Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net

ლიზიკო კაციაშვილი

ლუბოვ

   სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ არსებობს ისეთი სიყვარული, რომელიც მხოლოდ მისი წარმომქმნელების სიკვდილის შემდეგ ქრება.. არ კვდება, უბრალოდ ქრება. სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ მეც ძალიან, ძალიან მინდოდა, ოდესმე ასეთი სიყვარული შემეცნო და განმეცადა.

   დღეს ამ ბანალურ და მოუბეზრებელ თემაზე სწორედ იმიტომ გადავწყვიტე ლაპარაკი, რომ ჩემი ჯერ კიდევ ბევრი რამის უნახავი გული, ერთმა უბრალო, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან თბილმა ფაქტმა ააჩუყა.

   საერთოდ ბებო და ბაბუ საკმაოდ ბევრს ჩხუბობენ. 40 წლის თანაცხოვრების შემდეგ გამიკვირდებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო. დღეს მათი ჩხუბის მიზეზი ტაფა იყო... ჰო ჰო, ჩვეულებრივი ტაფა, რომელიც ბაბუმ შემთხვევით ცხელ ღუმელზე დადო.

   – Дурак, ты – дурак ! Кто ставит такую сковороду на печку ?!    - Я ставлю! - არ ნებდებოდა ბაბუ.    – Господи, прости меня грешную. За кого это я замуж вышла ! – გავარდა გაბრაზებული ბებო.    – რა ქენი? – ვკითხე ბაბუს.    –კრიმინალი ვარ – ტაფა დავწვი ! – ჩაეცინა მას.

   სამი საათისთვის ყველაფერი ჩაწყნარდა. ბებოს ეძინა, მე და ბაბუ ეზოში ვკითხულობდით. უეცრად კითხვა მისმა ბოხმა ტემბრმა გამაწყვეტინა.

   – Я предлагаю тебе пиратское дело... - დაიწყო ბაბუმ.    – Валяй!!    - Вчера Гульке понравились розы на заброшенном участке ... Я предлагаю тебе перелезть через забор, выкопать один из отростков и перенести его к нам во двор...    უცბად რაღაცამ დამარტყა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავბრაზდი! მაგრამ მერე მივხვდი, რომ გული იყო.

    „65 წლის ასაკში, არასდროს გადავძვრებოდი ღობეზე, ყვავილის გამო, რომ ცოლისთვოს მესიამოვნებინა“ – ვიფიქრე მე.

    მერე მივხვდი, რომ ეს ნადმვილი სიყვარულია. რომელსაც არც ორ ტომიანი რომანები სჭირდება და არც მაღალფარდოვანი სიტყვებით გაჟღენთილი სტროფები. ეს არის უბრალო. დაუბერებელი და ყველაზე გულწრფელი სიყვარული.

    ნათელი დღეა, ცაზე ალაგ– ალაგ მიმოფანტულია თეთრი ღრუბლები. მე ჩემს ადგილას მიყუჩებულად ვზივარ და ვკითხულობ.

   – Откуда я мог все это знать, черт возьми ! - ისმის ბაბუს გამართლება.

   – И все таки, не стоило мне за тебя замуж выходить ! -მიაძახა ბებომ.

   ბაღის ერთ–ერთ თვალსაჩინო ადგილას კი, მზეს ეფიცხება ახლად ჩარგული ვარდი.

   „რაღაც არამგონია, რომ მალევე დაჭკნეს“ – ვფიქრობ მე და მეღიმება...


ბურიანი, 28.08.2012.

Back to Meskhi.Net
Back to Meskhi.Net