასკდეო.
- ჭამის საზღვარი - გაძღომააო.
- ჭანდარი მაღალი იზრდება, მაგრამ ნაყოფს კი არ იძლევა.
- ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავ.
- ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო.
- ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი.
- ჭიანჭველა რა არის და იმის თირკმელი.
- ჭიანჭველა რომ გველს წაეზმანება, გაწყდებაო.
- ჭიანჭველა ფეხზე დაისვი - თავზე ავაო.
- ჭიანჭველას აეკიდებაო.
- ჭიანჭველას თვალები არა ჰქონდა და ღმერთს ეხვეწებოდა წამწამი გამომასხიო.
- ჭიანი კბილი კაკალს ვერ გასტეხსო.
- ჭიას უთქვამს: ისე პურს ვერ მოჰმკიო, რომ ჩემი სამყოფი არ დარჩესო.
- ჭინჭალას რომ ღმერთი გაუწყრება, ხის წვერში შემოჯდებაო.
- ჭინჭალას შავარდენი გამოუვიდაო.
- ჭინჭარი ჭირის ჭირია, სატაცური ბალღამია, სვინტრი ყველას წამალია.
- ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო.
- ჭინჭრაქა წამოდგაო, თავისი ჭირი წამოაგდოვო.
- ჭინჭრაქას ახედ-დახედე და პოზანი (ბარკალი) ისე აართვიო.
- ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო.
- ჭირვეულობა რიგით არის.
- ჭირი მართალსაო.
- ჭირი სიდედრსაო, ლხინი პირ-თეთრსაო.
- ჭირი შედის ურმობითა და გამოდის მისხლობითა.
- ჭირი ჭირს გაართობსო.
- ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
- ჭირიც კი აღარ მობრუნდება მეორედ.
- ჭირო მეზობლისას წადი, ოღონდ მე მომშორდიო.
- ჭირს დაძლევა უნდაო.
- ჭირში ეძმე შენსა გვარსა, შენსა ერსა, მერმე დაშნსა.
- ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია.
- ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო.
- ჭკვიანურ სიტყვას რეგვნის ყურში სძინავსო.
- ჭკუა უნდა გონებასო, მოხმარება ქონებასო.
- ჭკუა ყველას აქვს, მაგრამ მოხმარა უნდაო.
- ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო.
- ჭკუა ჰკითხე ახალგაზრდას, მოსწრება - ბერიკაცსაო.
- ჭკუავ, გიყიდი ფასადა, თუ მიგიღებდა ვაჭარიო.
- ჭკუამ მოჭამა სოფელი, ვერც ხმალმა ამოღებულმაო.
- ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო.
- ჭკუიანი ბუზი დოს დააჯდება, ქალაქს გაჰყვება, უჭკუო ბუზი ჯიგარსა სოფლად გაჰყვება.
- ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა.
- ჭორი სთქვი და მეჭორე ხელში დაიჭირეო.
- ჭრელ-ჭრული გიჟის ლხინიაო.
- ჭური უძღები არისო.
- ჭურს არა ჰკითხავდნენ და ასკოკიანი ვარო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ხაბაზი პურს არა სთესავს, არა მკის და არა ლეწავს, სხვისა პურსა ბევრსა აცხობს, იმას სჭამს და იმით ძღება.
- ხაბაზს ერთი პური მეტი მიეცი და პური კარგად გამოაცხობინე.
- ხათრი ხათაბალააო.
- ხათრიანი კაცი გლახააო.
- ხათრიანი კაცი სამოთხეში ვერ შევაო.
- ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი.
- ხალხი მოგცემს წარმატებას, ხალხი მოგცემს დაღმატებას.
- ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
- ხალხი ღმერთს ეხვეწება და წალდი კი წვერსაო.
- ხამი კაცი ხამ ადგილას უცნობია და ხეთია, რაც უნდა კაი სიტყვა სთქვას, მაინს იტყვიან - ცეტია.
- ხან სულ არაო და ხან სულ ვარხალალაო.
- ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება.
- ხარბად ნუ ითხოვ ხმოსანი, მუტრიგი ხარ, თუ მგოსანი.
- ხარბი კაცი გზაშიაც სახიფათოა.
- ხარბის თვალს მიწა გააძღებსო.
- ხარი დანასთან მიიყვანეს.
- ხარი მჭლე, ორმო მსუქანი.
- ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება.
- ხარმა სთქვა: ხარი ვერ მომკლავს, თუ მეხრე შემხვდა ღვთიანი.
- ხარმა სთქვა: ხარი შემიბი, ხარულად გამაწევინე, ოღონდ ტოლს კი ნუ დამიდებ, დამკარ და გამაწევინე.
- ხარმა ხარს ამოუტია და უკეთეს ბაგაზე მიაგდო.
- ხარმა ხარს ურქისა და საძოვარზე მიაგდოვო.
- ხარს მამობით მოსჭამენ, ფურს დედობითო.
- ხარს რქები არ ამძიმებს.
- ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო.
- ხარს უღელი მოუშვეს და ეგონა, რომ მოსძვრაო.
- ხატები ახლა სწყრებიან და დეკანოზები რა ლაფსა სჭამენო.
- ხატო, შემიწყალე, შორეული ვარო! - რაით შეგიწყალო, ცალიერი ხარო!
- ხატს შეეპუე და თავის თავი ცხოველი ეგონება.
- ხბო უნდა თებერვალისა, ციკანი-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი იანვარისა.
- ხბომ დაგვძლიაო (როცა ვინმე თავზე წაადგებათ).
- ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა.
- ხე ნაყოფით იცნობება.
- ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო.
- ხელზე რა წამისვი, პირზე რა წამისვა.
- ხელით ტარებას მუცლით ტარება სჯობიან.
- ხელი ხელსა, გოჭი მგელსა.
- ხელი ხელსა მადლი ღმერთსა.
- ხელის ღონესა ჭკუა სჯობს, ყველა მას ემორჩილება. ღონით რაც უნდა დასძლიო, ჭკუა მას შეეცილება.
- ხელმა ხელი დაბანა, ორივემ - პირიო.
- ხელოსანი ხელოსნის მტერიაო.
- ხელს თვალზე მიფარებით ფარად ვერ გახდიო.
- ხელში ნაჭერი ერთი ჩიტი, გიჯობს ორ-სამ ხეზე მჯდომსა.
- ხემ გამოისხა ხილიო, რაც მამაა, ისა შვილიო.
- ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
- ხეს ერთი ვაშლი ება, ისიც ჭიანიო.
- ხეს რომ გააციებს, გასკდებაო.
- ხეს ძირში სჭრიდნენ და ფოთოლი არ ჩამოსცვივდესო.
- ხესთან ნაჭამი, სულთან ამოსულიო.
- ხვავი მიწის, გემო შაქრის.
- ხვალ წვიმა მოვა, დღეს ჭიამ თვალები დაითხარაო.
- ხვალაც ამ თვისაა.
- ხიდი წყლის ზომა უნდა იყოსო.
- ხილით ხილის ხე იცნობებაო.
- ხილს უთქვია: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს მე თვითვე შევჭამდიო.
- ხიჩატილისა ქონასა ნუ დასჯერდება გონება.
- ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება.
- ხნიერ კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.
- ხორცი ვალალე, ვასუქე, სულს გადაუდექ მტერადო.
- ხორცმა ხორცი სჭამაო, ყიამ არ გადიტანაო.
- ხოსიკა - თან სთოხნიდა და თან სტკეპნიდაო.
- ხოხობი თავს მალავს და კუდს არაო.
- ხოჯის სახლში კაკალი ბევრია, მაგრამ დათვლილია.
- ხუთ თითში ერთმანეთის ტოლი არც ერთი არ არისო.
- ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო.
- ხუმრობა თავს ვერ დაიჭერს.
- ხუმრობა - ჭკვიან კაცს ვერ დაიჭერს.
- ხუმრობაში კაცი მოკლესო.
- ხუცესი უწინ წაწყმდებაო.
- ხუცესმა უთხრა ხუცესსა, აღაპი არის რუსეთსა. - კი არ მეშორებაო, თუ არ მეჭორებაო.
- ხუცესო და ხუთმუცელო, ხუთი დოქის გამომცლელო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ჯავრის დედა ბოზია, აქეთაც წავა და იქითაცაო.
- ჯანდაგი ვირი, თაგვებთან გმირი.
- ჯანი გავარდეს ჯანიაშვილსაო.
- ჯანი ჯანია, განა ბადრიჯანია.
- ჯან-ღონით ცოცხლობს კაციო.
- ჯარავ, ჯარავ ბზრიო, ლამბო, ლამბო წყდიო, დედამთილის საპერანგევ, ოხრად დამირჩიო.
- ჯარი წავიდა და თოფები მერე დასცალესო.
- ჯარ-მოყვარეს ჯარ-მტერი სჯობსო.
- ჯერ აკიდებულს არ უვლია.
- ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა.
- ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი.
- ჯერ ბავშვი არ დაბადებულიყო ლაშარს არქმევდნენო.
- ჯერ დედის ხსენი არ შეჰშრობია.
- ჯერ ერთი მუწუკი გამოირწყე, მერე მეორე.
- ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო.
- ჯერ ცხენი მიაბი და მერე ღმერთს მიანდე.
- ჯერ ჩიტი ნახე და მერე მისი მხარბარკალიო.
- ჯერ ძილი მერე სიზმარი.
- ჯიშსა და ჯილაგსა - კაცი ჯინჯილით უჭირავთო.
- ჯოხს რომ აიღებენ - ქურდი კატა მაშინვე გაიპარება.
- ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო.
- ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა.
- ჯოჯოხეთში ხარი ორი კაპეიკი ღირსო.
ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ
- ჰა პირი და ჰა პურიო.
- ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
- ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.
- ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!
- ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
- ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.
- ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.